კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაუშხამეს დაბადების დღე მეფისნაცვალს სტალინმა და კამომ

1905 წელს სტალინი მორიგი ციმბირული გადასახლებიდან გაიქცა. 26 წლის კობამ ფეხით გაიარა 25 კილომეტრი კოღოებით სავსე ტაიგაში და მხოლოდ და მხოლოდ იმან გადაარჩინა სიკვდილს, რომ სხეულზე კოღოების საწინაამდეგო საცხი ესვა და ივლისის საშინელ სიცხეში უზარმაზარი მოსკიტების მსხვერპლი არ გახდა. ტაიგური მტაცებლებისგან კი მოკლელულიანმა კარაბინმა იხსნა და სანამ ირკუტსკში ჩააღწია, სამი მგელი მოკლა. კარაბინი სტალინს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, გვარად ობროზცოვმა მისცა. ობროზცოვი რევოლუციონერებმა მოისყიდეს. კარაბინში მას ოცი ოქროს მანეთი გადაუხადეს, რათა კობას გაქცევაში დახმარებოდა.
გაქცევა 18 ივლისს განხორციელდა. 2 აგვისტოს კი სტალინი უკვე თბილისში იყო და მთაწმინდაზე, ძველი რევოლუციონერის, ანტონ გობრონიძის ბინაში იმალებოდა. გაქცეულ სტალინზე საიმპერიო ძებნა გამოცხადდა და მთელი „ოხრანკა“ მას ეძებდა. ფეხზე იდგა კავკასიის ჟანდარმერიაც და სტალინს ერთნაირი ჟინით ეძებდნენ როგორც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ასევე პატარა დასახლებებსა და სოფლებშიც. თუმცა, იმპერიის ყველაზე საშიში „ბოროტმოქმედი“ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავის გაეგო. ჟანდარმები ჩხრეკდნენ კობას ყველა მეგობრისა თუ ნაცნობის ბინებს. იყვნენ ანტონ გობრონიძესთანაც. მაგრამ, სტალინს ვერც იქ მიაგნეს. იმ დროს, როდესაც ჟანდარმები გობრონიძესთან სტალინს ეძებდნენ, კობა კამოსთან (სიმონ ტერ-პეტროსიანი) ერთად მტკვარზე ტივით მიცურავდა და ყარაჩოხელების სამოსში გამოწყობილებს პროკლამაციები გადაჰქონდათ.
მიუხედავად იმისა, რომ სტალინს ჟანდარმებმა გობრონიძესთან ვერ მიაგნეს, ბინის პატრონი მაინც წაიყვანეს „ოხრანკის“ სამმართველოში. შემდეგ დაჰკითხეს და სახლში გაუშვეს. იმავე ღამეს, 9 აგვისტოს, თბილისის ოპერის თეატრში საზეიმო კონცერტი იმართებოდა, რომელიც მეფისნაცვლის დაბადების დღისადმი იყო მიძღვნილი და სანკტ-პეტერბურგიდან ჩამოსული მაღალჩინოსანი სტუმრებიც ესწრებოდნენ. თეატრსა და გარე პერიმეტრზე ჟანდარმერიისა და კაზაკთა გაძლიერებული რაზმები მორიგეობდნენ. ჩხრეკდნენ ყველა საეჭვო პირს. ოპერის თეატრში კი ბუზიც ვერ შეფრინდებოდა და ყველაფერს თავად გენერალი ვოსკოვი აკონტროლებდა, რომელიც სისასტიკით იყო ცნობილი. მიუხედავად ყველაფრისა,  შუა კონცერტის დროს, ოპერის მარცხენა და მარჯვენა ზედა იარუსებიდან პროკლამაციების წვიმა წამოვიდა, რომლებზეც ქართულ და რუსულ ენებზე ეწერა: „ძირს მეფის დამპალი თვითმპყრობელობა! სიკვდილი ტირანიას!“ ეს ის პროკლამაციები იყო, რომლებიც იმავე დღის საღამოს კობამ და კამომ ტივით გადაიტანეს. შემდეგ კი ოპერის თანამშრომელთა უნიფორმებში გამოწყობილებმა ოპერის შენობაში შეიტანეს და მათვე გადმოყარეს შუა წარმოდგენისას. ამის გამო საღამო ჩაიშალა. მეფისნაცვალი და სხვა მაღალჩინოსანი სტუმრები სასწრაფოდ გაიყვანა დაცვამ. ვოსკოვმა და მისმა შეიარაღებულმა ჟანდარმებმა კი ოპერის შენობის საგულდაგულო ჩხრეკა დაიწყეს, რათა დამნაშავეები ეპოვათ. თუმცა, სტალინმა და კამომ მაინც მოახერხეს ოპერიდან გამოსვლა. ისინი მაღალჩინოსანი სტუმრების დაცვის წევრების სამოსში იყვნენ გადაცმულები. ოსტატურად შეუერთდნენ ევაკუაციას და ვოსკოვის „გალავარეზებმა“ ორივე დაუყოვნებლივ გაატარა.
ამ აქციის გამო მეფისნაცვალმა მეორე დღესვე მოხსნა ჟანდარმერიის სპეცრაზმის უფროსი, გენერალი ვოსკოვი თანამდებობიდან და პეტერბურგში გაგზავნა თხოვნა, ახალი კადრი გამოეგზავნათ. „ოხრანკას“ კი დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა მოსთხოვა. „ოხრანკამ“ გააასმაგა ძალისხმევა და ოპერის  თანამშრომლის დაკითხვის შედეგად, დაადგინეს, რომ ერთ-ერთი „ბოროტმოქმედი“ ციმბირიდან გაქცეული, საშიში დამნაშავე იოსებ ჯუღაშვილი, იგივე კობა იყო. ამიტომ, სტალინზე ნადირობა გაძლიერდა და ერთი კვირით კობას „ფსკერზე დაწოლა“ მოუხდა – ახალი კონსპირაციული ბინიდან ფეხს არ იცვლიდა. 18 აგვისტოს თბილისში პეტერბურგიდან ვოსკოვის შემცვლელი, წარმოშობით ქართველი პოლკოვნიკი, ზაალიშვილი ჩამოვიდა. ის თავის წინამორბედზე მეტად დაუნდობელი და ენერგიული კაცი იყო. იმავე დღეს ეახლა მეფისნაცვალს და მკაცრი წესრიგის დამყარებას შეჰპირდა.
– წესრიგი მაშინ დამყარდება, როცა რევოლუციონერ კობას, იგივე იოსებ ჯუღაშვილს შეიპყრობთ და ისეთ ღრმა ჯურღმულში გამოამწყვდევთ, საიდანაც თავს ვერ გამოყოფს, – უთხრა მეფისნაცვალმა ზაალიშვილს და გაისტუმრა.
19 აგვისტოდან თბილისის ქუჩებში მანამდე არნახული პატრულირება დაიწყო. პოლკოვნიკი ზაალიშვილი პირადად ატარებდა „აბლავებს“. ასეულობით ადამიანს იჭერდა და იოსებ ჯუღაშვილს, იგივე კობას ეძებდა. თუმცა, ყოვლად უშედეგოდ.
25 აგვისტოს, თავადის სამოსში გამოწყობილი კობა, რომელსაც მსახურად კამო ახლდა, მდიდრული ეტლით გოლოვინის (რუსთაველის) გამზირზე მიდიოდნენ. ეტლის ორმაგი ფსკერის საშუალებით კი ახალდაბეჭდილი პროკლამაციები გადაჰქონდათ, რომელიც ბაქოში უნდა გაეგზავნათ. საღამოს 6 საათი სრულდებოდა, ეტლი რომ ჟანდარმერიის პატრულმა გააჩერა და ჩხრეკა დაუპირა. კობამ კოპები შეიკრა და ერთ-ერთ ჯარისკაცს უთხრა:
– როგორ ბედავ, თავხედო! მე თავადი ბარათაშვილი ვარ, მეფისნაცვლის დის სიძე და მთავარმართებელთან გიჩივლებ თავხედობისთვის. ახლავე შენს უფროსს დაუძახეო.
შეშინებულმა ჯარისკაცმა იქვე მყოფი პოლკოვნიკი ზაალიშვილი მოიყვანა. სტალინმა მასაც იგივე გაუმეორა და დაამატა:
– ახლავე წამომყევით მეფისნაცვლის სასახლეში, რომ თქვენს თავხედობაზე ვუამბოო.
ზაალიშვილი ისე შეშინდა, კობას სიტყვები დაიჯერა და ლამის დაჩოქილმა სთხოვა პატიება, ხოლო „შეწყალება“ რომ მიიღო, „თავადი ბარათაშვილი“ რესტორან „ასტორიაში“ დაპატიჟა. მასთან ერთად იქეიფა და შემდეგ პირადად მიაცილა ქალაქის გასასვლელამდე. იმავე ღამეს სტალინი და კამო ბაქოში გაემგზავრნენ და პროკლამაციები უვნებლად ჩაიტანეს. ორი დღის შემდეგ კი მეფისნაცვალთან აუდიენციაზე მყოფმა ზაალიშვილმა „თავადი ბარათაშვილი“ ახსენა. მთავარმართებელმა მშვიდად მოისმინა ზაალიშვილის სიტყვები და ბოლოს უთხრა:
– პოლკოვნიკო, ვიღაცამ მწარედ მოგატყუათ. მე არც და მყავს და არც თავად ბარათაშვილს ვიცნობ...
ერთი კვირის შემდეგ სრული სიმართლე გაირკვა და ახლად დანიშნული ზაალიშვილი მეფისნაცვალმა ვოსკოვს მიაყოლა. სტალინი კი, პარტიის დავალებით, ბაქოში დარჩა და იქ გააჩაღა რევოლუციური მოღვაწეობა.

скачать dle 11.3