კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სკამის ფასი

ბრიყვი თუ პროვოკატორი?!

 გარდაბანში არჩვენები შედგა და, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გვაიმედებდნენ (თუ თავს იიმედებდნენ), რომ 28-ში გარდაბანში „ნაციონალური“ დროშა აფრიალდებოდა, მთლად ასეც ვერ მოხდა.
ვერ მოხდა, მაგრამ აწ უკვე ბ-ნმა სერგო რატიანმა გაანცხადა, ეს მხოლოდ ერთია, მომავალში კი ასეთი 73 იქნებაო (მართალია, ლოგიკა ცოტა უცნაურია – თუ იმ ერთში ვერ ივარგე, დანარჩენ 72-ში რაღა გავარგებს?! მაგრამ, რაკი პოლიტიკის წესია, თავი იქო და ოპტიმიზმით აავსო შენი მხარდამჭერები, მოდი, ჩვენც ნუ გამოვეკიდებით ბ-ნ რატიანს სიტყვაზე).
არჩევნები არჩევნებად, თუმცა გარდაბნურ არჩევნებზე სხვა რამ იყო საინტერესო: გარდაბნის მეორე საარჩევნო უბანთან ვითარება დაიძაბა (ჩვენ კი გვახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს იხევდა უკან, პარტიული ინტერესებისთვის თვით ეთნიკური დაპირისპირების გაღვივებაც კი გამოეყენებინა, რაც ფრიად საწუხარი შტრიხია პარტიისთვის, რომელიც ქვეყანას ათ წელს მართავდა), მშობლიური მედია-საშუალებების ნაწილმა კი ასე გააშუქა მომხდარი: „გარდაბანში N2 საარჩევნო უბანთან აზერბაიჯანელებმა და სვანებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი ერთმანეთს ქვებს ესროდნენ. როგორც აზერბაიჯანელები აცხადებენ, მათ თავს სვანები დაესხნენ. სვანების თქმით კი, საარჩევნო უბანთან აზერბაიჯანელებმა ამომრჩევლები სცემეს.“
უდავოა, ამის დამწერ-გამავრცელებელი ვერც სახელმწიფო აზროვნებით დაიკვეხნის და, მით უფრო, ვერც ზოგადად აზროვნებით. მეტიც, საუკეთესო შემთხვევაში – უნდა იყო ბრიყვი (თან – განა უბრალოდ, თვით კუბში), თუ, რა თქმა უნდა, საქმე უფრო უარესად არ არის და თვით პროვოკატორი არ ხარ. –

скачать dle 11.3