კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავიგოთ მომავალი წლის პროგნოზი პირადი რიცხვის გამოთვლით

2016 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი რომ გამოთვალოთ, ამისთვის საჭიროა,  წლის რიცხვი დაიანგარიშოთ. მაგალითად, თუ თქვენ 1976 წლის 19 მარტს დაიბადეთ, ნუმეროლოგიური პროგნოზის გამოსათვლელად დაგჭირდებათ გამოთვალოთ ამ თარიღის საერთო ჯამი (არ დაგავიწყდეთ, დაანგარიშებისას მიუთითოთ მერამდენე თვეა. მაგალითად, ამ შემთხვევაში მარტი არის მესამე თვე და შეკრებისას სრული თარიღის ჯამს უნდა დავამატოთ ასევე რიცხვი 3.
გამოვიდა მსგავსი ტიპის კომბინაცია 1+9+7+6+3+1+9=36.
საბოლოო რიცხვთა ჯამი ორნიშნაა, ამიტომ უნდა დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე ანუ 3+6=9. მიღებულ რიცხვს წლის საერთო ჯამური მაჩვენებელი უნდა დაამატოთ:  2+0+1+6 ანუ 9.  თუკი ამ ორი რიცხვის ჯამი ისევ ორნიშნაა ანუ კონკრეტულ მაგალითზე ეს არის 18, ის უნდა დავშალოთ, შემდეგ კი შევკრიბოთ 1+8=9. საბოლოოდ მივიღეთ 9. ნუმეროლოგიური პროგნოზიც სწორედ ამ რიცხვის შესაბამისად უნდა მოიძიოთ ქვემოთ მოყვანილ ტექსტში:
1 – ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადი მომატებულ ენერგეტიკას და აქტიურ სოციალურ ცხოვრებას გპირდებათ. თუმცა, აუცილებლად გაითვალისიწინეთ ისიც, რომ ყველაფერის კეთება მარტოს მოგიხდებათ და სხვებისგან დახმარებას ამაოდ ნუ დაელოდებით. შესაბამისად, მხოლოდ დამოუკიდებლად გადადგმული ნაბიჯების ხარჯზე შეძლებთ, ეს წელი უკეთესობისკენ შეცვალოთ და წარმატებებს მიაღწიოთ.
2 – სტაბილურობის მომტანი და მატერიალური წინსვლის წელია. გარდა ამისა, ამ წელს ხშირად მოგიხდებათ შუამავლისა და მედიატორის როლის მორგება სხვადასხვა სახის დაძაბული სიტუაციების დასარეგულირებლად. თქვენი რჩევა ბევრს დასჭირდება და გამოადგება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები.
3 – ცვლილებების, მოგზაურობის, სწავლისა და განათლების მიღების წელია. გამორიცხული არ არის, წლის განმავლობაში არაერთგზის შეგეცვალოთ გეგმები და აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით დაიწყოთ სვლა. შეეცადეთ, პირნათლად შეასრულოთ ვალდებულებები და ნაკლებად გაუცრუოთ იმედი ახლობლებსა და ოჯახის წევრებს.
4 – ეს ის წელია, როცა განვლილ წლებში წარმოქმნილი ყველა გაუგებრობა წარსულს ჩაბარდება და გეღირსებათ მშვიდი ცხოვრება. ფინანსურ აღმავლობას უნდა ელოდოთ. მოიმატებს შემოსავალი ან დამატებითი გამომუშავების გზები გაგიჩნდებათ. პირად ურთიერთობებში ნაკლებად გამოავლინეთ ეგოიზმი და ეჭვიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეგექმნათ.
5 – ცვლილებების წელიწადია, ამიტომ ჩვეულ სტაბილურობას ცოტა ხნით დაემშვიდობეთ. იცოდეთ, რომ 2016 წელი არაერთი პოზიტიური და ნეგატიური სიურპრიზით გაგახარებთ. თუკი ბუნებით რისკის მოყვარული და ავანტურისტი ადამიანი ხართ, შესაძლოა პირიქით ისარგებლოთ კიდეც წლის მანძილზე შექმნილი ექსტრემალური სიტუაციებით და ის თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. ელოდეთ თავბრუდამხვევ რომანს, რომელსაც ბევრი ემოცია და რომანტიკა მოჰყვება.
6 – სიყვარულში გამართლების, სტაბილური ოჯახის შექმნისა და ურთიერთობების გამყარების წელიწადია. ძალიან კარგი პერიოდი დგება აქამდე არსებული სხვადასხვა სახის პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად, რომელიც ოჯახის წევრებთან ან პარტნიორებთან თქვენს არასწორ დამოკიდებულებას უკავშირდებოდა. შეეცადეთ, ბედნიერების პიკზე მყოფმა, არ დაივიწყოთ მეგობრები.
7 – შემეცნების, თვითრეალიზაციის, სულიერი ზრდისა და ფსიქოლოგიური პროგრესის წელია. ამ წელს თავისუფლად შეგიძლიათ, დამატებითი ცოდნის მიღება ან კვალიფიკაციის ამაღლება. შესაძლოა, ბევრი იმოგზაუროთ ან მოულოდნელად საკუთარ თავში, ახალი ნიჭი და უნარ-ჩვევები აღმოაჩინოთ.
8 – 2016 წელი, წარმატებული ბიზნესის, გამართლებული რისკისა და მაღალი შემოსავლების წელიწადია. თუკი კერძო საქმიანობას ეწევით, შესანიშნავად წავა საქმეები სპონსორებთან ან მსხვილ ინვესტორებთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, წლის განმავლობაში დიდი შენაძენიც გააკეთოთ უძრავი ქონების სახით.
9 – სურვილების ასრულებისა და რომანტიკული თავგადასავლების წელია.  ფაქტობრივად, ყველა თქვენი ნატვრა და სურვილი შეისხამს ფრთებს. ამიტომ, კარგად დაფიქრდით სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ და არ დაუშვათ შეცდომა. ნუ იქნებით კრიტიკული გარშემო მყოფების მიმართ.

скачать dle 11.3