კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

ოკუპანტური ლოგიკა

რატომ ზრუნავს კრემლი ექსპრეზიდენტზე?!

 გასულ კვირას გაირკვა, რომ 2008 წელს ქართველების ეთნოწმენდას ჰააგის სასამართლო გამოიძიებს. თუმცა მანამდე, მაგალითად, ევროკომისიის დასკვნაში, მართალია, მთლად ომის დაწყებაში არ დავუდანაშაულებივართ, მაგრამ, არც ბოლომდე მსხვერპლად გამოვუყვანივართ.
გამომდინარე იქიდან, რომ ევროკომისია მაინც პოლიტიზებული იყო და იმ დასკვნაზე მომუშავეთა ნაწილს რფ ესიმპათიურებოდა, ხოლო ნაწილს – ნელ-თბილი გრძნობები ჰქონდა, შესაძლოა, ჰააგაში ჩვენნაირი ობლის კვერიც კი გამოცხვეს (ვინაიდან ეთნოწმენდის ფაქტი იმდენად აშკარაა, მთლად ბრმა თუ არ ხარ, წესითა და რიგით, უნდა დაინახო).
ასეა თუ ისე, ჩვენ არ ვიცით, როგორ ან რას აპირებს ჰააგელი პროკურორი (ან კი საიდან გვეცოდინება?!), თუმცა უკვე ვიცით, როგორია რუსული რეაქცია. კერძოდ, ჩრდილოეთში ბრძანეს, რომ, თუკი ჰააგა თავისას არ მოიშლის და მაინც შეეცდება ქართველების ეთნოწმენდის გამოძიებას, მოსკოვი იმ დოკუმენტებს გამოამზეურებს, რომელთა წყალობითაც მიხეილ სააკაშვილი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება.
რთული სათქმელია, რა კავშირი აქვს მიხეილ სააკაშვილის დამნაშავეობა-უდანაშაულობას ქართველების ეთნოწმენდის ფაქტთან (ანუ, თუ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა, ქართველების ეთნოწმენდა დანაშაულად აღარ ჩაითვლება?!). იმას გარდა, რომ მოსკოვის მისამართით იბადება რიტორიკული კითხვა: აქამდე რატომ მალავენ, სააკაშვილის იმიჯსა და თავისუფლებას უფრთხილდებიან?!

скачать dle 11.3