კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

გახსოვდეთ სიკვდილი!
ოდესღაც პალესტინაში ქორების მთაზე ცხოვრობდა ერთი მონაზონი, სახელად ისიქი. ის დაუდევარი იყო, თამამად სცოდავდა. ისიქი მოკვდა. სულიერი ძმები მივიდნენ, რათა დაეკრძალათ, მაგრამ მკვდარი უეცრად გაცოცხლდა, წამოიწია და სარეცელზე დაჯდა. „რა შეგემთხვა, რა იხილე იმქვეყნად?“ – ეკითხებოდნენ ძმები. მაგრამ ისიქი არაფერს მიუგებდა მათ. მწარე ცრემლით ტიროდა და ევედრებოდა: „ძმებო, მარტო დამტოვეთ, ნუ მელაპარაკებით“. ამის შემდეგ ისიქი ქვაბურში დაეყუდა და მრავალი წელი აღასრულა შრომითა და ღვაწლით. წუთისოფლიდან მისი განსვლის დრომ ხელახლა რომ მოაწია, მონაზვნები ისევ მივიდნენ მასთან. მათ იცოდნენ, რომ ისიქი სასწაულებრივად შეიცვალა, წმიდად ცხოვრობდა და ჰკითხეს მას: „მამაო, გვითხარი, როგორ ვიცხონოთ სული?“ მომაკვდავმა თქვა: „ძმებო, გახსოვდეთ სიკვდილი! ვისაც თავის სულში სიკვდილის ხსენება დაუნერგავს, ის აღარ შესცოდავს“.
***
სხვაგვარია ადამიანის განსჯა და სხვაგვარი – საღმრთო სჯა. ერთმა სულიერი განმჭვრეტელობით დაჯილდოებულმა ადამიანმა იხილა, როგორ კვდებოდა სახელგანთქმული დაყუდებული ბერი და როგორ კვდებოდა გლახაკი. წმიდანად მიაჩნდათ დაყუდებული – ხალხი ფიქრობდა, რომ მათი ქალაქი მისი ლოცვით იდგა ფეხზე. როდესაც მისი სიკვდილის მოახლოების ხმა დაირხა, იმ ქალაქში მრავლის მრავალი ადამიანი შეიკრიბა მონასტრის კედლებთან ანთებული სანთლებითა და კანდელებით ხელში. ყველა ტიროდა და ლოცულობდა, რათა უფალს განეგრძო დაყუდებულის სიცოცხლის დღეები. მაგრამ წმიდანმა იხილა, რომ დაყუდებულს გარს შემოერტყნენ დემონები და წმიდანს ხმა ჩამოესმა ზეციდან. „ამ ადამიანმა ადგილი არ დათმო თავის სულში, ის ჩემი არ არის“. ეს უფლის ხმა იყო. დემონები მისცვივდნენ დაყუდებულს, მისი სული განგმირეს და მკერდიდან ამოგლიჯეს. იმავე ნათელმხილველმა მონაზონმა იხილა, როგორ კვდებოდა სოფლის მოყვარეებისგან შეძულებული და დავიწყებული გლახაკი. მომაკვდავი ღობის ძირში იწვა და კონკები ემოსა. უფალმა ორ მთავარანგელოზს – მიქაელს და გაბრიელს უთხრა, რომ მასთან აღმოეყვანათ გლახაკის სული და თან უბრძანა, ძალით არ ამოეგლიჯათ იგი. აი, მთავარანგელოზი მივიდა გლახაკთან და უთხრა: „შენი ამქვეყნიური ცხოვრება სრულდება“. მათხოვარი შიშმა შეიპყრო – თავისი ცოდვებისა ეშინოდა. მაშინ მთავარანგელოზმა უფალს მიმართა: „უფალო, შენ არ გიბრძანებია მისი სულის ძალით ამოგლეჯა“. და უფალმა თქვა: „მეფე წინასწარმეტყველი და ფსალმუნთმგალობელი დავითი გაგზავნეთ მასთან. დაე, ზეციური საგალობელი უგალობოს მას“. როდესაც გლახაკმა დავითის ტკბილი გალობა ისმინა, მისი სული სხეულს მოსწრაფებით განეშორა. ის მთავარანგელოზებმა აიტაცეს და უფალს მიჰგვარეს.
ჩვენი ცხოვრება დაბეჭდილი წიგნია. აქ დედამიწაზე, ჩვენ მის რამდენიმე ფურცელს ვკითხულობთ მხოლოდ, დანარჩენს კი ვიხილავთ და წავიკითხავთ მარადისობაში.

скачать dle 11.3