კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა ბულბამ მილიციის უფროსი საყვარელთან

იმერეთის ერთ-ერთ სოფელში წვრილმანი ქურდობა გახშირდა და თბილისიდან კინოლოგი მოითხოვეს, რომ დანაშაული გაეხსნა. ამიტომ, მე და ჩემი გერმანული ნაგაზი „ბულბა“ იმ სოფელში გავემგზავრეთ. ჩავედით თუ არა, მილიციის უფროსს ვეახლეთ (მის გვარს შეგნებულად არ ვასახელებ), მაგრამ ადგილზე არ დაგვხვდა.
– უფროსი ქუთაისშია, თათბირზე და ხვალამდე არ იქნება, – „მახარა“ მორიგემ.
ერთი სიტყვით, უფროსის გარეშე ჩავერთე საქმეში, როგორც იტყვიან, „სხოდუ“, რადგან ვიღაც ხანში შესული მოქალაქე მოვარდა აქოშინებული და თქვა, სულ რაღაც ერთი საათის წინ, ბინა გაუქურდეს და სხვა ნივთებთან ერთად, სტალინის ნაჩუქარი ჩიბუხიც წაუღიათო. დაზარალებული ყველაზე მეტად სტალინის ჩიბუხზე დარდობდა. ტიროდა და გვემუქრებოდა, თუ ნივთს არ მოვუძებნიდით, მოსკოვში ჩავიდოდა და გვიჩივლებდა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი ბულბა „დავქოქე“ და დაზარალებულის სახლთან კვალი ავაღებინე. უცებ მივყევი და ასეთ კროსს შეუჩვეველი სოფლის მილიციის ოპერჯგუფი საგრძნობლად ჩამოვიტოვეთ. თითქმის სამი კილომეტრი ვირბინეთ და ბოლოს ერთ-ერთ სახლს მივადექით, რომელიც განმარტოებით იდგა ბორცვზე. იქ ბულბამ მთლად გაიგიჟა თავი და იძულებული გავხდი, ამეშვა. თან, პისტოლეტი მოვიმარჯვე და ძაღლს უკან გავყევი.
ბულბა ოდაში შევარდა და სულ მალე ნიფხვისამარა კაცი გამოათრია, რომელსაც პირში ჩიბუხი ჰქონდა გაჩრილი და შეშინებული აქეთ-იქით იყურებოდა. ძაღლმა მას ნიფხავი შემოახია. ძირს დააგდო, ზემოდან თათი დაადო და მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტა ყეფა. ამასობაში ჩამორჩენილი ოპერჯგუფიც წამოგვეწია და ეზოში ბულბას ტყვე რომ დაინახეს, ადგილებზე გაქვავდნენ.
– რა დაგემართათ? – ვკითხე კოლეგებს.
– აი, ესაა, უფროსი, – ჩამჩურჩულა მორიგემ, რომელიც ერთი საათის წინ მიმტკიცებდა, უფროსი ქუთაისშია თათბირზეო.
– აი, ჩემი ჩიბუხიც! – აღტაცებით იღრიალა დაზარალებულმა, რომელიც ყველაზე ბოლოს მოვიდა და მიწაზე დაგდებულ რელიკვიას მოჰკრა თვალი.
ერთი სიტყვით, სოფლის ბაცაცა 15 წლის ბიჭი აღმოჩნდა, რომლის დედაც მილიციის უფროსის საყვარელი იყო და „წესრიგის დამცველი“ სწორედ მასთან დადიოდა „თათბირზე“.
მე და ბულბას პრემია მოგვცეს. სოფლის მილიციის უფროსი ჩამოაქვეითეს, თუმცა დღეს  ის გენერალია და მთელი საქართველო იცნობს.
ვიცე-პოლკოვნიკ მარლენ ჯელაძის ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3