კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით აშანტაჟებდა ცეკას მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედუარდ შევარდნაძეს, საქართველოს „კაგებეს“ უფროსის – ინაურის დახმარებით

იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ედუარდ შევარდნაძეს ვერც საბჭოთა კავშირის დაშლა აპატია და ვერც ბერლინის კედლის დანგრევაში მონაწილეობა, ჯერ კიდევ მაშინ ლაპარაკობდნენ, როდესაც უკვე ყოფილი საბჭოთა მაღალჩინოსანი ედუარდ ამბროსის ძე საქართველოში ჩამოვიდა, ეგრეთ წოდებული ინტელიგენციისა და ზვიად გამსახურდიას ოპონენტი პოლიტიკოსების მოწვევა-მოთხოვნით (ეგრეთ წოდებული ინტელიგენციის, ვინაიდან ეს ტერმინი საბჭოურია).
მოგვიანებითაც გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველოს დანაწევრება ის ხარკი იყო, რის გადახდაც საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს საბჭოთა კავშირის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო მოუწია. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამას სწორედ დანაშაულს არქმევდა.
რუსმა ჟურნალისტმა ანდრეი კარაულოვმა თავის დროზე ამ მოვლენის აღწერას ვრცელი წერილი მიუძღვნა. ედუარდ შევარდნაძე (სხვებთან ერთად) რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაშიც დაადანაშაულა და თავისი ახალგაზრდობის მეგობრის, სოლიკო ხაბეიშვილის ბედისადმი მოყრუებაშიც. ასევე, შევარდნაძე-პატიაშვილის გამოუცხადებელი ომის ქრონიკაც აღწერა და საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს საკმაოდ დიდი თანხის აღებაც დააბრალა გერმანიიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის სანაცვლოდ.  
გთავაზობთ ანდრეი კარაულოვის წერილს მცირე შემოკლებით, რომლის პირუთვნელობაზეც თავს ვერ დავდებთ, თუმცა მისი ნააზრევი იმის გაგებაში მაინც დაგვეხმარება, თუ როგორ აფასებდა და აფასებს რუსული პოლიტელიტა საქართველოს მეორე პრეზიდენტის ნამოქმედარს საბჭოურ კონტექსტში.
საეჭვო კამპანია
როდესაც სოლიკო ხაბეიშვილი მოკლეს, შევარდნაძემ შეწყვიტა თავისი ვიზიტი ისრაელში. მე მიმიზნებდნენ, იტყვის შემდეგ ის. მეგობრის სიკვდილი, რომელსაც მან არაერთხელ უღალატა სიცოცხლეში, „ვერცხლისფერმა მელამ“ (ასე უწოდებდნენ შევარდნაძეს დასავლეთში) საკუთარი პოლიტიკისთვის გამოიყენა. დასავლეთში არსებობს უამრავი წიგნი კრემლის შეთქმულებათა შესახებ, რომელთა თანახმადაც, ზოგი მოკლეს და ზოგი მოწამლეს. ბოლო „ფაქტები“: უსტინოვი მოკლეს, ჩერნენკო მოწამლეს თევზით, ანდროპოვს ზედმეტად „კარგად“ უმკურნალეს, მაგრამ კრემლში ერთი შეთქმულება ნამდვილად იყო, მაგრამ ამის შესახებ ავტორები დუმან.
1990 წლის დეკემბერში, როდესაც ჰეიდარ ალიევი ნახჭევანში ცხოვრობდა, გარდაცვლილი დის პატარა, ერთსართულიან სახლში, მე სიამოვნებით ვუამბობდი ხოლმე მას ყველაფერზე, რაზეც მთხოვდა. გამსახურდიამ ხაბეიშვილი ამნისტიით გაათავისუფლა, უცებ ვთქვი მე.
ჰეიდარ ალიევს სახეზე ჩრდილმა გადაურბინა. მე უკვე შევეჩვიე მის მანერას, ის ცოტას ლაპარაკობდა, თითქოს სიტყვებს ცრიდა, მაგრამ გისმენდა და ყველაფერს იმახსოვრებდა.
ალიევს უდიდესი, სატანური მეხსიერება ჰქონდა, თავისი 70-წლიანი ცხოვრების უმნიშვნელო დეტალებიც კი ახსოვდა.
შევარდნაძე სძულდა „კაგებეს“ უფროს ჩებრიკოვს, როდესაც გორბაჩოვმა შევარდნაძე მოსკოვში ჩამოიყვანა, პოლიტბიუროში ყველა გაფრთხილდა, ჯერ  ერთი, გორბაჩოვი მათ არ მოეთათბირა. შევარდნაძე, მაგალითად, სძულდა ჩებრიკოვს (საბჭოთა უშიშროების სისტემის შეფს 1982-1988 წლებში) და არა მხოლოდ მას.
ვინ იქნება პირველი თბილისში? – შევარდნაძემ გორბაჩოვს თენგიზ მენთეშაშვილი და სოლიკო ხაბეიშვილი დაუსახელა.
ჯუმბერი? – უპასუხა გორბაჩოვმა.
პატიაშვილი სოფლის მეურნეობას კურირებდა საქართველოში და გორბაჩოვი მას იცნობდა.
რა თქმა უნდა, ნაჩქარევად უპასუხა შევარდნაძემ.
ასე გადაწყვიტეს. პირველი, რაც ჯუმბერ პატიაშვილმა გააკეთა, სოლიკო ხაბეიშვილი სამსახურიდან გააგდო, ხოლო ერთი კვირის შემდეგ, როდესაც ხაბეიშვილი საშველად მოსკოვში ჩავიდა, შევარდნაძე მას არ შეხვდა. გორბაჩოვს აუწყეს, რომ ხაბეიშვილმა აიღო მილიონ-ნახევარი ქრთამი და ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ის ამ საქმეში ედუარდ შევარდნაძეს დაასახელებდა.
მე არ ვიცი, როგორ იქცეოდა გორბაჩოვი, მაგრამ შევარდნაძე მიჩუმდა. მას ხაბეიშვილმა შეხვედრა სთხოვა თეიმურაზ სტეპანოვის (თეიმურაზ მამალაძის) საშუალებით. შევარდნაძემ უარი უთხრა. სოლიკო კარცერში მოათავსეს, სადაც წვიმიან დღეებში მუხლებამდე წყალი იდგა, ხოლო მშრალში – უზარმაზარი ვირთხები დარბოდნენ (მოგვიანებით, ქართულ ციხეებში ისეთი პირობები იყო, ანდრეი კარაულოვის ეს პასაჟი მეტად არაშთამბეჭდავია. ავტორი).
სოლიკო ხაბეიშვილი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. ვახტანგ რაზმაძე, საქართველოს გენერალური პროკურორი და ინაური, საქართველოს უშიშროების შეფი, გაცოფებამდე მიდიოდნენ დაკითხვის ოქმების გაცნობისას. სიტყვაც არ იყო დაძრული შევარდნაძის შესახებ.
მაგრამ პატიაშვილი ითხოვდა. შევარდნაძის სისხლი ბევრს უნდოდა. ჩებრიკოვი მზად იყო, ყველაფერზე წასულიყო. შევარდნაძე იცდიდა, რაზმაძესა და ინაურს ყველაფერის მოწყობა შეეძლოთ. შევარდნაძემ ეს ძალიან კარგად იცოდა. მეორეც – „ვერცხლისფერ მელას“ უბრალოდ შეეშინდა.
ცეკას მდივან პატიაშვილს სძულდა საგარეო საქმეთა მინისტრი შევარდნაძე
საინტერესოა, რატომ ვერ იტანდა შევარდნაძეს საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი? მე ვკითხე ამის შესახებ ედუარდ ამბროსის ძეს, მაგრამ მან არ ისურვა ამაზე ლაპარაკი.
რაღაც მომენტში სოლიკო მიხვდა, რომ ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა. მის წინააღმდეგ გამოიყენეს ფსიქოტროპული პრეპარატებიც. „სოლიკოს რაღაც მოუვიდა, ამბობდა შემდეგ ევგენი ვოლფი, მისი ადვოკატი, ისეთი ამბების მოყოლა დაიწყო, რასაც კოშმარულ ბოდვაშიც კი არ იტყოდა.“
ვოლფმა მოახერხა შევარდნაძის ნახვა. გადასცა წერილი საზოგადოებისგან. გამოსვლისას ვოლფი მიტრიალდა. მოეჩვენა, რომ შევარდნაძემ წერილი სანაგვე ყუთში მოისროლა.
პატიაშვილი რისკავდა, ის ფაქტი, რომ შევარდნაძის უახლოესი მეგობარი დაპატიმრებულია ქრთამზე, საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს მთლად კარგად ვერ ახასიათებდა, მაგრამ პატიაშვილის უკან იდგა ჩებრიკოვი, სსრკ-ის უშიშროების უფროსი. პარალელურად, გლდიანი (სსრკ-ის გენპროკურატორის გამომძიებელი, საბჭოეთში კორუფციის ფაქტების ცნობილი გამომძიებელი) ხსნიდა „უზბეკურ საქმეს“, რომელიც უსმან ხოჯაევის (უზბეკეთის ცეკას პირველი მდივანი1983-1988 წლებში) დაპატიმრებით დასრულდა. მაგრამ მოულოდნელად გორბაჩოვმა ჩებრიკოვი „სუკიდან” გამოაგდო, შემდეგ მოხსნა ალიევი და სოლიკო აღარ დახვრიტეს. სოლიკოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ამ ფაქტებს შორის რაღაც კავშირი იყო.
სოლიკოს პრიმაკოვი გამოესარჩლა. ისინი ერთად გაიზარდნენ.
სოლიკოს სასამართლო პროცესი საქართველოს ტელევიზიით აჩვენეს. პატიაშვილი ვა-ბანკზე მიდიოდა და სწორედ ეს იყო მისი შეცდომა. ყველაფერი საპნის ბუშტივით სკდებოდა.
რადგან სოლიკოს დახვრეტა არ გამოუვიდათ, გადაწყვიტეს, ციხეში ამოელპოთ – 5 წელი ერთადგილიან კამერაში, 7 წელი კი გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში.
„ჩემი ძმაც რომ ყოფილიყო, არავის შევაწუხებდი მის გადასარჩენად,“ – მიპასუხა შევარდნაძემ.
სოლიკოს ცოლმა ჩემი შეკითხვები შეუტანა საკანში… პასუხებიც მისგან მივიღე. საღამოს 9-10 სათია, ვმუშაობ, რეკავს ტელეფონი. საღამო მშვიდობისა, – მეუბნება მშვიდი ხმა. თქვენ მე არ მიცნობთ… ჩვენ ერთმანეთს მართლაც არ ვიცნობდით, მაგრამ ვის არ გაუგია თემო სტეპანოვი, იგივე თემო მამალაძე?! შევარდნაძის თანაშემწე, რომლისაც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში უფრო ეშინოდათ, ვიდრე თავად საგარეო საქმეთა მინისტრის.
მან მითხრა: წავიკითხეთ ჩვენი მეგობრის ინტერვიუ, თხოვნა გვაქვს, მეექვსე გვერდზე, სადაც ქრთამზეა საუბარი, ჩვენი მეგობარი წერს: „ასეთი ტყუილებისგან ცრემლები მადგება თვალზე, შევარდნაძეც ცუდ მდგომარეობაში იყო. მან თქვა, რომ ეჭვი არ ეპარება ჩემს პატიოსნებაში“, იქნებ მიგემატებინათ ერთი ფრაზაც? გკარნახობთ, ჩაიწერეთ: „იმედი მაქვს, ედუარდ ამბროსის ძე ამას დაადასტურებს,“ გმადლობთ.
მხოლოდ ახლა მივხვდი, რა ხდება: ყოვლისშემძლე მინისტრი მართავს თავისი ახალგაზრდობის მეგობრის ინტერვიუს იმ მიზნით, რომ, თუკი გამსახურდია მაინც გამოუშვებდა, სოლიკოს უფლება ჰქონოდა, ეთქვა, რომ შევარდნაძეს არასდროს შეჰპარვია ეჭვი თავისი მეგობრის პატიოსნებაში.
წელიწად-ნახევრის შემდეგ მე ვკითხე შევარდნაძეს ინტერვიუში ხაბეიშვილზე. მან მიპასუხა – არანაირი ნაბიჯი არ გადამიდგამს, რომ ხაბეიშვილი არ დაეხვრიტათ. ან რა უფლება მქონდა? დიდი დრამა იყო. ძალიან განვიცდიდი. ხანდახან პოლიტბიუროს წევრის ერთი ზარიც საკმარისია, მაგრამ არავისთვის მიმართავს. მე ვკითხე, რატომ-მეთქი. შევარდნაძემ მიპასუხა: ვისთვის დამერეკა და რა მეთხოვა? მეთქვა, რომ სოლიკო პატიოსანი იყო და მართალი?! მე დავაზუსტე: ასეთ მდგომარეობაში თქვენი ძმა  რომ ჩავარდნილიყო და გცოდნოდათ, ის არაფერშია დამნაშავე, არ ჩაერეოდით? შევარდნაძემ მითხრა: არ ჩავერეოდი.
კოლს 100 მილიარდის გადახდა უნდოდა, გორბაჩოვმა 14 მილიარდი მოსთხოვა
მეც მაწუხებდა კითხვა, იყო თუ არა შევარდნაძე მდიდარი?! რა თქმა უნდა, მითხრა „გე კა ჩეპეს“ ერთ-ერთმა წევრმა, როდესაც ციხიდან გამოვიდა. საიდან აქვთ შევარდნაძის შვილებს პარიზში ბინა?!  ამ ფულის კვალი გერმანიაში მიდის.
მე ვკითხე შევარდნაძეს, როგორ მოხდა, რომ ამერიკას, არც თუ ღატაკ ქვეყანას, ფილიპინებიდან თავისი ორი ბრიგადა ორი წლის განმავლობაში გამოჰყავდა. გერმანიიდან კი ნახევარმილიონიანი საბჭოთა სამხედრო დაჯგუფება უცებ გამოვიდა? დათვლილია, თუკი პოლონეთის რკინიგზა მხოლოდ საბჭოთა არმიის გამოყვანაზე იმუშავებდა, ამას 13 წელი დასჭირდებოდა.
შევარდნაძე დინჯად საუბრობდა: „მახსოვს, დილიდანვე მე და აწ განსვენებული ახრომეევი ვითვლიდით. სხვა სამხედროებიც იყო. მიდიოდა ვაჭრობა, როგორც დიპლომატები იტყვიან. მაგრამ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს ვადები რეალური იყო. ესე იგი, ეს მათი შეცდომაა, ვინც ითვლიდა.”
შეცდომა თუ პოლიტიკა?! გორბაჩოვმა დიდი ხნის ნაოცნებარი ნობელის „მშვიდობის პრემია“ მიიღო, ასევე, წოდება – „წლის საუკეთესო გერმანელი”?!
გორბაჩოვისა და კოლის ფინალური შეხვედრა საბჭოთა კავშირში გაიმართა. 1990 წლის გაზაფხული იყო. კოლი ჩამოვიდა იმ განზრახვით, რომ გორბაჩოვისთვის 100 მილიარდი მარკა შეეთავაზებინა, მაგრამ გორბაჩოვმა დაასწრო და 14 მილიარდი მოსთხოვა.
კოლი გაოგნდა, მაგრამ არ შეიმჩნია. დილით, საუზმობისას, გორბაჩოვმა და კოლმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და საქმის კეთილად დამთავრება აღნიშნეს ქართული კონიაკით, რომელსაც რეკომენდაცია ედუარდ შევარდნაძემ გაუწია. კოლი იმდენად თავაზიანი იყო, რომ საბჭოთა დიპლომატებს თავისი თვითმფრინავით შესთავაზა წასვლა. ეს ამბავი ლეონიდ ვახტინმა, კოზირევის თანაშემწემ მიამბო – როდესაც ჩვენი ბიჭები კოლის თვითმფრინავის სალონში შევიდნენ, გერმანელები ტიროდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ, დაგვცინოდნენ, გვთავაზობდნენ, დაგველია.
ნახევარი წლის შემდეგ გორბაჩოვი კოლს სესხად სთხოვს 6-მილიარდიან კრედიტს.
მაშინ, როდესაც გერმანიაში საბჭოთა კავშირის კუთვნილი ერთი აეროდრომი (მთლიანობაში იქ 13 საბჭოთა აეროდრომი იყო), 200 მილიარდ მარკამდე ღირდა.
მაგრამ ყველაფერი დატოვეს. რატომ?
ალბათ, ვერავინ გაიგებს, რა იყო გენერალ ბელიკოვსკის (საბჭოთა კავშირის მთავარსარდლის) თვითმკვლელობის ჭეშმარიტი მიზეზი. ერთ-ერთ შეხვედრაზე კოლმა გენერალს უამრავი კითხვა დააყარა: არ შეიძლება, გენერალო, დავაჩქაროთ პოტსდამის მეორე საავიაციო პოლკის გამოყვანა?
ბელიკოვსკიმ ვერ მოითმინა: ბატონო კანცლერო, მე გამოვიარე ომი, ორმოცდახუთში რატომღაც არავინ მეკითხებოდა, როდის შემოვიდოდი ბერლინში“.

скачать dle 11.3