კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაუფრთხილდი სუსტ მხრებს!



დიახ, თუ თქვენ ქალი ხართ, შესაბამისად, მხრებიც სუსტი გექნებათ. ამიტომ, იმხელა ტვირთი არ უნდა აიკიდოთ, რომ ზიდვა ვეღარ შეძლოთ. შეცდომას უშვებთ მაშინ, როცა ფიქრობთ, რომ ასე მეუღლეს მოაწონებთ თავს. არავითარ შემთხვევაში! ქალი სუსტი უნდა იყოს – ეს ბუნებრივია. ამიტომაც, საოჯახო საქმეები თანაბრად უნდა იყოს განაწილებული  ოჯახის წევრებზე. ყველა საშუალება გამოიყენეთ, რომ შრომა გაიიოლოთ. საკუთარ თავს აღარ მოჰპაროთ დრო, რომელიც დამსახურებულად გეკუთვნით. რატომაც არა, თქვენ ხომ ყველას ჯანმრთელი, ლამაზი და ფეხზე მყარად მდგარი სჭირდებით!
არ დაგავიწყდეთ – რაც უფრო დიდხანს გააკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც არ გევალებათ, მით უფრო გააზარმაცებთ გარშემო მყოფებს და ისინი ამას შეეჩვევიან. რა თქმა უნდა, სამუშაოს სერიოზულად უნდა მოეკიდოთ; ისიც კარგია, როცა სხვებს ეხმარებით და როცა ყველას თქვენი იმედი აქვს, მაგრამ, თქვენც ხომ უნდა გქონდეთ ვიღაცის იმედი?!
გახსოვდეთ, თუ გააზარმაცებთ მეუღლეს, პარტნიორს ან შვილებს, მერე მათი გამოსწორება რთული იქნება – ისინი ვერ გაიგებენ, რას მოითხოვთ მათგან. შეეცადეთ, ყოველთვის დაიცვათ ოქროს შუალედი, თანაც, არ ამოვარდეთ თანაბარი რიტმიდან – ასე ბევრი ისეთი საქმის გაკეთებას მოასწრებთ, რაც თქვენთვის სასიამოვნო და ნაკლებად დამღლელი იქნება.
კიდევ ერთი: მამაკაცებს მოსწონთ სუსტი ქალები. მათ თავმოყვარეობაზე დადებითად მოქმედებს, როცა ქალი დახმარებას სთხოვს, თუმცა, არ აღიარებენ ამას. მთავარია, აგრძნობინოთ, რომ მას კონკრეტული საქმე უკეთესად გამოსდის და „ტვირთი“ თქვენი სუსტი მხრებიდან მისაზე გადაინაცვლებს.
კისერი და... თავი

ჩვენ კვლავ სტერეოტიპების ტყვეობაში ვართ. სტერეოტიპი ვერ იქნება კარგი და შესაბამისად, ჩვენი ცხოვრებაც არასწორი მიმართულებით მიედინება. მაგალითად, ბევრი ქალი ცხოვრობს პრინციპით: „ქმარი თავია, ცოლი კი –კისერი“... ასეთი „განლაგება“, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემებს ქმნის. რა თქმა უნდა, არც „თავი“ და არც „კისერი“ არ არიან თანახმა ერთი მიმართულებით გაიხედონ. ამიტომ, ჰარმონია თავიდანვე დარღვეულია. ბოლოს კაცი ცდილობს, იბატონოს და უბრძანოს, ქალი კი – ყველაფერს აკეთებს მისით მანიპულირებისთვის.
მამაკაცს არ უნდა ეშინოდეს ქალის ისტერიკის, თუკი რამეს არასწორად გააკეთებს. როცა ცოლი მუდმივად უწუნებს ქმარს შესრულებული სამუშაოს ხარისხს, მამაკაცს ყველაფრის სურვილი უქრება. მეორედ ის თითსაც არ გაანძრევს. თუ მაინცდამაინც „კისერი“ გინდათ, იყოთ, იყავით, – მაგრამ გაითვალისწინეთ – ისეთი მოძრაობა არ გააკეთოთ, რომ „კისერი“ გაშეშებული დარჩეს, თავი კი გეტკინოთ.
მამაკაცები მფრთხალი და მშიშარა, დაკომპლექსებული არსებანი არიან. ძალიან ჯიუტებიც. ამიტომ, უნდა შეაქოთ, წაახალისოთ, თუნდაც რაღაც არ გამოსდიოდეს. მერე თავი თავისით შებრუნდება იქით, საითაც მოისურვებთ.

ყველაფერს
ვაკონტროლებ

დამოუკიდებლობა ძალიან კარგი და დასაფასებელი თვისებაა. თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა მისი აქტიური გამოვლენა ხელის შემშლელია ურთიერთობაში. მაგალითად, ზოგიერთი ცოლი აფასებს მხოლოდ საკუთარ დამოუკიდებლობას და მოურიდებლად იჭრება სხვის, ამ შემთხვევაში, ქმრის ტერიტორიაზე. ის ამას შეუცნობლად აკეთებს, რადგან დიდია მბრძანებლობის სურვილი და ასევე, ყველაფრის გაკონტროლებისაც. ამ ტიპის ქალებმა „ზუსტად იციან“, რა სჭირდება მის ქმარს. რა იქნება მისთვის საუკეთესო, მისაღები ვარიანტი... შესაბამისად, ის არა მარტო ზრუნავს ქმარზე, არამედ სრულად განკარგავს მის დროს. აკონტროლებს ქმრის თითოეულ ნაბიჯს... და ამ ყველაფერს აკეთებს ისევ მისივე „ბედნიერებისთვის“. არ მიიღება უკმაყოფილება და არგუმენტები ქმრის მხრიდან. ქალი ვერ ხვდება, რომ მამაკაცს ართმევს საშუალებას, გამოავლინოს საკუთარი თავი... შესაძლებლობები... ზოგადად, მამაკაცი ძალიან წვალობს, როცა ცოლი მის „გადაკეთებას“, ხელახლა აღზრდას ცდილობს, თუ შეძლებთ, რომ მეტი იზრუნოთ საკუთარ თავზე, ნაკლები დრო დაგრჩებათ ქმრის გასაკონტროლებლად და ეს ისევ თქვენს ურთიერთობას წაადგება.
ანუ, თუ გიყვართ ქმარი და თუ მის გვერდით გინდათ იცხოვროთ, მოთოკეთ მასზე მბრძანებლობის სურვილი. ცოტა კონტროლი დასაშვებია, მაგრამ თუ ვერ ახერხებთ ოქროს შუალედის პოვნას, აჯობებს, საერთოდ შეეშვათ. ნუ შეგეშინდებათ იმის, რომ ყველაფერს გააფუჭებს. დააკისრეთ მეტი პასუხისმგებლობა – ასე, უფრო გაძლიერდება და თავდაჯერებული კი, წარმატებასაც მიაღწევს.

კეკლუცობის
ზღვარი

ფლირტი სიამოვნებაა, თუკი ის არ სცდება დასაშვებ ნორმებს, მით უმეტეს, თუკი პარტნიორი უკვე გყავთ და გაგიჩნდათ სურვილი, ერთჯერადად, კონკრეტულ წვეულებასა თუ საღამოზე ფლირტით შეგექციათ თავი.
ფლირტი შეიძლება გქონდეთ უცნობთანაც და ნაცნობთანაც. ფლირტის დაწყების „სიგნალს“ გარემო გკარნახობთ. ის რომანტიკული უნდა იყოს. ზოგჯერ ყველაზე შეუვალი, მკაცრი და პატიოსნებაზე თავდადებული ქალიც კი ვერ ამბობს უარს ფლირტზე. ეს არც პრობლემაა და არც ტრაგედია, თუკი იცი, სად გაჩერდე და როდის, ანუ, გონივრულად უნდა იმოქმედო და წინასწარ გაავლო წითელი ხაზები, რომელთა იქით არც შენ გადახვალ და არც მას გადმოუშვებ.
ქალს კეკლუცობას ვერ აუკრძალავ და არც არის ამის აუცილებლობა, თუკი ქალი გონიერია და ზუსტად იცის, რა სჭირდება. სამწუხაროდ, თანამედროვე მამაკაცების უმრავლესობა ფლირტს ისე არ იგებს, როგორც საჭიროა და მას ისეთ ქვეტექსტებს უდებს, როგორსაც თავად თხზავს. მაგალითად, ფლირტში გულისხმობს არშიყობასა და ინტიმური ურთიერთობის დაწყების სურვილს. ფლირტში ზოგადად არ გულისხმობენ ხოლმე ფიზიკურ სიახლოვეს და, მით უმეტეს – შორს მიმავალ გეგმებს. საკმარისია, რამდენჯერმე შეხედო კაცს, რომ ის თავს მოვალედ თვლის, თამამად შემოგთავაზოთ „რაღაც უფრო მეტი“ და ამას სულელური ღიმილით გააკეთებს. სხვათა შორის, ამ ტიპის მამაკაცებთან იმის ახსნას, რომ თქვენ მხოლოდ მსუბუქად ერთობოდით, აზრი არ აქვს. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორად უნდა შეარჩიოთ ფლირტისთვის შესაფერისი ტიპაჟი. თუ ფრთხილად არ იქნებით, უარის თქმის შემთხვევაში, შესაძლოა, გაუგებარ აგრესიას გადააწყდეთ. ხომ არ შეგაშინეთ? არა, ფლირტზე უარს ნუ იტყვით. მთავარია, არჩევანში არ შეცდეთ. ზოგადად, კეკლუცობას უკუჩვენება არა აქვს, თუკი ზღვარს არ გადახვალთ.

скачать dle 11.3