კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამართლებს თუ არა ბაკურ სვანიძე ცოლების მკვლელობას და რატომ ჰქონდა მას თინა მახარაძის თემაზე მძიმე რეაქცია

ბაკურ სვანიძის პოსტებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება აქვს.  როგორც თავად ამბობს, თემები, რომლებიც ქვეყნისთვის და ერისთვის საჭირბოროტოა, მისთვის ყოველთვის არის ყურადღების ცენტრში. ყველას ახსოვს მისი წამოსვლა „კომედი შოუდან”, იყო კიდევ სხვადასხვა ხმაურიანი თემა მის ირგვლივ. უკვე წლებია, ის იუმორისტულ სფეროს ჩამოშორდა და, შეიძლება ითქვას, ძველ საქმიანობას დაუბრუნდა – ბაკურ სვანიძე ამჟამად პუბლიცისტიკაში მოღვაწეობს.

 ბაკურ სვანიძე: სოციალურ ქსელში ყველა თემას არ ვეხები, მხოლოდ იმ თემებზე ვწერ, რომლებიც,  მიმაჩნია, რომ საჭირბოროტოა. ისეთი საკითხები, როგორიც იყო „რედისონის” მეთხუთმეტე სართულზე ვიღაცეების ქუნქული და ნინა სუბლატის „ევროვიზიაზე” გამოსვლა, არ შევხებივარ, არ განმიხილავს. ხოლო, როგორიც არის რატი ამაღლობელის მიერ პატრიარქის ირიბი გალანძღვა, ამას უკომენტაროდ ვერ დავტოვებდი. კონკრეტულ შემთხვევაში, არ ვეხები საეკლესიო თანამდებობას. თუ საქართველოს ოდესმე დეგენერატი პატრიარქი ეყოლება, გავლანძღავ. ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი რაღაც მოხდეს, მაგრამ, ისეთი კეთილგონიერი, ჭკუადამჯდარი, კეთილშობილი, უნიჭიერესი ადამიანი, როგორიც ილია შიოლაშვილია, როგორ შეიძლება, გალანძღო?! ეს რომ ადამიანს აზრად მოუვა, ის არანორმალურია.  აღმოჩნდა, რომ, ის საწყალი მოხუცი არა ყინვით, არამედ გულით გარდაცვლილა. ამიტომ, ხალხნო, ცოტა დაფიქრდით! – ამას ვწერ, მეტს კი არაფერს.
– თქვენს პოსტებს კრიტიკაც ხშირად მოჰყვება.
– კი, რა თქმა უნდა, თურმე „თბილისის ფორუმზე” გაიხსნა თემა, რომ ბაკურ სვანიძეს მაგრა აკლია. მაგრამ, ამ ქვეყანაში პატრიარქს ლანძღავენ და, მე ვინ ვარ, რომ ჩემზე ცუდი არ თქვან?! არცერთხელ არ წამიკითხავს არგუმენტი, რის გამო ვიმსახურებ ლანძღვას; უბრალოდ, წერენ, ბაკურ სვანიძეს აკლიაო, მაგრამ, რატომ აკლია, რა არის, როგორ არის, რა დაწერა ამ კაცმა არასწორი – ამის არგუმენტი არ აქვთ. რატი ამაღლობელის ცნობილ პიეტას რომ გამოვეხმაურე, დაწერეს, ორივე საზიზღრები არიანო, მაგრამ, რატომ – არ დაუკონკრეტებიათ. ასეთი გაყინული მოხუცები ქუჩიდან ხელში აყვანილი მიმიყვანია სახლამდე, მაგრამ, არ ვარ ის კაცი, რომ ამის აფიშირება გავაკეთო. იგივე იყო 13 ივნისის მოვლენების დროს, ჩემზე წერდნენ, რომ ცხოველები არ მიყვარს და რაღაც სისულელეებს. ქუჩაში გაყინული კატები და ძაღლები წამიყვანია სახლში და გამითბია, მაგრამ, როცა ამხელა ტრაგედია ხდება და შენ ვიღაცას უყენებ პრეტენზიას – ლომი რატომ მოკალი, ხომ კარგი იყოო, – სისულელეა. ერთი პერიოდი აქტუალური თემა იყო ცოლების მკვლელობა. ეს საკითხი რომ განვიხილე, წერდნენ, ბაკურ სვანიძე ცოლების მკვლელობას ამართლებსო. თუ აზრი ვერ გამოგაქვს ჩემი ნაწერიდან, შენს რეგვენ ტვინს დააბრალე. მე თვითონ ვარ გაშორებული ცოლთან 6 წელზე მეტია და, არც მომიკლავს, არც ხელი დამირტყამს, არც ხმამაღალი სიტყვა მითქვამს და არც მიგინებია. მე თვითონ მყავს 17 წლის ქალიშვილი. ჯერ გაიგეთ ადამიანის პირადი ცხოვრება, ვინ არის, რას წარმოადგენს და მერე დაიწყეთ ლაპარაკი! ელემენტარული დავწერე: გოგონებო, როცა მამაკაცს შორდებით, არ ითამაშოთ მის ნერვებზე, წყნარად იყავით, რადგან, აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდნილი მამაკაცი იყენებს იმას, რაშიც უპირატესობას გრძნობს, ამ შემთხვევაში – ძალას-მეთქი, – ეს ვთქვი, მეტი არაფერი და, თურმე ბაკურ სვანიძე ქალების მკვლელობას ამართლებს. ქალების მკვლელობა კი არა, კალია რომ შემოხტება ზაფხულობით ფანჯარაში, საათობით დავდევ, რომ დავიჭირო და ცოცხალი გავუშვა გარეთ. ამ თემას მოჰყვა შემდეგ ის, რომ, თურმე, ცოლებს მარტო ქართველი მუტრუკები კლავენ. აიღეთ გაეროს სტატისტიკა და ნახეთ, რომ საქართველო ქალებზე ძალადობის მაჩვენებლით ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.
– პოლიტიკურ თემებსაც ხშირად ეხებით. მუქარა თუ ყოფილა?
– ყოფილა, საერთოდ, მე არ ვარ პანიკიორი. ერთი პერიოდი „რეპორტიორში” ვმუშაობდი და იქ იყო რაღაც მუქარა, შინაგან საქმეთა სამინისტრომაც ჩაატარა გამოძიება. მეხვეწებოდნენ, პრესკონფერენცია გამეკეთებინა ამ თემაზე, მაგრამ უარი ვთქვი.
– რას აკეთებს ამჟამად ბაკურ სვანიძე?
– ამჟამად ვმუშაობ – მიწვეული ავტორი ვარ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში”. ეს ჩემი ძველი პროფესიაა, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის. გამეცინა, როცა დაწერეს, რომ, ეს „ბუდარია” როდისღა გახდა ჟურნალისტიო. ვიდრე „ბუდარიას” დავიწყებდი, მანამდე, 1995 წლიდან ვმუშაობდი ამ სფეროში. მართლა ვიღაც-ვიღაცეები გახდნენ ჟურნალისტები და, ცოტა სასაცილოა, ჩემზე რომ ამას ამბობენ. დიდი გზა მაქვს გავლილი – უშტატო კორესპონდენტით დაწყებული, ჰოლდინგის მთავარი რედაქტორის მოადგილით დამთავრებული. დღეს ვაგრძელებ პუბლიცისტიკას; ასევე, მაქვს მცირე შპს, სადაც ნებისმიერი ტიპის ვიდეოპროდუქციას ვამზადებთ.
– კომედიურ ჟანრში დაბრუნებას აღარ აპირებთ? „კომედი შოუს” ბიჭებთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
– კომედიურ ჟანრში დაბრუნების შესაბამის ფონსა და სიტუაციას ვერ ვხედავ. დღეს ყველგან ჩაკეტილი წრეებია, სადაც ცხვირს არავინ შეგაყოფინებს. ბევრი სფეროა, სადაც არა ნიჭისა და უნარის მიხედვით აჰყავხარ, არამედ, სხვა კრიტერიუმებით გაფასებენ. მაგალითად, დარწმუნებულები უნდა იყვნენ შენში, რომ მას არ დაარტყამ, ჩემს შემთხვევაში კი ამაში ვერავინ იქნება დარწმუნებული. სხვათა შორის, ედუარდ შევარდნაძის დროს ასე არ იყო. პირველი და მეორე არხები სახელმწიფო ტელევიზიებად ითვლებოდა, ამ არხების მეშვეობით ვაკრიტიკებდით ედუარდ შევარდნაძეს და კაციშვილი ხმას არ გვცემდა. „იმედზე” ეს სფერო (და არა მარტო ეს) შალვა რამიშვილის „კანტორა” გახდა.  ვინც მას არ ევასება იქ ვერ მივა და, ვინც არ ევასებოდა  ის ხალხი წავიდა.  ინგა გრიგოლიას რომ შალვა რამიშვილით ანაცვლებ, ცოტა ვერ გაქვს კარგად საქმე. „რუსთავი 2” კიდევ სულ სხვა თემაა – ბიძინას უნდა აგინო და მიშა აქო; თან, ნიკა გვარამიასთან ჩემმა მტერმა იმუშავა. საერთოდ არ ვიცნობ მას, გამარჯობაც არ მაქვს ნათქვამი, მაგრამ, ეთერში ხომ მინახავს, რა განცხადებებსაც აკეთებს. რაც შეეხება „კომედი შოუს” ბიჭებს, მათთან არავითარი ურთიერთობა არ მაქვს. ადრე „გამარჯობის” დონეზე გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ ახლა აღარ. არაადამიანებთან ურთიერთობა ვერ მექნება, რომლებიც  ადამიანებზე ამბობენ – დახოცეთ, მოკალით და გაუტეხეთ თავებიო – ასეთ ხალხთან მორალური კონფლიქტი მაქვს. უსინდისო განცხადებები გააკეთეს, რომ, თურმე, ბაკურ სვანიძე არაფერს აკეთებდა, იჯდა კომპიუტერთან და თამაშობდა. არადა, მაგათ გოგიჩაიშვილი რომ გააგდებინეს „რუსთავი 2-დან” დაბნეული ბატებივით დადიოდნენ, არ იცოდნენ, რა ეკეთებინათ. მოვიდნენ ჩემთან სახლში და მთხოვეს, რომ დავბრუნებულიყავი და პროდიუსინგი ამეწყო. დავინიშნე მთავარ პროდიუსერად და ყველაფერი თავიდან ავუწყვე. მაგრამ, მათი მხრიდან იმის განცხადება, რომ, თურმე მე არაფერს ვაკეთებდი, დიდი უნამუსობა იყო. ვურეკავდი კიდეც ამ თემაზე, მაგრამ, არ მიპასუხეს.
– თქვენს შვილებზე გვიამბეთ. მკაცრი მამა ხართ?
– ელენე 1998 წელსაა დაბადებული, ბაჩანა – 2000 წელს. ელენე აბიტურიენტია, წელს ამთავრებს. „მკაცრი” – ისეთი ტერმინია, სხვადასხვანაირად აღიქვამს ხალხი. რაშიც საჭიროა, იქ მკაცრი ვარ. მაგალითად, რომ მითხრას, გოგოებთან ერთად ვრჩები ერთი კვირა დაქალის აგარაკზეო,  წინააღმდეგი ვიქნები. ის, რომ  17-18 წლის გოგოს შეყვარებული შეიძლება ჰყავდეს და ჰყავს კიდეც, ამაში არაფერია საგანგაშო. რომ გაიგებენ, ჩემი შვილია, ეუბნებიან ხოლმე – ალბათ, მამაშენი სახლიდან არ გიშვებსო. ეს არის ჩემი პოსტების არასწორი გაგება. თინა მახარაძის თემაზე ძალიან მძიმე რეაქცია მქონდა, იმიტომ, რომ ამის ტლიკინი საჯაროდ არ შეიძლება, ხალხო! ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში ანგელოზი ვარ ან შვილს არ ველაპარაკები  მსგავს თემებზე. ისეთ თემებზე მაქვს ჩემს შვილებთან ნალაპარაკები თინა მახარაძემ რომ გაიგოს გული წაუვა. ვიღაცეებს სერიოზული ტრადიციონალისტი ვგონივარ – ქამარ-ხანჯალი მიკეთია და, ქორწინებამდე გოგომ ქალიშვილობა თუ დაკარგა, ავხანჯლავ. ეს სისულელეა. უბრალოდ, შევღონდი სექსის თემით.

скачать dle 11.3