კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომპარავები

ანუ გასამდა

 გასული კვირა ფრიად უცნაურად დაიწყო: ჯერ იყო და, შევიტყვეთ, რომ სომხეთმა, შესაძლოა, „ევროვიზიაზე“ ეს ჩვენი „ყვავილების ქვეყანა“ წარადგინოს (როგორც, ნუ იტყვით და, ძირძველი სომხური სიმღერა, არც მეტი, არც ნაკლები, სომხეთის შესახებ); მოგვიანებით ისიც „გავარკვიეთ“, რომ „დაისის“ ცეკვა „ქართულიც” სომხური ყოფილა, რაც, საბოლოოდ, დაგვირგვინდა იმით, რომ სოხუმის სტადიონზე ერევნის „არარატმა“ უნდა ითამაშოს!
ამ ბოლო ინფოს აფხაზური სააგენტო ავრცელებს შემდეგი საკაზმით: „ნიჟნი ნოვგოროდის საფეხბურთო კლუბი „ვოლგა“ თავის პირველ შეკრებას ატარებს აფხაზეთში (ეს იდილია 28 იანვრამდე გაგრძელდება)… ამასობაში, მან 23 იანვარს ითამაშა ხაბაროვსკის გუნდ „სკა-ენერგიასთან“, ხოლო 27 იანვარს კი  სოხუმის სტადიონზე უნდა ჩაატაროს ამხანაგური მატჩი ერევნის „არარატთან“.
მე არ ვიცი, იციან თუ არა ამ აქტივობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ან რა აქვთ გუმანში ჩვენს მეზობელ სომხეთში, თუმცა დამთხვევები ფრიად საეჭვოა: ჯერ – სიმღერა, მერე – ცეკვა, ბოლოს – ფეხბურთი (პირველი ორი განსაკუთრებით უხერხულია ისეთი ძველი კულტურისა და ისტორიის მქონე ხალხისთვის, როგორებიც სომხები არიან).
ოღონდ, არც ისაა გამორიცხული, რომ მავანის ინტერესი სომხებისა და ქართველების ურთიერთობის დაძაბვაც იყოს და სომხეთ-საქართველოსიც. მით უფრო, რომ ჩვენ, ქართველები მაინცდამაინც გრილი გონებით ვერ დავიკვეხნით. თუმცა, რაკი თითოეული წინააღმდეგობა წარმატების შანსიცაა, იქნებ დადგა დრო, რომ მოწინააღმდეგეს ის თვისება გამოვუჩინოთ, რომელსაც ჩვენგან ყველაზე ნაკლებად მოელის – ანუ, ვიმოქმედოთ ადეკვატურად აუღელვებლად?! –

скачать dle 11.3