კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ლიკა ევგენიძე ამერიკაში გადაცემის წამყვანი და რატომ დადის ის ნიუ-იორკში სულ ფეხით

ულამაზესი ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე უკვე სამი წელია, ამერიკაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ლიკა საახალწლოდ უმცროს შვილთან,  ალექსანდრესთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში და აქ ერთი თვე დარჩება. ლიკას ცხოვრებაში საინტერესო სიახლეები და გეგმებია. როგორ ცხოვრობს ის ამერიკაში, რა გეგმები აქვს მომავალში და, ასევე, თავის ამერიკულ ცხოვრებაზე ლიკა გულახდილად გვესაუბრა.
ლიკა ევგენიძე: საქართველოში ახალი წლისთვის ჩამოვფრინდი უმცროს შვილთან, ალექსანდრესთან ერთად. ჩემს მეუღლეს, ნიკას, საქმეები ჰქონდა და უფროსი, ანა-სოფია, მან დაიტოვა. საშინელი აკლიმატიზაცია გვქონდა ორივეს, ძალიან გაგვიჭირდა პირველი რამდენიმე დღე. ბავშვიც ვერ გადმოერთო აქაურ დროზე და ღამის 2 საათზე იღვიძებდა. მაგრამ ახლა უკვე ჩავჯექით ფორმაში. მიხარია საქართველოში ყოფნა ჩემს ოჯახთან ერთად, ჩემები ყველანი აქ არიან, ერთადერთი, ჩემი უფროსი და არის პარიზში. მე ხომ დედმამიშვილები დედის მხრიდანაც მყავს და მამის მხრიდანაც, ამიტომ ხან ამათთან ვარ, ხან იმათთან. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ორ ორია ხოლმე.
– ლიკა, მოგვიყევი შენი ამერიკული ცხოვრების შესახებ.
– ჩემი მეუღლის ოჯახი წლებია, ამერიკაში ცხოვრობს, ამიტომ, სულ მიწევდა წასვლა-წამოსვლა. მოქალაქეობის აღების პროცესში ვიყავი და მოქალაქეობა რომ მიმეღო, წელიწადი და სამი თვე არ უნდა გავსულიყავი ქვეყნიდან. რომ წავედი, ორსულობაც კარგად დამემთხვა მეორე ბავშვზე – იქ გავაჩინე, თან საბუთები მოვაგროვე და მოქალაქეობაც მივიღე. ახლა უკვე თავისუფლად დავდივარ აქეთ-იქეთ. სხვაგან ცხოვრებას მიჩვეული ვიყავი – 17 წლიდან  მოსკოვში ვცხოვრობდი და, ფაქტობრივად, საქართველოში სულ ცოტა დრო მაქვს გატარებული. ჩემი ქალაქი და ჩემი ოჯახი სულ მენატრება. უფროსი შვილი სკოლაში დადის, რომელსაც „ქინდერ გარდენი“ ჰქვია. პატარა ალექსანდრეც უკვე 2 წლისაა, მალე ბაღში წავა და მეც ჩემს კარიერას მივხედავ.  სამი წელი ძირითადად სახლში ვიჯექი და ბავშვების აღზრდით ვიყავი დაკავებული. ძიძა არასდროს მყოლია, ყველაფერს მე ვაკეთებდი. მართალია, რთულია, მაგრამ, არაფერია შეუძლებელი. ნიკა ბიზნესითაა დაკავებული და ისეთი სამსახური აქვს, არ უწევს დილით გასვლა და საღამოს შემოსვლა. ძირითადად იმეილებითა და ტელეფონით მუშაობს. ამიტომ, მეხმარება და ორივე ვინაწილებთ საოჯახო საქმეებს.  ანა-სოფია უფრო რთული ბავშვი იყო. ალექსანდრე  ძალიან ჰგავს ნიკას. ბავშვობის ფოტო რომ ნახო, მიხვდები როგორი ერთნაირები არიან. რთულია, გითხრათ, როგორია ჩემი ნიუიორკული ყოველდღიური ცხოვრება. აქამდე ვიცოდი, რაც იყო და დღეს უკვე სხვა ეტაპზე გადავედი, რაც ჯერ არ ვიცი, როგორი იქნება, აი, შემდეგ ინტერვიუმდე აუცილებლად მეცოდინება და მოგიყვებით.
– რა ეტაპზე გადახვედი?
– ახლა ვაპირებ სწავლას „music production”-ის სკოლაში, რაც იმიტომ ავირჩიე, რომ მუსიკალური პროექტის გაკეთებას ვაპირებ. მე ხომ ვწერ ლექსებს და, მინდა, სხვადასხვა მუსიკალური კოლაბორაცია გავაკეთო – მუსიკის, ლექსის; არტიც მინდა, ჩავრთო, რაღაც კონცეპტუალური, რომ პერფორმანსის სახე ჰქონდეს ამ ყველაფერს. მინდა, რომ გალერეებში, ოპერის თეატრებში წარმოვადგინო.
– როგორ გაგიჩნდა ეგ იდეა?
– ადრეც მაქვს გაკეთებული მსგავსი პროექტი. დიდი ხანია, მაქვს ეს იდეა, მაგრამ ახლა, რაღაცნაირად, მომწიფდა ჩემში გარემოც და დროც. ახლა ჩამოსული ვარ მამაჩემთან, რომელიც რჩევებს მაძლევს, ერთად ვმუშაობთ. „პრე-პროდაქშენი“ მოსამზადებელი პროცესი, ჩაწერა, საქართველოში უნდა გავაკეთოთ. შემდეგი პროცესი იქნება ნიუ-იორკში, სადაც უკვე მყავს ცნობილი ფოტოგრაფი, რომელიც მუშაობს ძალიან ცნობილ სახეებთან, მუზეუმებთან. მოკლედ, ამერიკული ამბავია. თვითონ მიპოვა. მე ვიყავი მუზეუმში გამოფენაზე, სადაც მეგობარმა დამპატიჟა. იქ იყვნენ ფოტოგრაფები, მსახიობები და მათ შორის ეს ფოტოგრაფიც. იქ მთხოვა, ფოტოებს გადაგიღებო, მეც დავთანხმდი. შევხვდი, თავისი პროექტის ამბები მომიყვა, მეც მოვუყევი და შემომთავაზა გვეთანამშრომლა და გაგვეკეთებინა კოლაბორაცია. მეორე სიახლე არის ის, რომ უნდა წავიყვანო ინტერნეტ-გადაცემა, რომელშიც შემთხვევით აღმოვჩნდი. ეს გადაცემა ძალიან პოპულარულია ამერიკაში, მილიონობით და მილიარდობით ნახვა აქვს. იქნება მოდაზე, თავის მოვლაზე, ყველასთვის საინტერესო თემებზე. აქაც შემთხვევით აღმოვჩნდი: დავდიოდი სილამაზის სალონში, საიდანაც დამირეკეს და მითხრეს – ვითანამშრომლოთ, ჩვენი მოდელი იყავიო. მეც არაფრით არ ვიყავი დაკავებული და მივედი. მერე იქ გადაცემის წამყვანობაც შემომთავაზეს და მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.
– გადაცემაში ენის ბარიერი არ შეგექმნება?
– ინგლისური არ არის პრობლემა. ყველა გადაცემას აქვს თავისი სპეციფიკა. „ნიუსებს“ რაც შეეხება, იქ სხვა ინგლისური მოგეთხოვება, ამ გადაცემაში კი აქცენტს მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, მითხრეს, რომ ეს ცოტა ქართული აქცენტი უხდება კიდეც გადაცემას. 
– გადაცემა „შუადღის“ ნოსტალგიასაც რაღაც დონეზე აინაზღაურებ...
– „შუადღის“ ნოსტალგია ძალიან მაქვს.  ყურებას სულ ვერ ვახერხებ. დროც სხვადასხვაა, მაგრამ ჩანაწერს ვუყურებ ხოლმე. გადაცემის ყველა წამყვანთან ვკონტაქტობ და ვმეგობრობ.
– გამოდის, რომ ორივე შემოთავაზება შენი გარეგნობიდან გამომდინარე მიიღე. როგორ ინარჩუნებ ფორმას, რამდენად გრჩება თავის მოვლისთვის დრო?
– დიახ, ფაქტობრივად, ორივე შემოთავაზება გარეგნობიდან გამომდინარე მივიღე, შემდეგ უკვე – კამერებთან მუშაობისას. მე დიდად არ გამოვირჩევი სალონში სიარულით. ჩემი თმა არ მოითხოვს დავარცხნას, მაკიაჟსაც თვითონ ვიკეთებ. ჯანსაღად ვიკვებები, ტკბილეული არ მიყვარს. ვცდილობ, საღამოს 7 საათზე ვივახშმო. ბევრს ვვარჯიშობ – ეს ჩვევაში მაქვს, გენეტიკურადაც გამხდრები ვართ ყველანი. თან, ფეხითაც ბევრს დავდივარ. მანქანა გვყავს, მაგრამ, იქ ისეთი რთული პარკინგია, ყველა ფეხით გადაადგილებას ამჯობინებს. თავიდან მიჭირდა, რადგან თბილისში სულ მანქანით სიარულს ვიყავი მიჩვეული. ნიუ-იორკში ისეთი ჩქარი ტემპია, ავტომატურად ყვები ამ ტემპს.
– მეუღლე როგორ შეხვდა ამ ამბავს?
– ჩემს მეუღლეს ძალიან მოსწონს და უხარია ეს ამბავი, რადგან, იცის, როგორ მიყვარს, როცა დაკავებული ვარ; ამიტომ, ძალიან ბედნიერია.
– შენი მეუღლე მიხეილ სააკაშვილის ნათესავია. თუ კონტაქტობთ?
– ამერიკაში რომ იყო, ხშირად ვხვდებოდით ხოლმე, ახლა არა. სხვა ქართველებთანაც ვურთიერთობთ, ხშირად ვიკრიბებით. ქართველი მომღერლების კონცერტებზე სულ დავდივარ და ძალიან მიხარია მათი წარმატება. ახლახან ვიყავი ანიტა რაჭველიშვილისა და დათუნა ალადაშვილის კონცერტზე, სადაც ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ხშირად ჩამოდიან ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ანიტა რაჭველიშვილი და, ვცდილობ, სულ დავესწრო მათ კონცერტებს. განსაკუთრებით ის მახარებს ხოლმე, რომ ქვეყანა ჯორჯია აღარავის უკვირს და ევროპად მოიხსენიებენ. ჩემი უფროსი შვილიც სულ ხვდება თავის ამერიკელ მეგობარ ბავშვებს. ერთმანეთთან დადიან, თეატრებში, მუზეუმებში დაგვყავს; სკვერებში მიგვყავს სათამაშოდ და ამ შეხვედრებს იქ „ფლეიდეითს“ ჰქვია.
– რა გენატრება საქართველოში ყველაზე ძალიან?
– ჩვენს სახლში ყოფნა იყო დღესასწაული. მამაჩემთან სულ იკრიბებოდნენ მწერლები, მსახიობები, რეჟისორები, ხელოვანი ხალხი და, მახსოვს, ძალიან ხშირად, ღამის პერანგით გამოვდიოდი, იქვე ჩამოვჯდებოდი და ვუსმენდი, რას ლაპარაკობდნენ, რაზე ბჭობდნენ და, იყო სულ მუსიკა, კლასიკა... დათო ღამით უკრავდა და მე მისი მუსიკის ფონზე ვიძინებდი, რასაც იმდენად ვარ მიჩვეული, რომ ღამით დღემდე ყურსასმენებით ვიძინებ. ამის გამო ჩემს მეგობრებსაც ძალიან უყვარდათ ჩემთან მოსვლა – ყოველთვის კარგად ვერთობოდით. ახლაც გვინდა, დავგეგმოთ ერთი ასეთი საღამო. მე და ნიკა ბავშვებს სულ ვუკითხავთ ზღაპრებს, ვუმღერით. დათო სხვანაირი მამა იყო, არასდროს უმღერია ჩვენთვის, თუმცა, ემოციურად სულ ნერვიულობდა, განიცდიდა ჩვენ გამო. რომ წამოვიზარდეთ, კონტაქტში მერე შემოვიდა და პირდაპირ დაგვიმეგობრდა. ჩემი ალექსანდრეც უკვე ემეგობრება დათოს. როცა ჩამოვდივართ, ეგრევე დათოს მივარდება ხოლმე და როიალთან მიჰყავს, რომ დაუკრას.

скачать dle 11.3