კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ილორის წმიდა გიორგის სასწაულები

სოფელი ილორი შავი ზღვის პირას, ოჩამჩირის მახლობლად მდებარეობს. 1989 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში  2 099 ადამიანი ცხოვრობდა, ძირითადად – ქართველები.
ამ სოფელში მდებარეობს დასავლეთ საქართველოს შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლი – ილორის წმიდა გიორგის ეკლესია, რომელიც მეთერთმეტე საუკუნის პირველ მეოთხედშია აგებული.
ისტორიული წყაროების თანახმად, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ტაძარი მეტად პოპულარული ყოფილა არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. აქ მრავალი მომლოცველი ჩამოდიოდა, რათა თაყვანი ეცა წმიდა გიორგის სასწაულთმოქმედი ხატისთვის. მიჩნეული იყო, რომ ილორის ტაძარში წარმოთქმული ლოცვა აუცილებლად შესმენილი იქნებოდა; აქ სნეულები იკურნებოდნენ, მაგრამ ილორის წმიდა გიორგის განსაკუთრებით უშვილონი ევედრებოდნენ და ვერცხლის პატარა აკვნებს სწირავდნენ. წმიდა გიორგი ყველას შეეწეოდა.
ილორის წმიდა გიორგის ხატებს უკავშირდება სასწაული, რომელსაც ამ სოფლის მკვიდრნი დღემდე არ ივიწყებენ და თაობიდან თაობას გადასცემენ. რევოლუციის შემდეგ რამდენჯერმე სცადეს ილორის ეკლესიის გაძარცვა. სოფლის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, მორიგეობით ედარაჯათ ტაძრისთვის. ყოველღამე რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი რჩებოდა ტაძრის ეზოში. შებინდებისთანავე ეკლესიის რკინის კარი ურდულებით იკეტებოდა და ზედ ილორის ტაძრისთვის საგანგებოდ დამზადებული დიდი კლიტეები ედებოდა – მასზე სხვა გასაღების მორგება თითქმის შეუძლებელი იყო.
ერთხელ ილორის ტაძარს რამდენიმე უცნობი ეწვია, თან ორი ციკანი მოეყვანათ – წმიდა გიორგის სახელზე მსხვერპლის შეწირვა მოიმიზეზეს და ტაძრის ეზოში ითხოვეს ღამისთევა. სტუმრები მიიღეს, ბუხართან გაათბეს და დასაძინებელი ადგილიც მიუჩინეს, ისინი კი ავაზაკები აღმოჩნდნენ. ტაძარი რომ დაიკეტა, იარაღი მოიმარჯვეს, დარაჯები დააშინეს, ტაძრიდან წმიდა გიორგის ორი ხატი გაიტანეს, მცველები ტაძარში გამოკეტეს და გაიქცნენ. ამ დროს ერთ-ერთი მცველთაგანი შეუმჩნევლად სამრეკლოში დამალულიყო და ავაზაკების წასვლისთანავე ზარების რეკა ატეხა. მოცვივდა ხალხი, შეიტყვეს მომხდარი და დაიწყეს თათბირი, როგორ გაჰყოლოდნენ ქურდების კვალს. მსჯელობის შემდეგ დაასკვნეს, რომ ავაზაკები შარაგზით კი არ წავიდოდნენ, არამედ ბილიკს გაჰვებოდნენ და, სავარაუდოდ, შუაღამემდე ტყეში დაიმალებოდნენ, რომ მერე სიბნელეში ადვილად დასხლტომოდნენ მდევარს. ილორელები რამდენიმე ჯგუფად გაიყვნენ და სხვადასხვა მხარეს შეუდგნენ დევნას. სწამდათ, რომ ავაზაკების დევნაში მათ წმიდა გიორგი დაეხმარებოდათ. ტყეში რომ შევიდნენ, მათკენ მიმავალი რამდენიმე კაცი შენიშნეს. ეს კაცები ის ქურდები აღმოჩნდნენ. როცა მიუახლოვდნენ და მათში ავაზაკები შეიცნეს, დანებება და ხატების დაბრუნება მოსთხოვეს. ქურდებმა დამალვა სცადეს. ილორელებმა მიწაზე დასვენებული წმიდა გიორგის ერთი ხატი შენიშნეს, მეორე არსად ჩანდა. ქურდებს სროლა აუტეხეს. სროლაში რამდენიმე ავაზაკი მოკლეს, ერთი დაჭრილი კი ცოცხლად შეიპყრეს. იქვე, შორიახლოს, წმიდა გიორგის მეორე ვერცხლის ხატი ესვენა. ხატზე ვერცხლის ფირფიტის ნაწილი აეგლიჯათ, დარჩენილ ნაწილს კი დარტყმის კვალი ემჩნეოდა. დაჭრილმა უამბო, თუ როგორ აერიათ სიბნელეში გზა და მთაში წასვლის ნაცვლად, ილორში დაბრუნდნენ. ალყაში მოქცეულებს ხატზე შურისძიება გადაუწყვეტიათ და ხატის განადგურება უცდიათ, მაგრამ ამ დროს სროლა ატყდა და პირველი ტყვიით ის მოკვდა, ვინც პირველმა დაარტყა ხატს.
ბრძოლით მოპოვებული ხატები კვლავ ილორის ტაძარში მიაბრძანეს. მთელი სოფელი შეკრებილიყო ტაძრის გზაზე და მუხლებზე დამხობილი მადლობას სწირავდა ძლევამოსილ გიორგის, რომელმაც თავისი ხატები ილორის ტაძარს დაუბრუნა.
დღეს ილორის ეს დიდებული ტაძარი კვლავ განსაცდელშია: ბაზილიკური ტიპის ეკლესიას თავზე უცხო არქიტექტურის გუმბათი დაადგეს. გარე ფასადი თეთრად გადაღებეს, თაღები კი წითლად შეაფერადეს. ტაძარს, ასევე, ქართული არქიტექტურისთვის უცხო რელიეფური ელემენტები დაურთეს. ამ ვანდალური აქტის შესახებ საქართველომ კულტურის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას ამცნო.
... სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმიდესმა კირილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვის საპატრიარქო „ყველაფერს გააკეთებს ილორის ეკლესიისთვის პირვანდელი სახის დასაბრუნებლად“.

скачать dle 11.3