კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააცურა ყრუ-მუნჯთა სკოლის პედაგოგმა „მურის“ ოპერმუშაკები

1974 წელს კუდზე  დავასხედით ყრუ-მუნჯთა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელიც სავალუტო ოპერაციებით იყო დაკავებული. მათზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დავაწესეთ და ყრუ-მუნჯთა სკოლიდან ორი პედაგოგი ავიყვანეთ, რომლებიც ბოროტმოქმედთა ჟესტების ენას გვიშიფრავდნენ. პარალელურად კი მთელ ამ პროცესს ფარულად ვიღებდით კინოფირზე. სამსახურში რომ ვბრუნდებოდით, მეორე პედაგოგს გზაში დაწვრილებით გავაშიფრინეთ კინოფირი და ტექსტი ქაღალდზე გადავიტანეთ.
ერთ საღამოს, როდესაც რესტორან „არაგვში“ ყრუ-მუნჯთა ბანდის თავკაცი ერთ უცხოელ „პაძელნიკს” შეხვდა, ჩვენთან მყოფმა მთარგმნელმა გვითხრა:
– ხვალ, საღამოს 8 საათზე, ყრუ-მუნჯს ფულსა და ალმასებს მოუტანენ, რომელსაც უცხოელი წაიღებს, შემდეგ კი დიპლომატიური ბარგით აფრიკაში გაიტანენო.
ჩვენი მეგზური პედაგოგი სახლში გავუშვით დასასვენებლად და სამსახურში დავბრუნდით; იქ კი მეორე თარჯიმანი დაგვხვდა, რომელსაც ფირი ჩავაბარეთ გასაშიფრავად. იმ ღამეს მე ვიყავი მორიგე და სრული თარგმანის ტექსტი ღამის 2 საათზე მომიტანეს. წავიკითხე და გავოცდი: ფურცელზე გარკვევით ეწერა, რომ ალმასებისა და 300 ათასი დოლარის გადაცემა საღამოს 9 საათზე უნდა მომხდარიყო, ანუ მაშინ, როდესაც ჩვენ თვალთვალი მოვხსენით... ტვინში დამცხა. სასწრაფოდ შევკრიბე ოპერატიული ჯგუფი და ყრუ-მუნჯების სახლისკენ გავემართეთ, სადაც გათიშული ბინის პატრონი და უგონოდ მყოფი მისი აფრიკელი კოლეგა დაგვხვდა. ნათელი იყო, რომ ყრუ-მუნჯთა პედაგოგმა გაგვაცურა – სათავისოდ გამოიყენა ეს სიტუაცია და 300 ათასი დოლარი და მსხვილკარატიანი ალმასები გაიტაცა... თუმცა, შორს ვერ წავიდა და სამი დღის შემდეგ მაღაზია „ბერიოზკაში“ ავიყვანეთ, როდესაც ის გატაცებული დოლარებით საექსპორტო რუსულ არაყს ყიდულობდა.
გივი ბექაურის ნაამბობის
მიხედვით

скачать dle 11.3