კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი ინტერესია სომხეთისა და საქართველოს სავარაუდო ომი და რატომ შეიძლება, დააბრალოს რუსეთმა სომხეთს აფხაზეთის ომის დაწყება

თუმცა ქართველებსა და სომხებს შორის დავა არახალია, თემაზე – რა ვისი კუთვნილებაა (ხაჭაპურით დაწყებული და თვით მცხეთის ჯვრითა და ანანურის მონასტრით დამთავრებული), ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით სამი ფაქტი გამოიკვეთა: ჯერ ერთი, „დაისური“ ცეკვა „ქართული” სომხურ ცეკვად გასაღდა; „ყვავილების ქვეყანა“ – სომხურ სიმღერად და 27 იანვარს ერევნის არარატს სოხუმის სტადიონზე უნდა ეთამაშა. მოგვიანებით, პირველი შემთხვევა გაუგებრობით აიხსნა (სომხური ანსამბლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მათთვის უცნობმა პირმა დაარქვა „იუთუბზე“ ატვირთულს „სომხური საქორწილო ცეკვა“); მეორე – შემთხვევითობით, „ყვავილების ქვეყნის“ სომეხმა ავტორმა განაცხადა, რომ მელოდია მას დამოუკიდებლად მოუფრინდა გონებაში. მესამე შემთხვევის ამბავი კი უცნობია, რადგან საქართველოს საგარეო უწყებას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია (იმედია, რეაქცია კომენტარზე ქმედითი ჰქონდათ). იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ბუნება იმპულსური და ფეთქებადია, დიდი ალბათობით, ზემოჩამოთვლილს სწორედ უარყოფითი ემოციის გამოწვევა თუ შეეძლო, რაც ბადებს საბედისწერო რიტორიკულ კითხვას: ვისი ინტერესი შეიძლება, იდგეს ამ ფაქტების უკან და რა მიზნით? ამ თემაზე კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ხელმძღვანელთან – ზაალ კასრელიშვილთან ერთად ვისაუბრებთ.

 – რა მიზეზით შეიძლებოდა, აქტუალური გამხდარიყო ქართველებისა და სომხეთის მოქალაქე სომხების დაპირისპირების საკითხი?
– სანამ კითხვაზე პასუხს გაგცემდეთ, ორიოდ სიტყვით მინდა, შევახსენო მკითხველს, რომ მეათე საუკუნეში სომხეთს სახელმწიფო აღარ ჰქონდა, ისევე, როგორც ალბანელებსაც და სომხეთისა და ალბანეთის ფეოდალები საქართველოს სახელმწიფოს სთხოვდნენ დახმარებას. მეათე საუკუნემდეც რამდენჯერმე ყოფილა სომხეთი საქართველოს პროტექტორატის ქვეშ, დავით აღმაშენებელმა კი ეს ორივე სახელმწიფო დამპყრობელს გამოსტაცა, სახელმწიფოებრიობა აღუდგინა, სომხეთს ქართველებისთვის სასურველი ხელმძღვანელები დაუდგინა და აზიასთან ბუფერული სახელმწიფო შექმნა სომხეთის სახით. იქიდან მოყოლებული, საჯიბრო ჩვენ სამხრეთელებთან, ანუ სომხეთელებთან არაფერი გვაქვს და თუ ვინმე გვიბედავს და გვეჯიბრება, ეს ქართველი ისტორიკოსებისა და პოლიტიკოსების ბრალია. სხვათა შორის, მედიასაშუალებებისაც, რადგან ქართულ სატელევიზიო ეთერებში ან თურქულ ფილმებს ვუყურებთ, ან ინდურს, ან იმას, როგორ ლანძღავენ ერთმანეთს ქართველები. კავკასიისა და საქართველოს ისტორიის შესახებ ნარკვევები კი თითქმის არ არის. მეტიც, „სვეცკი“ ქართულ ცხოვრებაში გოიმობადაა მიჩნეული საქართველოს ღირსეულ წარსულზე ლაპარაკი და კავკასიის ისტორია ხომ საქართველოს მოსახლეობის 80-მა პროცენტმა არც იცის. არადა კავკასიის ისტორია, სწორედაც რომ, ქართული დიდების ისტორიაა.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევებს: სომხეთში ყოველთვის არსებობდა ძალა, რომელიც იყო უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სატელიტი საქართველოს წანააღმდეგ. ასე მოხდა 1918 წელსაც, თუმცა მანამდეც რამდენჯერმე აუჯანყდნენ სომხეთის მთავრები საქართველოს მმართველებს, რომლებიც, კავკასიის ფაქტობრივი მმართველები იყვნენ, უცხო ქვეყნების წაქეზებით. თავდაპირველად, ეს იყო სპარსეთის, შემდეგ –  რუსეთის სპეცსამსახურები. მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ სომხეთსა და მის ფარგლებს გარეთ არიან სომეხი პოლიტიკოსები და საზოგადოებრივად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც აფასებენ საქართველოს და ერთიან კავკასიურ სივრცეში მოიაზრებენ სომხეთის პერსეპქტივასა და ისტორიას, რადგან მიაჩნიათ, რომ დღეს სომხეთის სახელმწიფო აღარ არსებობს. მართალია, მას აქვს დროშა, ჰიმნი, გერბი, მაგრამ ყველა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი სომხეთში ნაყიდი აქვს რუსეთის ფედერაციას: გაზი და გაზგამანაწილებელი; წყალი და წყლის გამანაწილებელი. ატომური ელექტროსადგური, ცემენტის მწარმოებელი საბადო, კაუჩუკის საბადო, ელექტროენერგიის წარმოება და განაწილება, რკინიგზა. ამდენად, ბუნებრივია, რომ უნდათ, მიითვისონ სხვისი. მეორე საკითხია, რატომ არ რეაგირებენ ღირსეულად ქართველი ისტორიკოსები იმ ფაქტებზე, რაც ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში ხდება. რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ყველა, გაყალბებულ ისტორიას ასწავლის. არცერთ ამ ქვეყანაში საქართველოს, როგორც სახელმწიფოს როლი და დიდება გამოკვეთილი არ არის, მაგრამ ქართველ მეცნიერებს ამის გამო პასუხი არავისთვის გაუციათ.
– ჩვენი მეცნიერები ვერ ჩაერევიან სხვა ქვეყნების განათლების სისტემის მუშაობაში, ალბათ, გულისხმობთ, რომ საკმარისად არ აქვეყნებენ უცხოურ ენებზე ნაშრომებს და არ ავრცელებენ კომპეტენტურ ინფორმაციას საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ?
– რა თქმა უნდა, დავა უნდა იყოს მსოფლიოს ისტორიულ და გეოგრაფიულ საზოგადოებებში, „იუნესკოში“ და ქართველ მეცნიერებს გვერდით უნდა ედგნენ ქართველი პოლიტიკოსები. რამდენიმე ცნობილი კავკასიოლოგია მსოფლიოში, მათ შორის, რუსეთშიც. რუსეთის ყველაზე დიდი კავკასიოლოგი გარდაიცვალა, მაგრამ უნიკალური მასალები დატოვა. საოცარია, მაგრამ ყველამ, რატომღაც, პროტესტი გამოხატა სიმღერის მელოდიაზე და არავის არაფერი უთქვამს, მომღერალს რომ ხევსურული ფორმა ეცვა სომხურად გადაკეთებული. ჩვენნაირ დიდ ერს არ უნდა გვიკვირდეს და არ უნდა გვაშფოთებდეს ასეთი ამბები და მსუბუქი დატუქსვით უნდა შემოვიფარგლებოდეთ, თუკი ქართველი ისტორიკოსები და მეცნიერები სწორ მისამართებს მოძებნიდნენ მსოფლიოში და საერთაშორისო მნიშვნელობის შენიშვნებს მისცემდნენ ჩვენი კულტურისა და ისტორიული წარსულის მიმთვისებლებს. თან, ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა?! გვახსოვს ხომ, „შვიდკაცას“ დისკი რომ გამოუშვეს, სომხური პოლიფონიააო?! რა რეაქცია მოჰყვა მაშინ ამას?!
– რაღაც კი მოვიმოქმედეთ, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს, რა.
– ჩვენებს რომ რამე ღირებული გაეკეთებინათ, ამას ვეღარ გაბედავდნენ. ჩვენები სადღეგრძელოებში არიან მაგრები და ახლა სოციალური ქსელებიც შეეშველათ. დედის გინების გამო მოგკლავს ქართველი, მაგრამ არ მოგკლავს სამშობლოს გინების გამო; საბურავი და აკუმულატორი რომ მოპარო, მოგკლავს ქართველი, მაგრამ ისტორიის, სიმღერისა და ცეკვის მოპარვისთვის არ მოგკლავს.
– მაგრამ ეს ძალიან ახლომხედველური ძარცვა იყო: ვერ მიითვისებს ვერავინ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის, „ერისიონის“ მიერ შექმნილ ქართულ ცეკვებს, ვერც ქართულ პოლიფონიას და ვერც „ყვავილების ქვეყანას“. ამდენად, ამას მიზანი აქვს და რა შეიძლება იყოს ამის მიზანი?
– რა თქმა უნდა, ეს შემთხვევითი არ არის, სატელიტ ძალებს იყენებენ ქართველებზე ზემოქმედებისთვის. ვიღაცას ზუსტად აქვს გათვლილი, რომ ქართველი ემოციურია. რამდენიმე თვის წინათ სირიელი ლტოლვილების საქართველოში შემოყვანის  თემა წამოსწიეს ეთნიკურმა სომხებმა და საკადრისი პასუხი გავეცით ჩვენ. იმაზე მეტი, ვიდრე ვინმე ელოდა, მათ შორის, მათ პატრონებსაც. მაგრამ ჩვენ ვერ გავცემთ პასუხს ყველაფერზე; მით უმეტეს, როდესაც მეცნიერული დასკვნებია საჭირო. რა თქმა უნდა, მათ აქეზებენ; რა თქმა უნდა, აფხაზეთით გვაღიზიანებენ; რა თქმა უნდა, რუსეთის სპეცსამსახურები აკეთებენ ამას.
– რაღაც მიზანს ხომ უნდა ისახავდეს ამგვარი ქმედება? სომხეთს რაში სჭირდება საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვა?
– ვიღაცას ძალიან უნდა, რომ სომხებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა დაძაბოს და სომეხი გამოაჩინოს ფიგურანტად ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ თემაში, აფხაზეთის ოკუპაციაში და ჩვენსა და სომხეთს შორს ჩადგეს გამშველებლად.
– ეს რუსეთის ცნობილი ტაქტიკაა.
– და თუკი ჩვენ შორის მომრიგებლად ჩადგება და ჩვენ ამას მივიღებთ, შემდეგ ორივეს, ერთად, შემოგვთავაზებს ძმობასა და მეგობრობას თურქეთის წინააღმდეგ. იცით, რომ „ველიკაია არმენიას“ თემატიკა მას შემდეგ, რაც რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, მეტად აქტუალური გახდა სომეხი მეცნიერებისა და პოლიტიკოსებისთვის. მაშინ, როდესაც „ველიკაია არმენია“, როგორც ისტორიული მოვლენა, არასდროს არსებულა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მოსახლეობას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა და ჩვენ სისტემურად და დინამიკურად უნდა მოვახერხოთ მეზობელთან არა მარტო სამართლებრივი, არამედ –  სამართლიანი ურთიერთობა. როდესაც მეზობელი ისტორიულ ფაქტს ამახინჯებს, ჯერ მეცნიერულად უნდა დავუსაბუთოთ, რომ ცდება და შემდეგ მივცეთ საფუძვლიანი შენიშვნა. რაც უფრო მეტ გასაჭირს გაუძლებს საქართველო და ეს 1992-დან დღემდე გრძელდება და რაც მეტად საინტერესო გახდება, როგორც გეოგრაფიული ტერიტორია და სახელმწიფო დასავლეთისთვის, მით მეტად შეეცდებიან, რომ მეზობლები აგვიჯანყონ. რუსეთსა და საქართველოს შორის არანაირი ინციდენტი აღარ იქნება აღქმული დასავლეთის მიერ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ქართველების მიერ დაშვებული შეცდომა. ყველამ იცის, რომ რუსეთი დამნაშავეა და ჩვენი ტერიტორიები აქვს მიტაცებული – არ აქვს მნიშვნელობა სააკაშვილის გამო მიიტაცა, შევარდნაძის თუ ვინმე სხვის. ახალი კონფლიქტი, რომელიც შესაძლოა, ქართველებსა და სომხებს შორის მოხდეს…
– უშვებთ ამის ალბათობას?
– თუ ერევნის „არარატი“ სოხუმში ჩავა, თუ ეთნიკური სომხები აფხაზეთში თავის კულტურულ და ეთნიკურ აქტიურობას გააძლიერებენ, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რუსეთის განცხადება, რომ აფხაზეთში ქართულ-აფხაზური კონფლიქტი რუსეთის კი არა, სომხების მიერ იყო პროვოცირებული და სამიზნედ სომხებს გამოგვიჩენენ.
– და რას მიაღწევს ამით რუსეთი? ჩვენთან რომ დაარეგულიროს ვითარება? მაგრამ სომხეთი ხომ უზადოდ ასრულებს რუსეთის მოკავშირისა და სატელიტის როლს?
– ამ ეტაპზე სომხეთში არსებული ძალები და შესაძლებლობები არ ჰყოფნის რუსეთს თურქეთის წინააღმდეგ. თურქეთის წინააღმდეგ მისთვის მოკავშირედ აუცილებელია საქართველო. ვერც 100 წლის წინათ მოუგებდა რუსეთი თურქეთს ომს, რომ არა ქართველები და ვერც ახლა ვერაფერს დააკლებს.
– აჭარის დაბრუნებაში ქართველებმა ძალიან ვიაქტიურეთ.
– აჭარა და აფხაზეთი ქართველებმა წაართვეს თურქეთს, ახლა როდესაც ქურთების გარდა მთელ თურქეთში არიან გურჯები, ლაზები და 20 მილიონამდე ალევი, რომლებიც არავინ იცოდა, რომ ქართველები იყვნენ. ორი თვის წინათ ჩატარდა  გენეტიკური ანალიზი და გაირკვა, რომ ისინი ენთიკური ქართველები არიან, ბუნებრივია, საქართველოსადმი ინტერესი გაიზარდა. აზერბაიჯანისა და საქართველოს წაკიდება ცოტა რთულია, თუმცა ამასაც ცდილობენ „გაზპრომის“ თემით. ამიტომ აქცენტი გადატანილია ქართველებისა და სომხების დაპირისპირებაზე, რომ ნერვი მოგიშალოს და მერე დაგეხმაროს ჩაწყნარებაში. ჩვენ სხვა მიზეზს ვერ ვხედავთ. არ გვგონია, რომ ეს შეიძლება, იყოს კონკრეტული პიროვნების სიხარბისა თუ სხვისი ფასეულობის მითვისების სურვილი.
– მაგრამ გამოსავალი უაზრო აგრესია არ არის და საერთოდ აგრესია არ არის პრობლემის გადაჭრის გზა.
– რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება, აჰყვე ამბიციებს იმ ხალხისას, რომლებიც ამბობენ, რომ პირამიდებიც მათი აშენებულია, ნოეც სომეხი იყო და იესო ქრისტეს გარემოცვაც სულ სომხები ყოფილან. მაგრამ ჩვენმა მეცნიერებმა საერთაშორისო დონეზე უნდა გასცენ პასუხი ასეთ უვიც პრეტეზიებს და თუ ეს სახელმწიფოებრიობასა და ერის ინტერესებს ეხება, მაშინ დარგების სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ კატეგორიული განცხადებები და ასეთ დროს ანგარიში არ უნდა გაეწიოს არც მეზობლობას და არც ახლობლობას, იმიტომ რომ, მთავარი ჩვენი ინტერესებია. საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, სახელმწიფო საკუთრებაში უნდა აიღოს და დააპატენტოს ყველა კერძი, ყველა სასმელი, ყველა იარაღი და ამუნიცია; ყველა ჩასაცმელი, ყველა ლექსი და სიმღერა, რაც კი ქართველებს ოდესმე შეუქმნიათ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. აუცილებლად უნდა დააპატენტოს ყველა ის ტაძარი, ეკლესია, ციხე-სიმაგრე, ნაგებობა, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეცხრე საუკუნიდან დღემდე აღრიცხულია და აშენებულია ქართველების მიერ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ: საკუთრივ საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთსა თუ ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს. ვინმემ იცის, რომ ყაბარდოში არის ქართული ყორღანი.
– მე ვიცი.
– სხვებმა არ იციან. ყაბარდოელი მეცნიერები ამბობენ, ქართველებმა ააშენესო, მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს. დერბენტის კედელი ისეთივე ისტორიული მნიშვნელობისაა, როგორც ჩინეთის დიდი კედელი, რომელიც დაღესტნიდან შავ ზღვამდე, კახეთის გავლითაც კი, არსებობს. მის გალავანზე ოთხი ცხენი გვერდიგვერდ ჭენდებოდა, მაგრამ სად ჩანს ქართველების როლი ამ კედლის მშენებლობაში?! დაღესტნელმა ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე ისე, რომ ჩვენ ვერ დავინახეთ?! ამ დროს კი ჩრდილოკავკასიელი მეცნიერები ამბობენ, თამარ მეფემ ააშენაო და დაიხმარა ჩრდილოკავკასიელები, იმიტომ რომ, მათ ჩვენდამი პატრონყმური დამოკიდებულება ჰქონდათ. ოღონდ ჩვენ არაფერს ვამბობთ. არც გვაინტერესებს.

скачать dle 11.3