კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რის გამო მოუხადა მარკუს მეტრეველმა თავის რადიომსმენელს ბოდიში და რის შემდეგ გახდა ის ფრთხილი

ყველასთვის ცნობილმა მომღერალმა, მარკუს მეტრეველმა წინასაახალწლო სამზადისს სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი მიუძღვნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მან მიმოიხილა დღესასწაულის წინ საქართველოში არსებული მდგომარეობა და საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ გაზრდილი სიყალბე.  „მოვიდა ეს ნანატრი ახალი წელიც. მოგვემატა კიდევ ერთი – ანუ დაგვაკლდა ჩვენი ცხოვრებიდან კიდევ 1 წელი. ყველა ვითომ ბედნიერია, ყველას ვითომ ერთმანეთი უყვარს, ყველა კეთილშობილდება, ყველა იღიმის და ცხოვრება უხარია. როგორი ფსევდოა ეს ყველაფერი. სრული ფარისევლობა. სუპერმარკეტებში რიგები: ჩქარა, გავავსოთ კალათები საჭმლით, მთელი წლის დანაზოგი დავდოთ საახალწლო მაგიდაზე სხვისი თვალის დასანახავად. შემდეგ ვიღაცას ზედმეტი კალორიების მიღების გამო კუჭი უსკდება და საავადმყოფოში გადაჰყავთ, საწყალ ბებოებს კი, ერთ ლარზე დათვლილი კალოროების გამო, შიმშილით კუჭები უხმებათ და საჭმლის რიგებში დგომით სიცოცხლის სურვილი უქრებათ...“ – წერს მომღერალი საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე.

 მარკუს მეტრეველი: 2015 წელი გავაცილე სამტრედიაში – იქ მქონდა ძალიან დიდი კონცერტი. იქიდან რომ წამოვედი უკვე გვიანი იყო და მე და ჩემი მძღოლი რიკოთის უღელტეხილზე შევხვდით 2016 წელს (იცინის). სხვათა შორის, ძალიან რომანტიკული იყო: მანქანაში ვიყავი, თოვდა, უამრავი ფოიერვერკი, კლასიკური მუსიკა... ეს დღესასწაული თითქმის ვერ ვიგრძენი, რადგან ვმუშაობდი – ჩვენ ვართობთ ხალხს და ამიტომ არ გვერგება. უფრო ახალი წლის  მეორე ან მესამე დღეს ვირგებთ, როცა აღებული თანხებით საშოპინგოდ მივდივართ (იცინის). წელს მქონდა ყველაზე კარგი ბედობა, რადგან  ჩემი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვიყავი. ეს წელი უკვე აქტიურად დავიწყე – ჩავწერე ახალი სიმღერა, სახელწოდებით „დამოკიდებული“.  ლევან ჩიჩუა რომ არ ყოფილიყო,  ჯერ ვერ გავბედავდი  სიმღერის დაწერას,  მისი მხარდაჭერით დავჯექით ფორტეპიანოსთან, მოვიდა მუზა  და შეიქმნა ეს არაჩვეულებრივი სიმღერა, რომელიც ეძღვნევა ყველა იმ ადამიანს, ვინც დამოკიდებულია  სიყვარულზე, ერთგულებაზე, სექსზე და ასე შემდეგ. ასევე,  მაიკო კაჭკაჭიშვილმა დამიწერა  სუპერსიმღერა და უკვე მასზეც ვმუშაობ.
–  სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი მიუძღვენი ახალი წლის სამზადისს. რატომ ფიქრობ ასე?
–  ჩემთვის ყოველდღე ახალი წელია – ახალი დღე როცა იწყება, ეს ჩემთვის  ახალი წელია. ცუდია, როცა ველოდებით ერთ დღეს, რათა ვიყოთ ვითომ ლმობიერები, კეთილები, მოსიყვარულეები.  ახალი წლის გარდა, დანარჩენი 364 დღე კი  ერთმანეთს ვლანძღავთ, ვჭორაობთ, ვაქილიკებთ, დავცინით და ასე შემდეგ – ზუსტად  ეს არის ჩვენი ქართველი ერის „გრეხი” და ეს მინდოდა მეთქვა.
–  ეს მხოლოდ ქართველებს ხომ არ გვეხება? ყველგან ხდება მსგავსი რამ.
–  მე ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნაცხოვრები და ვაძლევ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ ვთქვა: მსგავსი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ საქართველოში გაორმაგებულია, ძალიან დიდი აგრესია იგრძნობა ჩვენთან. მოდი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარები ავიღოთ, სადაც მომღერლებს ლანძღავენ. ეს იმის ბრალია, რომ ძალიან ბევრი უსაქმურია და არ უხარიათ სხვისი წარმატება. როგორც თავად ამბობენ, „რატომ უნდა იყოს ვიღაც მარკუს მეტრეველი წარმატებული და არა მე.”  იმას კი არ ფიქრობენ, რომ ამ ადამიანმა წარმატებისთვის ძალიან ბევრი ისწავლა და იშრომა.
– ქართული სუფრის თემაც განიხილე.
– ძალიან მომწონს ახალი წლის სპეციფიკა, როცა მთელი ოჯახი ერთად ხვდება და ერთად აღნიშნავს. მაგრამ, რაც სუპერმარკეტებში ვნახე ახალი წლის წინა დღეებში, არ ვიცი, რა იყო: ყველაფერს კალათებში ალაგებდნენ; ოღონდ მოესწროთ, ერთმანეთზე გადადიოდნენ, უამრავ პროდუქტს ყიდულობდნენ, თითქოს სხვა დღე არ არსებობს, მხოლოდ 31-ში უნდა ჰქონდეთ ყველაფერი. ყველა ოჯახში ერთი და იგივეა, არ არსებობს კრეატივი, მთელი ერი ერთნაირად ეგებება ამ დღესასწაულს. შეიძლება, ერთი ბოკალი შამპანურით შევხვდე ახალ წელს და არა მთელი მენიუთი. ეს ძალიან ცუდია და მძიმედ ისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და ახალი წლის შემდეგ გვიწევს საავადმყოფოებში სიარული შხამებისგან გასაწმენდად.
–  ყველას ხომ არ აქვს იმის შესაძლებლობა, რაც 31-ში სუფრაზე ექნება, ყოველდღე შეიძინოს? ალბათ, იცოდი, რომ ამის დაწერის შემდეგ კრიტიკა იქნებოდა.
– თუ იმ ერთი დღის განმავლობაში დააგემოვნებენ ყველა კერძს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში დარჩებათ სამახსოვროდ, მივესალმები ნამდვილად (იცინის). ღმერთმა ქნას, რომ ყველა ოჯახში ხვავი და ბარაქა შევიდეს, მე, უბრალოდ, ჩემი მოსაზრება ვთქვი. ვიდრე დავწერდი, რამდენჯერმე გადავიკითხე და აღვნიშნე, რომ ეს არ ეხება სრულიად საქართველოს. არიან გამონაკლისები, რომლებიც განსხვავებულად ხვდებიან. ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად, მე არასდროს არ მაქვს სახლში გოჭი... მიყვარს, როცა ახალ წელს ტკბილეულით და იმ ხილით ვხვდები, რომელიც მას ასტროლოგიური კალენდრის მიხედვით შეესაბამება. მაგალითად, წელს მაიმუნის წელია და დავხვდით ქოქოსით, ბანანით – ეს უფრო მომწონს. კერძების მენიუ, რომელიც ჩვენთან არსებობს, არის ტრადიცია, რომელიც ერთმანეთის წამხედურობით იქმნება – „თუ ის აკეთებს, მეც უნდა გავაკეთო.” თუმცა, ეს არა მხოლოდ ჭამაში გამოიხატება.
–  ვიდრე ცნობადი სახე გახდებოდი და ახალი წლის ღამეს კონცერტები გექნებოდა, როგორ ხვდებოდი ამ დღესასწაულს?
–  ანალოგიურად, როგორც ყველა (იცინის). ეს იმდენად შემაწუხებული იყო ჩემთვის, რომ, სულ ვამბობდი, რომ გავიზრდები, ჩემებური ახლი წელი მექნება-მეთქი.  დედაჩემი სამზარეულოში ფუსფუსს  12-ს რომ ხუთი წუთი აკლდა, მაშინ ამთავრებდა, იხსნიდა წინსაფარს და, დაქანცული, დატანჯული შლიდა სუფრას, აღარც ახალი წელი უნდოდა და არაფერი (იცინის). ეს არ არის ჩემთვის ახალი წელი. რაც ახალი წლის დღეებში ხდება, ყველაფერი მოჩნვენებითია. ეს რომ ჩვენს სისხლში და ხორცში იყოს გამჯდარი, გამიხარდებოდა, მაგრამ, მხოლოდ ახალ წელს გიყვარდეს ყველა და მხოლოდ ამ დღეს სცემდე პატივს – ჩემთვის მისაღები არაა.
– შვილებთან ერთად არ გაგიტარებია ახალი წელის დღეები?
–  კარგი იქნებდოდა, რომ მათთან ერთად გამეტარებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა – მათთან ურთიერთობის უფლებას არ მაძლევენ. ჩემი შვილების დედას ვრცელი წერილი მივწერე ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი არ მივიღე, რაც ძალიან მეწყინა. ყველანაირად ვცდილობ, ცივილურად და ლოიალურად დავიბრუნო ჩემს შვილებთან კონტაქტი, მაგრამ არ გამოდის. ბავშვებს ჩემთან ურთიერთობა რომ შეეძლოთ, ძალიან ბედნიერები იქნებოდნენ. ბევრჯერ მივსულვარ მათ სკოლასთან, დავმდგარვარ მანქანით და მიყურებია, როგორ შედიან შენობაში და გამოდიან. ერთხელ, ვერ მოვითმინე და გადმოვედი მანქანიდან. ლუკამ რომ დამინახა, იმდენად გაოცებული სახე ჰქონდა, მე ვიყავი პარალიზებული, ნაბიჯი ვეღარ გადავდი.
–  ახლახან რადიოს წამყვანი გახდი. როგორ მოერგე ახალ ამპლუას?
–  დიახ და ეს ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ჩემი ინტერვიუ პირველად ჟურნალ OK-ში დაიბეჭდა, როცა მონაწილეობას ბერძნულ „X ფაქტორში” ვიღებდი. დამირეკეს და შემომთავაზეს რადიოს ეთერში ერთ-ერთი გადაცემის  წაყვანა – აი, ამით დაიწყო ჩემი ახალი წელი. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს გამოცდილება, მაინც დავთანხმდი. მქონდა პირველი დღე, რაღაცეები კი შემეშალა, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ (იცინის). არ მაქვს ქართული განათლება მიღებული და მიჭირს კითხვა. საქართველოში რომ ჩამოვედი, ძალიან ბევრს ვკითხულობდი, მეტყველებაც მიჭირდა. ბოდიში მოვუხადე მსმენელს, მაგრამ, იმედია, შევეჩვევი ამ სფეროს.
–  შენი პირადი ურთიერთობები ყოველთვის სკანდალურია. ამ ეტაპზე რა ხდება?
–  მინდა აღვნიშნო, რომ ვერ ვიტან სკანდალებს. სხვათა შორის, ეს მხოლოდ დედაჩემმა და ჩემმა მეგობრებმა იციან.  მიყვარს მოთმენა, მაგრამ მერე, როცა ზედმეტებში გადადიან, ხდება ჩემი აფეთქება, გამოვდივარ მდგომარეობიდან და ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი დადგმულია. ამ პერიოდში ვარ ძალიან კომფორტულად, ისეთი ადამაინია ჩემ გვერდით, ვინც ამას იმსახურებს. ჯერჯერობით არ ვიტყვი, ვინ არის. ძალიან დიდ პატივს ვცემ მას, თუმცა სერიოზული არაფერი ხდება.  მადლობას ვუხდი ღმერთს იმ ორი სკანდალისთვის, რადგან ბევრი რამ ვისწავლე, თუნდაც ის, რომ ყველას არ უნდა ვენდო და ყველას არ უნდა ვუწოდო მეგობარი, ყოველივე  ამის მერე ძალიან ვფრთხილობ.

скачать dle 11.3