კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ერთი მამაკაცი ორი ქალის კონფლიქტისა და მძიმე დანაშაულის მიზეზი

წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი ქალი განსასჯელის სკამზე მეორედ აღმოჩნდა მძიმე ბრალდებით –  მკველობის მცდელობის მუხლით. 41 წლის ლალი ე-ძე სამართალდამცველებმა ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულს უარყოფდა და აცხადებდა, რომ, იმ დროს, როდესაც დანაშაული მოხდა, სახლში, მეუღლესთან ერთად  იმყოფებოდა. იმავეს ამტკიცებდა მისი მეუღლეც,  თუმცა, დაზარალებულის ჩვენებისა და გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ლალი ე-ძე დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ განსასჯელს ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა. 
 როგორც გამოძიებით გახდა ცნობილი, დანაშაულში ეჭვმიტანილმა ლალი ე-ძემ სხეულის  განზრახ  მძიმე დაზიანებები მიაყენა ქმრის ყოფილ ცოლს, შორენა კ-შვილს, რომელიც წარსულში მისი მეგობარი იყო. მათ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ მანამ, სანამ ლალი ე-ძე შორენა კ-შვილის ქმარს, ვახო ნ-ვას, ცოლად გაჰყვებოდა. როდესაც. თაღილითობისთვის დაკავებული  ლალი ე-ძე პატიმრობაში იმყოფებოდა,  შორენა კ-შვილი მარტოხელა ქალის ერთადერთი დამხმარე იყო.  მეგობრებს შორის  ურთიერთობა უკიდურესად  მას მერე დაიძაბა, რაც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ლალი ე-ძე ცოლს დაშორებულ ვახო ნ-ავას გაჰყვა ცოლად. მამაკაცი საცხოვრებლად ლალი ე-ძის ბინაში გადავიდა, მის ბიზნესში ჩაერთო (ქალის რესტორნის მფლობელი იყო)  და ყოფილ ოჯახს – ცოლსა და ორ შვილს საერთოდ არ ეკონტაქტებოდა.   დაძაბული ურთიერთობა როგორც ყოფილ ცოლ-ქმარს, ასევე ყოფილ მეგობრებს შორის, მათი საერთო წრისთვის კარგად იყო  ცნობილი. 
  რა  მოხდა  იმ ღამეს შორენა კ-შვილის ბინაში, სადაც  მძიმე დანაშაული  იყო  ჩადენილი,  ამის შესახებ გამოძიებისთვის  მოგვიანებით გახდა ცნობილი. მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა  ქალი, რომელიც მთელი ღამე ებრძოდა  სიკვდილს, დილით ადრე დამლაგებელმა ქალმა აღმოაჩინა. მომხდარის შესახებ სწორედ მან შეატყობინა პოლიციასა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურს. მოწმე ლია კ-ძის ჩვენების მიხედვით, ის დილის 8 საათზე მივიდა შორენა კ-შვილის ბინაში, რადგან ისინი ერთად უნდა წასულიყვენენ რაიონში, სადაც შორენა კ-შვილს შვილები ჰყავდა გაგზავნილი. 
ამონაწერი მოწმის, ლია კ-ძის ჩვენებიდან:  „სამ წელიწადზე მეტია, შორენასთან ვმუშაობ, ხშირად ღამითაც მიწევს მის სახლში დარჩენა. იმ დღეს, როცა ეს ამბავი მოხდა, შორენასგან ღამის 10 საათზე წავედი, რადგან გადაუდებელი საქმე მქონდა სახლში. შორენას დავპირდი, რომ დილის 8 საათზე მასთან ვიქნებოდი – რაიონში ვაპირებდით წასვლას. დილით, შეთანხმებისამებრ, მივედი მასთან და კარზე ზარი დავრეკე, მაგრამ არ მიპასუხა. შემდეგ მობილურზე დავიწყე რეკვა და არც მობილურზე მპასუხობდა. დაახლოებით ნახევარი საათი ვცდილობდი მასთან დაკავშირებას, ამის შემდეგ დავბრუნდი სახლში, რადგან შორენას ბინის გასაღები შინ დამრჩა. როცა დავბრუნდი და ბინის კარი გავაღე, დავინახე, რომ შორენა სამზარეულოში, იატაკზე იწვა. სანამ ახლოს არ მივედი, ვერ შევნიშნე სისხლის კვალი. შორენას გონება ჰქონდა დაკარგული, თუმცა, პულსი რომ გავუსინჯე, მივხვდი, ცოცხალი იყო და მაშინვე სასწრაფოშიც დავრეკე და პოლიციაშიც.  სანამ პოლიცია მოვიდოდა, სახლში ყველა ოთახში შევედი, სასტუმრო ოთახში ყველაფერი ძირს იყო გადმოყრილი, ფარდები კი ჩამოწყვეტილი იყო შტორებიდან. ერთი შეხედვით ყაჩაღურ თავდასხმას ჰგავდა, მაგრამ, მალევე მივხვდი, რომ იქიდან არაფერი იყო წაღებული და გატაცებული – ვიღაცას ყველაფერი შეგნებულად დაეზიანებინა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი შორენა კი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.” 
 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება.  შორენა კ-შვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, მისი გადარჩენა ექიმებმა  რამდენიმე ქირურგიული ოპერაციის შედეგად შეძლეს, მისი დაკითხვისას ცნობილი გახდა, რომ ქალს  ღამით თავს დაესხა ყოფილი მეგობარი, რომელიც ეჭვიანობდა, რომ შორენა ყოფილ ქმართან ურთიერთობის აღდგენას კვლავ ცდილობდა.  საქმის  მასალების მიხედვით, ორი მეგობრის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ლალი ე-ძემ ქმარსა და ყოფილ მეგობარზე ეჭვიანობა დაიწყო. მისი აზრით, ქმარი მასთან განშორებას და ყოფილ ცოლთან დაბრუნებას აპირებდა, რის გამოც მათ შორის რამდენჯერმე კონფლიქტიც მოხდა. ვახო ნ-ავა მას უმტკიცებდა, რომ ყოფილ ცოლთან მხოლოდ ბავშვების მოსანახულებლად მივიდა, მაგრამ ქალი ამას არ იჯერებდა. გადარჩენილმა შორენა კ-შვილმაც დაადასტურა, რომ მისთვის ყოფილი ქმრისა და ყოფილი მეგობრის კონფლიქტების შესახებ თავად ვახო ნ-ავასგან გახდა ცნობილი. საქმის მასალების მიხედვით, ლალი ე-ძე ყოფილი მეგობრის სახლში  იმ ღამეს საქმის გასარჩევად მივიდა. მოგვიანებით ეს დაადასტურა ბრალდებულმა ლალი ე-ძემაც „შორენასთან სალაპარაკოდ მივედი,  ვახომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. მას ვუთხარი, რომ ჩემი რესტორნის საქმეებზე მივდიოდი. შორენა უტიფრად მომექცა, რაზეც ძალიან გავღიზიანდი, სასტუმრო ოთახში შევვარდი, ყველაფერი დავლეწე და ფარდები ძირს ჩამოვყარე.  შორენა ხელებში მომვარდა. ძალიან აღელვებული ვიყავი და ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავედით, თუმცა პირველად თვითონ დამარტყა. სახლში ჩვენ გარდა არავინ იყო, შორენა სამზარეულოში გავიდა, ზურგით დადგა და წყლის დალევა დაიწყო. ავიღე დანა, რომელიც იქვე მაგიდაზე იდო, ზურგიდან მივეპარე და დანა ორჯერ  ჩავარტყი. შორენა  ჯერ  კარადას მიეჯახა, მერე კი ძირს დაეცა. მე მაშინვე დავტოვე იქაურობა, თუმცა იქიდან წამოსვლამდე გავწმინდე დანა, რომლითაც მას დაზიანებები მივაყენე – ვფიქრობდი, რომ ამით დანაშაულის კვალი წავშალე. ამის შემდეგ სახლში დავბრუნდი, მაგრამ  ვახოსთვის მომხდარის შესახებ არაფერი მითქვამს”.
 ბრალდებულმა ლალი ე-ძემ ჩადენილი დანაშაული  აღიარა სასამართლო პროცესზეც. მისთვის სასჯელის შემსუბუქებას მოითხოვდა მისი დამცველი, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა შუამდგომლობა, რომ ლალი ე-ძეს დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია და მეგობარს მძიმე დაზიანებები აფექტურ მდგომარეობაში მიაყენა და მას 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

скачать dle 11.3