კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორ დააოჯახა გორის თეატრმა ქეთა ლორთქიფანიძე მესამეჯერ, როგორ ახერხებს 5 შვილის დედა მუდამ ფორმაში ყოფნას და როდის უნდოდა მას ზოოპარკის დირექტორობა

მსახიობი ქეთა ლორთქიფანიძე მაყურებელმა სერიალიდან „შუა ქალაქში” გაიცნო. კარიერაში ბევრი მიღწევა და წარმატება აქვს. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა,  ქეთა 5 შვილის დედაა, რომელთა აღზრდაშიც უშუალოდ მონაწილეობს მეუღლესთან ერთად და იმასაც ახერხებს, მუდამ ფორმაში იყოს, კარგად გამოიყურებოდეს, რაც ნამდვილად გამოსდის.

 ქეთა ლორთქიფანიძე: 15 წელია, რაც სცენაზე ვდგავარ და მიმაჩნია, რომ ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ამჟამად ვარ ორ თეატრში – ეს არის ჩემი უსაყვარლესი თავისუფალი თეატრი, სადაც 11 წელია ვმოღვაწეობ; ახლახან კი მივედი სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში, სადაც მამაჩემია მთავარი რეჟისორი და უკვე მეორე სპექტაკლი ვითამაშე. უწყვეტი სტაჟი მაქვს, სტუდენტობიდან ვმუშაობ. ჯერ ვმუშაობდი მაღაზიაში, ამასობაში დავამთავრე სამხატვრო აკადემია. მერე წავედი ქუთაისში, იქ დავიწყე მუშაობა თეატრში. შემდეგ გორის თეატრში ვთამაშობდი, საბოლოოდ კი, ჩემთვის უძვირფასეს „თავისუფალ თეატრში“ აღმოვჩნდი.
– როგორც ვიცი, თავიდან მსახიობობას არ აპირებდი...
– ზოოპარკის დირექტორობა მინდოდა (იცინის). ასეთი ოცნება მქონდა, – სახლში ყველანაირი ცხოველი მყოლოდა, თუ კი რამე არსებობს. მყავდა ზაზუნები, ზღვის გოჭები, კუ, კურდღლები, კატები, თუთიყუშები, ხვლიკი, თევზები და ჩემს შვილებთან ერთად, ყოველ დილით ფერმის მოვლას ვიწყებდი. შემდეგ ეს ყველაფერი შეგვიცოტავდა. დღესდღეობით ჩვენს ოჯახში სამი კატა ცხოვრობს და ახლა უკვე მატებას ველოდებით. პატარა კნუტები გვეყოლება და ამ ყველაფერში მთელი ოჯახია ჩართული.  ოჯახში მატება  აუცილებელია, როდესაც მივხვდი, რომ პრობლემები მქონდა, სამწუხაროდ, მეტ შვილს ვეღარ გავაჩენდი და პროდუქტიული პერიოდი დავამთავრე, ძალიან გამიჭირდა – განსაკუთრებით ბოლო წლებში, როცა სამი შვილი მივაყოლე და ახალი სიცოცხლე ოჯახში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. მოვიყვანეთ კატა, რომელსაც ჰქვია ოსკარი. დღის წესრგში დადგა აუცილებლობა, რომ ოსკარს ჰყოლოდა მეორე ნახევარი – მარგო.
– როგორც ვიცი, ძალიან გიყვარს პატარები. ბავშვობიდან გინდოდა ბევრი შვილი?
– თავიდან არ მინდოდა. პირველად, როცა თომა გავაჩინე და გულზე დამაწვინეს, მაშინ გადავწყვიტე, რომ ბევრი შვილი მინდოდა. პალატაში რომ გადმომიყვანეს, 8 გოგო ვიწექით. ყველა წუწუნებდა და როცა ვამბობდი, შვიდი შვილი მინდა-მეთქი, მახსოვს, ბალიშები მხვდებოდა (იცინის).
– ხუთი  შვილის დედა ხარ. აქტიურად ცხოვრობ როგორც მსახიობი და მუდამ ფორმაში ხარ. გაგვიმხილე, როგორ ახერხებ ამას.
– არ მიმაჩნია, რომ მუდამ ფორმაში ვარ (იცინის). ვფიქრობ, რომ მეტი შემიძლია. გულწრფელად ვამბობ ამას. შემიძლია, უფრო მეტად მივხედო თავს, მაგრამ ცოტა გავზარმაცდი. ალბათ, ასაკიც შემომეპარა. თუ თავისუფალი დრო მაქვს, მირჩევნია, დავიძინო და დავისვენო, ძალიან გადავიღალე. ყველა მეუბნება: კარგი, რა დროს შენი სიბერეა, ჯერ 40-ისაც არ ხარო. როცა დავფიქრდები, ვამბობ, ალბათ, ამ წლების განმავლობაში იმდენი მოვასწარი, მგონი, 60-ის ვარ-მეთქი (იცინის). ხუთი შვილი არ არის ნამდვილად ცოტა. 2000 წლიდან სცენაზე ვდაგავრ. მე ვარ უფრო ემოციური მსახიობი. ეს ცუდია, რადგან შემდეგ საკმაოდ დიდ დაღს მასვამს ჯანმრთელობაზე. ჩვენ მსახიობები ხელოვნურად ვცდილობთ ჩვენი თავი გავაღიზიანოთ, ჩავაგდოთ პანიკურ მდგომარეობაში, ეს მუდმივად ხდება. კვირაში 3-4 სპექტაკლს ვთამაშობთ და ეს არ არის იოლი. მსახიობობა სწორედ ამ მიზეზითაც არის ერთ-ერთი, ყველაზე რთული პროფესია. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ სახლში მომყვება დაღლილობა და როდესაც დაღლილი ვარ, ადვილად მეშლება ნერვები. პირდაპირ ვეუბნები ყველას: მე ახლა დაღლილი ვარ და შემიძლია, ნებისმიერ რამეზე ვიჩხუბო-მეთქი. ყველამ იცის, რომ ასეთ მომენტში საშიში ვარ (იცინის). ჩემი შვილები, პატარებიც კი მიგებენ ამ ყველაფერში, ოჯახი მაქსიმალურად მეხმარება. ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, რომ ამდენი შვილი რომ გყავს, ეს შენი არჩევანიაო. ამაში აუცილებლად ვეთანხმები. შეიძლება, ჩემი არჩევანია, მაგრამ რომ არა ოჯახის წევრების დახმარება, სხვანაირად შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, საგიჟეთში ვიქნებოდი. ძირითადად, მე და ჩემი მეუღლე ვართ ჩართული შვილების აღზრდაში – პატარებს ვგულისხმობ. უფროსები მაინც დიდები არიან. ჩემი პირველი შვილი – თომა სტუდენტია. მასზე აბსოლუტური მზრუნველობა დედაჩემს აქვს აღებული. თომამ ჯერ მუსიკალური დაამთავრა, შემდეგ სარეჟისოროზე ჩააბარა, იყო სტიპენდიანტი და ძალიან ბევრ ყურადღებას  ითხოვდა.
– ხუთი შვილი გააჩინე. მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა არ გაგიჭირდა? როგორც ვიცი, ბოლო მშობიარობა გაცილებით რთული იყო...
– მშობიარობის შემდეგ მე, ფაქტობრივად, არც შემისვენია, რადგან ეგრევე სერიალში ვბრუნდებოდი. რაც შეეხება ჩემს ნაბოლარა შვილს – იოანეს, ნამდვილად რთული ფეხმძიმობა მქონდა. სულ ვიწექი, ვმკურნალობდი. თავი გავანებე მაშინ ყველაფერს, მორალურად ძალიან გამიჭირდა. საკმაოდ მოვიმატე სხვა მშობიარობებისგან განსხვავებით.
– მკაცრი დედა ხარ?
– სამართლინი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ მკაცრი ვარ, ვერ ვიტან აკრძალვებს. ვცდილობ, მაქსიმალურად მეტი თავისუფლება ჰქონდეთ ჩემს შვილებს. უფროსები ჩვენი თეატრის აქტიური სტუმრები არიან. ჩემს ქალიშვილს, ნინის, რომელიც 15 წლისაა, მსახიობობა უნდა. გადაწყვეტილი აქვს უკვე. თომა გაცილებით კრიტიკულია. რაღაც სცენას ამოიჩემებს და მერე სულ მაშაყირებს ხოლმე. ყველას ინდივიდუალური ხასითი აქვს, ყველა თავისებურად მიჯერებს. აბსოლუტურად სხვადასხვა პლანეტები არიან (იცინის). საერთო არცერთს არ აქვს.
– სამჯერ შექმენი ოჯახი და დღეს ძალიან ბედნიერი ხარ. როგორ ახერხებენ შენი შვილები ნამდვილ მამებთან ურთიერთობას.
– თომას მამა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მაგრამ აქტიურად ვმეგობრობთ თომას და-ძმასთან. ჩემი ქალიშვილი ძალიან ახლო მეგობარია თომას დის და მიაჩნიათ, რომ ისინი დები არიან. რაც შეეხება ნინის, ძალიან აქტიური ურთიერთობა აქვს თავის მამასთან. ნინიზე მამამისს ძალიან დიდი ამაგი აქვს. როცა ნინი გავაჩინე, 40 დღის იყო,  პირველი სპექტაკლი რომ ვითამაშე.  მამამისს მოჰყავდა თეატრში, ვაჭმევდი, შემდეგ ისევ მიჰყავდა. რომ არა ის, ნამდვილად გამიჭირდებოდა თამაში. ასევე, გამიჭირდებოდა ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება.
– მესამედ როგორ გათხოვდი?
– მე ქალაქმა გორმა და გორის თეატრმა გამათხოვა. მაშინ იქ ვმუშაობდი. ერთ-ერთ მორიგ რეპეტიციაზე ჩავედი. მსახიობების დიდი ჯგუფი მიდიოდა საქეიფოდ ერთი ადამიანის ოჯახში, რომელიც თბილისიდან იყო ჩამოსული. მეც მთხოვეს, წავსულიყავი. თავს ვიკავებდი – არ ვიცნობ და რა მინდა-მეთქი. ძალით წამიყვანეს. ასე აღმოვჩნდი ჩემს შემდეგ ოჯახში, ჩემი ქმრის სახლში. მივედი სტუმრად და მერე დავრჩი (იცინის). თავიდან ვერ მივხვდი, მისგან არანაირი სიმპათია არ მიგრძნია. არც მე გამჩენია არანაირი ინტერესი. ინტუიცია კარგად მაქვს განვითარებული, მაგრამ იმ მომენტში ინტუიციას ეძინა. არ ვიცი, როდის გაუჩნდა მას გრძნობა. ხომ იცით, მერე კაცები იტყუებიან ხოლმე, დაგინახე თუ არა, შემიყვარდიო – არ მჯერა ეგეთი რაღაცეების. ჩემთვის ჩემი მეუღლე, ერთი შეხედვით, ნამდვილი ყანწიანი ქართველი იყო (იცინის). სულ ვამბობ ყანწიან ქართველებს არ მოვწონვარ-მეთქი. რატომღაც მაშინ ასეთი შეხედულება მქონდა. ახლა არც მე ვამბობ ყანწზე უარს (იცინის). ყველაფერი იცვლება. ჩემი მეუღლე მეღვინეა. მეც ძალიან ჩართული ვარ მის საქმიანობაში. მანამდე 2-ჯერ ვიყავი ქორწინებაში. ქორწინება ჩვევაში ნამდვილად არ გადამსვლია. ზაზა ძალიან დინჯია  და რაც მთავარია – ძლიერი საყრდენი. მე სულ ვამბობ, ზაზას  ხასიათი რომ არა, ალბათ, მაქსიმუმ, ერთი წელი გვეცხოვრა ერთად – ძნელია ზაზას მდგომარეობიდან გამოყვანა. აი, მე კი ფიცხი ვარ (იცინის). მშვიდად ნამდვილად არ ვცხოვრობთ – ჯერ იმდენი შვილები ვაჩინე (იცინის)... შეკრული ოჯახი ვართ – ერთი გუნდი და გვესმის ერთმანეთის.
– თავიდანვე შეეგუა შენს გრაფიკს? სიურპრიზებს თუ უწყობთ ერთმანეთს? ალბათ, რთულია ხუთი  შვილის გვერდით რომანტიკული წყვილის შექმნა...
– თავიდანვე შეგუებული იყო. მაქსიმალურად მეხმარება და გვერდში მიდგას. ადრე უფრო მეტ სიურპრიზს ვუწყობდით ერთმანეთს. შემწვარი გოჭი მიყვარს ძალიან. მახსოვს, ახალი წელი იყო. მეუღლე მუშაობდა სენაკში და ვიცოდი, რომ არ უნდა ჩამოსულიყო. თეატრში რაღაც პრემიერა იყო – ზუსტად აღარ მახსოვს. უცებ ზარია ტელეფონზე: გამოდიო. გავედი გარეთ და საბარგულში შემწვარი გოჭი იდო. ეს იყო ყველაზე გემრიელი სიურპრიზი, რაც კი გაუკეთებია. რაც მახსენდება, ყველაფერი კუჭთანაა ახლოს (იცინის). როდესაც ახალი გაცნობილი მყავდა და ჯერ კიდევ დარწმუნებით არ ვიცოდი, ვუყვარდი თუ არა, მეგობარმა სპექტაკლზე დამპატიჟა, რომლის დამთავრების შემდეგ მისალოცად ავედი საგრიმიოროში. ამ დროს შემოვიდა ჩემი მეუღლე და მითხრა, მეც პირველად ვნახე ეს სპექტაკლი და მოდი, აღვნიშნოთ დღევანდელი დღეო. მოკლედ, ყველანი წავედით რესტორანში. უცებ მივხვდი, რომ არავინ არ არის იქ, ჩვენ გარდა. დავსხედით, მისი მეგობრებიც მოვიდნენ, რაღაც ცოტა უხერხული მდგომარეობა იყო და 12  საათი რომ  გახდა, ზაზამ  მომილოცა დაბადების დღე. ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან არ ვიცოდი, ჩემი დაბადების თარიღი თუ იცოდა.
– ბევრისგან მსმენია, რომ ცხოვრებაში ძალიან ჰგავხარ ეკას – შენს გმირს „შუა ქალაქში“. რეალურია ეს?
– არ არის ეს ჭკუას მოკლებული (იცინის). არასდროს მომწონებია ჩემზე პატარა ასაკის მამაკაცი. მირჩევნია, მამაკაცი 5 წლით და კიდევ მეტით იყოს უფროსი ქალზე. მერე უკვე იყო „გოგონა გარეუბნიდან“ ლევანიე ხომერიკის ცოლი – მარი. ძალიან მიყვარდა ეს გმირი, განსაკუთრებით თავიდან, იმიტომ რომ, აბსოლუტურად განსხვავებული იყო ჩემი ხასიათიდან. მიყვარდა მარი თავისი ოჯახით – ლევანიე ხომერიკის დედა, ქალბატონი ეკა, რომელსაც დღემდე დედას ვეძახი (იცინის). უზომოდ მიყვარს ჩემი გიორგი. ჩემზე ბევრად პატარაა და ხანდახან მგონია, რომ დედაშვილურად მიყვარს უკვე. ამ სერიალით ვცხოვრობდი და ჩემს ქმარს ხშირად ვეუბნებოდი: ხანდახან მგონია, სერიალია ჩემი ნამდვილი ოჯახი და რეალობა-მეთქი. კარგად მახსოვს, სცენარი რომ წავიკითხე და გავიგე, გიორგის ვშორდებოდი, ბევრი ვინერვიულე. ჩემი მეუღლე საკმაოდ კარგი იუმორის მქონე ადამიანია. ერთხელ დასავლეთში მიდიოდა მეგობრებთან ერთად და როდესაც ლესაში გაიარა – ვაიმე, ეს ჩემი ცოლის ქმრის სოფელიაო. სერიოზული უხერხულობა ჩამოვარდნილა მანქანაში და ძალიან დიდხანს ვერაფერს მიმხვდარან... მერე – ლევანიე ხომერიკიო და ეგრევე სიცილი ამტყდარა. ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა მაშინ, დღეები მერეოდა და ხანდახან  სხვაგან მისასვლელი, სხვაგან მივდიოდი.

скачать dle 11.3