კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა იოანე კორმელი – მკურნალი და შორსმჭვრეტელი

წმიდა იოანე კორმელი (ერობაში – გლუშკევიჩი) დაიბადა 1839 წელს სოფელ ოგოროდნიაში (კორმას მაზრა – ბელორუსი). მისი მამა იმავე სოფელში წმიდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური იყო. დედა – ანა ორსულად იყო მასზე და ეკლესიაში მუდამჟამს დადიოდა წირვა-ლოცვებზე. ერთხელ, ეკლესიაში ყოფნისას, ანა სალოსმა დაინახა, მდაბლად დოუხარა თავი და თქვა: „მინდოდა მისგან კურთხევა მიმეღო, მაგრამ ვერ მოვესწრები“. ამ მომენტიდან ანამ გაიგო, რომ ვაჟი შეეძინებოდა და ის ღვთისმსახური იქნებოდა.
ყმაწვილი წმიდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ხსენების წინა ღამეს დაიბადა და დაარქვეს იოანე. წამოზრდილი იოანე ტაძრის კეთილმოწყობასა და გამშვენიერებაში ეხმარებოდა დედას. იქვე, დაბრუნდა ის სემინარიის დამთავრების შემდეგ და მედავითნედ დაიწყო მსახურება.
მალე ადგილობრივი მღვდელმსახური გარდაიცვალა და მრევლის თხოვნით და ეკლესიის საბჭოს გადაწყვეტილებით, იოანე მღვდლად აკურთხეს. მას შემდეგ, რაც ორმოცი წელი შეუსრულდა, იოანემ კიევ-პეჩორის ლავრის მოძღვრებისგან მიიღო კურთხევა, მონოზვნური წესით ეცხოვრა. თავისი მარხული და პატიოსანი, მაღალზნეობრივი მსახურებით, კეთილი საქმეების კეთებითა და მუდამჟამს ლოცვით, ის ღმერთისგან შორსმჭვრეტელობის, მკურნალობისა და სასწაულქმედების ნიჭით დაჯილდოვდა.
კვირაობით, წირვის შემდეგ მამა იოანე ეშმაკეულთა (ეშმაკისგან შეპყრობილთა) გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობდა. მოჰყავდათ მასთან ავადმყოფი, სამ, ხან ოთხ ადამიანს გაკავებული და კვეთებულის ლოცვის შემდეგ, გამოჯანმრთელებული მარტო, დამოუკიდებლად ტოვებდა ტაძარს.
სიკვდილის წინ მღვდელ-მონაზონი იოანე ამბობდა: „როცა მოვკვდები, ნათელი და მზიანი დღე იქნება. – ჩემი სიკვდილის შემდეგ დაკნინდება ხალხში რწმენა, იცეკვებენ ჩემს  თავზე“.
მისი სიკვდილის დღეს მართლაც კაშკაშა მზიანი ამინდი იყო. სამი დღე მამა იოანე ტაძარში ესვენა, რომლის კარი დღედაღამ ღია იყო და ეკლესია ხალხს ვერ იტევდა. მოძღვარი ტაძრის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს დაკრძალეს. დაკრძალვის შემდეგაც მრავლად მიდიოდნენ საფლავზე ადამიანები, როგორც ცოცხალთან და ესაუბრებოდნენ თავიანთ სასიხარულო ამბებსა თუ მწუხარებაზე, შენდობას და ლოცვა-კურთხევას გამოითხოვდნენ მისგან. რწმენით მიახლებული ასობით ადამიანი იკურნებოდა და მრავალს ემართებოდა ხელი ღვთის მადლით.
გასული საუკუნის 50-იან წლებში ტაძარი დაწვეს, ხოლო, რაც ხანძარს გადაურჩა, ტრაქტორით გადაასწორეს. ამ ადგილზე მოაწყვეს ფეხბურთის და საცეკვაო მოედნები. ბევრი ხტუნვისა და გართობის მიუხედავად, წმიდანის კუბომ გაუძლო ყველაფერს და სიმთელე შეინარჩუნა. ოღონდაც ეკლესიის საძირკვლის გათხრისას დაარღვიეს მისი სიმთელე. აი, ამ დროს მოიგონა ხალხმა, რომ იქ დაკრძალული იყო მათგან მივიწყებული მოძღვარი.
წმიდა ნაწილების მოპოვება ღვთის განგებით დაემთხვა 1991 წლის ივლისში, გომელში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორის ჩასვლას. ადგილობრივი არქიეპისკოპოსის, გომელისა და ჟლობინის ეპისკოპოს არქისტარქის ლოცვა-კურთხევით მოპოვებული წმიდა ნაწილები გადაასვენეს გომელის ოლქის სოფელ კორმის წმიდა საფარველის ტაძარში, რომლის საფუძვლის ჩაყრასაც 1903 წელს მამა იოანე ხელმძღვანელობდა. შეიქმნა მღვდელმსახურთა კომისია, რომელმაც დაამოწმა წმიდა ნაწილთა უხრწნელობა. ნაწილები შემოსეს ახალ სამღვდელო ტანსაცმელში და დაასვენეს ტაძარში. მთელი კვირის განმავლობაში აღესრულებოდა პანაშვიდები და მოედინებოდა ხალხი, რათა თაყვანი ეცათ წმიდა ნაწილებისთვის. აქ მოხდა კიდევ ერთი სასწაული – წმიდა ნაწილებიდან კეთილსურნელების ქროლვა დაიწყო, რაც ბევრმა იქ დამსწრემ შეიგრძნო და დაადასტურა.
წმიდა ნაწილები წმიდა საფარველის ტაძრის საკურთხევლის გარეთ გადაასვენეს. 1997 წლის 10 აგვისტოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება წმიდა ნაწილთა გახსნის შესახებ, რათა მიახლებოდნენ და თაყვანი ეცათ მისთვის. 1997 წლის 9 სექტემბერს წმიდა ნაწილები საზეიმოდ დაასვენეს ტაძარში.

скачать dle 11.3