კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გამოჩნდება მანჰეტენის ბილბორდებზე ნინი ქინქლაძის ფოტოები და როდის აპირებს მარიამ ქინქლაძე საფრანგეთში, სამეფო სასახლეში ქორწილის გადახდას

Organic Gemini-ის კომპანიის დაფუძნების იდეა მარიამ ქინქლაძესა და მის მეუღლეს, ჯორჯ პაპანასტასატოს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მარიამს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. ექიმების დასკვნით, მარიამის ცუდად  ყოფნის მიზეზი არაჯანსაღი კვება იყო. ამიტომ მან გადაწყვიტა, არაჯანსაღი  საკვები, ორგანული, ბიოლოგიური პროდუქტით ჩაენაცვლებინა.  მარიამ ქინქლაძემ საკუთარ თავზე გამოსცადა TIGERNUTS -ის სასარგებლო თვისებები და მისი  მკურნალობით მიღებულმა შედეგმა კიდევ უფრო დააინტერესა. TIGERNUTS-ს შეუძლია სარგებელი მოუტანოს მათ, ვისაც აწუხებს დიაბეტი, სიმსივნის სხვადასხვა ფორმა, მათ შორის, მსხვილი ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, საჭმლის მონელების დარღვევა, ავტოიმუნური დაავადებები.  „გვიხარია, რომ ჩვენ შეგვიძლია, ხალხს შევთავაზოთ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი და გავუზიაროთ მათ ჩვენი დიდი გამოცდილება“, – ეს სიტყვები სწორედ ამ ახალგაზრდა, წარმატებულ ქართველ ბიზნესლედის, მარიამ ქინქლაძეს ეკუთვნის. ის უკვე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს და თავის საქმეს წარმატებულად უძღვება. მისი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ქველმოქმედებაცაა. მარიამის კომპანია HONOR VITAE-ს საქართველოში მისი და, ნინი ქინქლაძე უდგას სათავეში, რომელიც ამჟამად საქართველოში მოღვაწეობს. ნინი დაოჯახებულია, ჰყავს ქართველი მეუღლე და მიაჩნია, რომ წარმატების საიდუმლო სწორედ ოჯახურ ბედნიერებაშია.  რაც მთავარია, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილ დებს ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ, ისევე, როგორც დანარჩენ და-ძმას და დედას, რომელიც ამერიკაში მარიამთან ცხოვრობს.
ნინი ქინქლაძე: მეოთხე წელია, საქველმოქმედო ფონდ HONOR VITAE-ს წარმომადგენელი ვარ საქართველოში. ყველა პროექტში აქტიურად ვარ ჩართული და ვეხმარებით გაჭირვებულ ოჯახებს, ბავშვებს. ეს მთელი ჩვენი ოჯახის დევიზია და ამას ყოველთვის ვიცავთ. ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი, რა თქმა უნდა, მარიამია და ჩვენ მას მუდმივად ვუდგევართ გვერდში.
– მარიამი განსაკუთრებულად ზრუნავს ოჯახის წევრებზე, პირადად შენ კი საკმაოდ ბევრ სიურპირზს გიწყობს. ცოტა ხნის წინ მთელი ოჯახი ახალ წელს კარიბის კუნძულებზე დაგპატიჟათ.
 – ახალი წლის პერიოდში „ფეისბუქზე“ სტატუსად დავწერე: შორს მინდა წასვლა  და დასვენება-მეთქი და მარიამმა მეორე დღეს ბილეთები გადმომიგზავნა – კარიბის კუნძულებზე ვილა ჰქონდა დაქირავებული და მთელი ოჯახი ახალ წელს ორიგინალურ სიტუაციაში უნდა შევხვედროდით. მას ძალიან უყვარს თავისი ოჯახი და მიუხედავად ძალიან დატვირთული გრაფიკისა, როგორც კი მოახერხებს, მაშინვე ოჯახთან ერთად ატარებს დროს ბედნიერად და ხალისიანად. გავემგზავრეთ კუნძულ Saint-Barth-ზე, რომელიც ძალიან ლამაზი, ძვირად ღირებული კურორტია და იქ ხშირად ჩადიან ცნობილი ვარსკვლავები სხვადასხვა ქვეყნიდან. წელსაც ბევრმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა აღნიშნა იქ ახალი წელი. მარიამი სიურპრიზების გაკეთებაში ჩემპიონია – საოცარ, ზღაპრულ გარემოში შეგვკრიბა მთელი ოჯახი. ედინ როკის სანაპიროზე, სადაც საახალწლო წვეულება გაიმართა, ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი, ზღაპარში გვეგონა თავი. 12 საათზე ვილაში შევხვდით ახალ წელს და შემდეგ გავედით სანაპიროზე, სადაც ყველა ფოიერვერკებით, შამპანიურებით შეეგება ახალი წლის შემობრძანებას. კუნძულზე ქვიშისგან გააკეთეს თოვლის ბაბუა თავისი ქუდით. მიუხედავად იმისა, რომ სიცხე იყო, მაინც იგრძნობოდა საახალწლო გარემო. ბევრი წარმატებული ბიზნესმენი გავიცანით. აინტერესებდათ, ვინ ვიყავით, საიდან და ჩვენც სიამაყით აღვნიშნავდით ჩვენს ქართულ წარმომავლობას. 
– რას გვეტყვით მარის ახალშექმნილ ოჯახთან დაკავშირებით. როგორ ათავსებს მარიამი, იყოს წარმატებული ბიზნესლედი, მზრუნველი დედა და მეუღლე?
– ჯორჯი და მარიამი შესაფერისი წყვილია. ერთი მიზნები, გეგმები აქვთ და ზუსტად იციან, რა აკეთონ. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯი ბერძენია, ძალიან ახლოსაა ჩვენს მენტალობასთან – ასე მგონია, ქართველია. ძალიან კარგი ადამიანია, სერიოზული, ნიჭიერი, ისეთი, როგორიც ჩემს დას უნდა ჰყოლოდა გვერდით. ისიც და მარიამიც ჯანსაღი საკვებით იკვებებიან, არ ჭამენ პურს, არ სვამენ გაზიან სასმელებს. მათ გვერდით რომ ვიყავი, მეც მათ ყაიდაზე გადავედი. მარიც რამდენიმე წელია, მხოლოდ ბიოლოგიურად ჯანსაღ საკვებს იღებს. ბავშვსაც ასე კვებავენ. ლუკასი ნამდვილი „პრინცია“. სულ ვამბობ, რომ იღბლიანი ბავშვი იქნება, რადგან არ შეიძლება, მარის შვილი არ იყოს ბედნიერი, იღბლიანი. ყველანი მასზე ვართ გადართულები. ამერიკაში დაბადებული ქართველია. გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ბავშვს ჰყავს ძიძა, მიუხედავად ამისა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჯორჯი და მარიამი ყურადღებიანი და მზრუნველი მშობლები არიან. მინდა აღვნიშნო, რომ ლუკასს განსაკუთრებით უყვარს დედაჩემი. ბებოსთან ყოფნა ყველაფერს ურჩევნია.
– მალე ქორწილის გადახდას აპირებენ.
– საფრანგეთში, რადგან მარის ყოველთვის უნდოდა, გრანდიოზული ქორწილი პარიზში, სიყვარულის ქალაქში გადაეხადა. ჯორჯი და მარიამი ქორწილის გადახდას ერთ-ერთ სამეფო სასახლეში გეგმავენ. ამჯერად სასახლის დასახელებას სიურპრიზად დავტოვებთ და შემდეგ, ქორწილის დეტალებს ექსკლუზიურად თქვენს ჟურნალში განვაცხადებთ. ქორწილის ორგანიზებაში ჩვენი უმცროსი და – ნათია იღებს მონაწილეობას, რომელიც უკვე 4 წელია, პარიზში, საფრანგეთის წამყვან უნივერსტეტში იღებს ბიზნესგანათლებას.
– მარიამსა და მის მეუღლეს საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვთ ამერიკაში.
 – დიახ. ORGANIC GEMINI – ასე ჰქვია მათ კომპანიას. TIGERNUTS-ისგან მზადდება სხვადასხვა არომატის სასმელი, რომელიც ბიოლოგიურად ჯანსაღია, ორგანული, ასევე აქვთ თხილი, ზეთი, სხვადასხვა პროდუქტი. მარიმ თავიდან ენერგეტიკული სასმელი გააკეთა. იმ დროს ჯორჯსაც თავისი ბიზნესი ჰქონდა, საკმაოდ წარმატებული და გადაწყვიტეს, ერთად შეექმნათ ახალი ბიზნესი. დღეს მათი პროდუქტი ამერიკაში ძალიან ცნობილი და წარმატებულია. მცირე დროში შეძლეს, რომ 8 000 მაღაზიაში შეეტანათ პროდუქტი გასაყიდად. თითქმის ყველა შტატში იყიდება. მის შესახებ წერენ ცნობილი გამოცემები, იწვევენ ტელევიზიაში, სხვადასხვა გადაცემებში. მათი ორგანული პროდუქტის მომხმარებლები არიან ცნობილი მსახიობები: ევა მენდესი, რაიან გოსლინგი, სკოტ დისიკი, ლინდა ლოჰანი და სხვები. ბევრი დებს ფოტოებს, რომ ჭამენ TIGERNUTS და ძალიან მოსწონთ. ამჟამად კარდაშიანებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ მათ გაუკეთონ პროდუქტს რეკლამა. ახლახან ORGANIC GEMINI-ის პროდუქტმა FANCY FOOD SHOW 2015-ზე SOFI SILVER-ის ჯილდო მოიპოვა. რაც მთავარია, მარის ამერიკელებთან ერთად, ქართველებიც ჰყავს დასაქმებული და მათზე მუდმივად ზრუნავს.
– თუ ფიქრობდით, რომ მარი ასეთ დიდ და სერიოზულ წარმატებას მიაღწევდა?
 – წარმატებას რომ მიაღწევდა, სულ მჯეროდა, მაგრამ ასეთ წარმატებულ ბიზნესს თუ შექმნიდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი. ბავშვობაში დედასავით ზრუნავდა ჩემზე. მახსოვს, მუსიკაზე რომ დავდიოდით და ჩვენ წინ მივდიოდით, ის გზაში გვამეორებინებდა ნოტებს. საკმაოდ მკაცრი იყო. დღემდე ასეა, არასდროს ენანება ჩვენს განათლებაში ინვესტიციების ჩადება. მისთვის სწავლა პრიორიტეტულია.
– როგორც ვიცი, შენც საკმაოდ ბევრი და საინტერესო შემოთავაზება გაქვს, თუმცა აქამდე, ამაზე არასდროს გისაუბრია.
– ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი ცნობილი. ძალიან მიყვარს შრომა, თავს არასდროს არაფერში არ ვზოგავ. მინდოდა, წარმატებისთვის ხელოვნების ხაზით მიმეღწია. მქონდა ბევრი შემოთავაზება ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კლიპებში მონაწილეობისა თუ ფოტომოდელის სახით, მაგრამ რატომღაც არ მინდოდა, საქართველოში დამეწყო ჩემი კარიერა. ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ დასახულ მიზანს მივაღწიე. მაქვს შემოთავაზება, რომელსაც სიამოვნებით დავთანხმდი. სულ მალე გავხდები დიდი გამაჯანსაღებელი და ესთეტიკური ცენტრის სახე, რომელიც ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გაიხსნება. სარეკლამო კამპანიის დაწყებისთანავე, ჩემი ფოტოები მანჰეტენის ბილბორდებზე გამოჩნდება. მიხარია, რომ 2016 წელი ჩემთვის ასეთი დიდი წარმატებით დაიწყო და ვიმედოვნებ, რომ მთელი წელი მნიშვნელოვანი, პოზიტიური ცვლილებით იქნება სავსე. უკვე მაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები. სექტემბრიდან მაიამიში, დიზაინის მიმართულებით ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და მინდა, ბავშვის ტანსაცმლის ხაზი გავაკეთო.

скачать dle 11.3