კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ვარ თითქმის სამოცი წლის მამაკაცი. ბავშვობაში მომნათლეს გრიგორიანული წესით. ჩემს ასაკში მართლმადიდებლად მონათვლა დაგვიანებული ხომ არ არის?
პასუხი: მართლმადებლურ სარწმუნოებასთან ზიარება არასდროსაა გვიან. ცნობილია, რომ ქრისტიანობის დიდი ბურჯი, მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმიდანად შერაცხილი ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე დიდი სიკვდილის წინ მოინათლა.
კითხვა: როგორც გავიგე, თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ის მოუნათლავია, თან ახლომახლო სასულიერო პირი არ არის, ნათლობა შეუძლია, შეასრულოს საერო პირმაც. მართალია, თუ არა ეს და როგორ უნდა შესრულდეს ნათლობა?
პასუხი: დიახ. გამონაკლის შემთხვევებში, ხდება საერო პირის მიერ მონათვლაც. ამ დროს უნდა წარმოთქვათ სიტყვები: „ნათელს იღებს მონა (მხევალი) ღვთისა (სახელი) მამისა – ამინ და ძისა – ამინ და სულისა წმიდისა – ამინ, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე – ამინ!“ თან, სამჯერ ეპკუროს წყალი მოსანათლს.
კითხვა: საძრახისია თუ არა პირში ადამიანის ქება?
პასუხი: დიახ, ერთ-ერთი წმიდა მამის თქმით: პირში ქება იგივეა, რაც ფეხის დადება სწრაფმავალი კაცისთვის.
კითხვა: ვარ დიასახლისი და მარხვის დროს სადილის გაკეთებისას მიწევს მისი გემოს გასინჯვა. ჩამეთვლება თუ არა ცოდვად?
პასუხი: გაკეთებული სადილის გემოს გასინჯვა ცოდვად არ ჩაგეთვლებათ.

скачать dle 11.3