კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

მართლა აწყობდა თუ არა ორგიებს გიორგი კეკელიძე და რატომ არ უჩუქებია მას არასდროს ქალისთვის ყვავილი

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის  წიგნი – „გურული დღიურები,“  შეიძლება ითქვას, მთელმა საქართველომ აიტაცა და მასში მოთხრობილი გურული საქორწილო თუ დატირებების ისტორიები დიდმა თუ პატარამ ზეპირად იცის. მალე გამოვა „გურული დღიურების“ მეორე წიგნი. ასევე, საზოგადოების განხილვის საგანი  არაერთხელ ყოფილა მისი მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება, რომელიც ბევრ ცნობილ ქალბატონს უკავშირდება. რა ხდება დღეს მის პირად ცხოვრებაში, რით ხიბლავს ყოველ მეორე ქალბატონს და მართლა აწყობს თუ არა ორგიებს – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გიორგი კეკელიძე გულახდილად გვესაუბრა.
გიორგი კეკელიძე: ეს პროექტი, რომელიც 2014 წელს დავიწყე, ძირითადად გულისხმობდა, ერთი მხრივ, გურიაში დღეს შემონახული ისტორიების გაცოცხლებას და მეორე მხრივ, საკუთარი წარსულის გააზრებას – ვგულისხმობ ჩემს ოჯახს და საკუთარ თავსაც, როდესაც მე ვცხოვრობდი გურიაში 90-იან წლებში. დაწყებული პროექტი, მე ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული გამოვიდა, რაც გულისხმობს რამდენიმე კომპონენტის შერწყმას: ერთი – ეს არის ტექსტები, რომელსაც კითხულობს საზოგადოება, მეორე კი – ფოტოები. მე ვეძებ ძველ ფოტოებს, რომლებიც სხვადასხვა ოჯახში ინახება და ვიდეოსიუჟეტები, რომლებშიც გურულები თავიანთ ისტორიებს ყვებიან. აქ არის რეპრესირებულ გურულთა ისტორიები, რაც, ერთდროულად, სახალისოც არის და სევდიანიც; ვიგებთ, რა ტიპის ადამიანები ცხოვრობდნენ, რა სიკეთეები ჰქონდათ, რაც დღეს დაეკარგათ და ასე შემდეგ. რთული გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო, გურულებს ბევრი სირთულის გადალახვა უწევდათ ხოლმე, იუმორი კი გაჭირვებას უადვილებს – ეს სიცოცხლის ერთგვარი რეფლექსია და ამიტომაც აქვთ გურულებს იუმორი ასე ჭარბად.
– როგორი რეაქცია ჰქონდათ თქვენს გმირებს, როდესაც წიგნში  თავინთი ისტორიები წაიკითხეს?
– ძალიან მოეწონათ და გაუხარდათ. იმ გმირების ცხოვრებაც შეიცვალა: ზოგი გარდაიცვალა, ზოგმა შეცვალა თავისი ცხოვრება, მაგალითად, ბატონი ჯუმბერ სანიკიძე, რომელიც ერთ-ერთი ჟურნალის მეშვეობით ეძებდა საცოლეს, იპოვა კიდეც, მაგრამ, უკვე დაშორდა და ახლა ისევ ეძებს. სხვათა შორის, ქალების საკმაოდ გრძელი სია და ბევრი გამოხმაურება აქვს. ყველას შეხვდა და ახლა ისევ არჩევნის წინაშე დგას. თავიდან ამ ამბის გაკეთება არ იყო ასე ადვილი – ერიდებოდათ, რცხვენოდათ ხალხში გამოჩენა. წლებია, ეს ამბები მოხდა, არავისთან ყვებოდნენ და ადვილი არ იყო ასე საჯარო გაეხადათ. დიდი მადლობა მათ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობისთვის. შემდეგ თვითონაც დამეხმარნენ ახალი ისტორიების მოძიებაში და ახლა მეორე წიგნი იწერება.
– რით იქნება ახალი წიგნი განსხვავებული?
– პირველ წიგნში არ შესულა ბევრი ამბავი,  მათ შორის უკვე გამოკვლეული, რომელიც მე დავადასტურე და აპოლონ სილაგაძესაც აქვს თავის წიგნში ნახსენები.  მაგალითად, ის, რომ გურიაში წლების განმავლობაში არსებობდა და ზოგიერთ მაღალმთიან სოფელში დღემდე არის შემორჩენილი  ეგრეთ წოდებული „ვექილობით მოტირლები“, რაც გულისხმობდა იმას, რომ, როდესაც ვინმე ვერ მიდიოდა სატირალში ან პანაშვიდზე, შეეძლო, ექირავებინა  ადამიანი, რომელიც მის მაგივრად მივიდოდა, ჩვეულებრივად, ხმით იტირებდა (თავისი ატრიბუტებით) და სრულიად სერიოზული სახით განაცხადებდა, თუ ვისგან იყო. ამ ტრადიციასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ის, ერთი მხრივ, გულისხმობს სამსახიობო ოსტატობას, მეორე მხრივ კი – სოლიდარობის ირიბი ფორმით გამოხატულებას: ადამიანი გრძნობდა ვალდებულებას და გამოხატავდა იმ ფორმით, რა ფორმითაც ტრადიცია მოითხოვდა. ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია არსებობს, თუმცა, ყველა სახალისო არ არის, ბევრი კი დრამატულიცაა. აი, მაგალითად, ბებიაჩემის ისტორია, რომელიც ახლახან გარდაიცვალა. მას ყველა ის ატრიბუტი შენახული ჰქონდა, რაც მიცვალებულის გაპატიოსნებას სჭირდება, მათ შორის – თანხაც და, ამ ყველაფერს რვა წლის განმავლობაში აგროვებდა.
– როდესაც თავიანთ უსიყვარულო, გარიგებით თუ სხვადასხვა გზებით შექმნილ ოჯახებზე გიყვებიან, სინანულის განცდა არ აქვთ?
– არა, რადგან, დიდი წილი ოჯახებისა შენარჩუნებულია. ეს მათთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო, შემდეგ უყვარდებოდათ ერთმანეთი. სიყვარული ხომ არაერთსახოვანი გრძნობაა –  ის შეიძლება შეჩვევით მოვიდეს, რაღაც ემოციით და ასე შემდეგ. არსებობს კლასიკური, ჩვეულებრივი სიყვარულის ისტორიებიც, რაც საინტერესო არ არის იმ თვალსაზრისით, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ხშირად გვხვდება.
– პირადად თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები არაერთხელ ყოფილა საზოგადოების განხილვის საგანი. რატომ გაქვთ მექალთანის იმიჯი? 
– არ ვიცი, ეს თქვენ თვითონ მითხარით, მე არ მითქვამს, მექალთანე ვარ-მეთქი. და თუ მაინც მაქვს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილში (და, არც ისე ცოტაში), ძალიან არასტაბილური და აქტიური ცხოვრება მქონდა ამ თვალსაზრისით. ჩემი საქმიანი ცხოვრება მკვეთრად განსხვავდებოდა ჩემი არასაქმიანი ცხოვრებისგან. თუ ერთდროულად რამდენიმე ქალთან მქონია ურთიერთობა,  მე ეს არავითარ უპირატესობას არ მანიჭებს,  არც საამაყოა და არც სამარცხვინო; ძალიან ჩვეულებრივი ყოველდღიური ამბავი მგონია და,  სასაცილოდ მიმაჩნია, როცა ვიღაც ამით ტრაბახობს. ოდესღაც ვიყავი აქტიური პოლიგამი, დღეს აღარ ვარ – ამ თვალსაზრისით ადამიანი ცვალებადი არსებაა. პირადი ცხოვრების დეტალებზე არ ვსაუბრობ. დღეს მაქვს სერიოზული  და ჰოი, საკვირველებავ, მონოგამიური რომანი, თუ მაინცდამიანც დაზუსტება გნებავთ – ერთ-ერთი კომპანიის პიარ-მენეჯერთან, რომელიც  არც ისე ცოტა ხანია, რაც გრძელდება და, დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ეს ურთიერთობა ჩემმა მთავარმა ვნებამ – გზამ გააჩინა, ანუ, შორ გზებზე სიარული გვიხდებოდა და, ჩემს მეორე მთავარ ვნებას – ლაპარაკსაც ეფუძნება; შესაბამისად, ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია. უპირველესად, მიზიდავს მოლაპარაკე, საინტერესო ადამიანები; აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელთანაც ლაპარაკი არ შემიძლია, ბუნებრივია, ჩემთვის მიმზიდველი ვერ იქნება.
– რომანტიკული შეყვარებული ხართ?
– ბავშვობაში, სოფლის სკოლაში, მიყვარდა ერთი გოგო, რომელიც ასაკით დიდი იყო – ის იყო მერვე კლასში, მე ვიყავი 3-4  წლის, ქრისტინე ერქვა. მახსოვს, ერთხელ თქვა, „შავი“ ბიჭები მომწონსო – იგულისხმა ქურდული მენტალიტეტის მქონე ბიჭები, მე კი ეს სიშავე პირდაპირი მნიშვნელობით გავიგე, სახეზე ნახშირი წავისვი და მშობლებს არ ვანებებდი,  რომ დავებანე. ეს იყო პირველი და უკანასკნელი ამბავი, როდესაც მე გოგოსთვის რაღაც ხელოვნურად განსაკუთრებული გავაკეთე. შეყვარებულიც სრულიად არარომანტიკული ვარ, არც ყვავილები მიჩუქებია ქალისთვის და ლექსებსაც ირიბად თუ ვუძღვნი. კონკრეტულ ადამიანზე არასდროს ვწერ, შეიძლება, არსებული ლექსი მიმიძღვნია ვინმესთვის, ოღონდ, ძალიან მნიშვნელოვანისთვის.
– თუ ასეთი არარომანტიკული ხართ, რა მოსწონთ თქვენში ქალებს, ან როგორ ახერხებდით ერთდროულად რამდენიმე ქალთან ურთიერთობას?
– ეს სახელმწიფო საიდუმლოა და  მე როგორ გავთქვა? ეგ კითხვა მათ უნდა დაუსვათ, ქუჩაში შემხვედრ ყოველ მეორე ქალს შეგიძლიათ ჰკითხოთ... ვხუმრობ, ცხადია. როგორ ვახერხებდი და როგორ მივეცი დღეს ოთხი ინტერვიუ სხვადასხვა ჟურნალს? აი, ასე. მე არასდროს არ ვატყუებდი, არ ვუმალავდი მათ; არასდროს მქონია ღალატის ან ტყუილის სურვილი;  ჩემმა ყველა პარტნიორმა იცოდა ყველაფერი. აქტიურ ფაზაში ყველაზე დიდხანს – ორი წელი ვყოფილვარ ერთსა და იმავე ქალთან, მაგრამ, სხვა თვალსაზრისით, სულ განვაგრძობ ყველასთან ურთიერთობას. მე შეჩვევის ადამიანი ვარ და, არ მახსოვს ჩემთან ახლოს მყოფი პიროვნება, რომელთანაც დღეს საკმაოდ ახლო ურთიერთობა არ მქონდეს. არავინ წასულა ჩემგან ცუდად და სკანდალით. თუ ურთიერთობა ადამიანურ განცდებზეა აგებული მგონია, რომ ის არ იგულისხმებს ცუდ დასასრულს, თუ შენ თვითონ არ დაუშვებ ამას.
– იმასაც ამბობენ, რომ, თურმე, ორგიებს  აწყობთ...
– ესეც ჩემი ცხოვრების ამ აქტიურ პერიოდს უკავშირდება. ხშირად წამიკითხავს ხოლმე პრესაში ჩემივე ინტერვიუ, რომელიც მე არ მიმიცია და რომელიც ძალიან საინტერესოდ იკითხება. ამგვარი ტექსტებიდან დაიბადა ორგიების თემა, რადგან კორუფციაზე ან არაეფექტურ მენეჯმენტზე ვერ მომედავებოდნენ, ,,ბრალი დამდეს” სტუდენტ გოგოებთან ორგიებში, თუმცა, ღრმა და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ სიტყვა „ორგიის” მნიშვნელობა ძნელად გაეგებათ.

скачать dle 11.3