კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორჯერ ნასამართლევმა მამაკაცმა ნათესავი გოგონა გაუპატიურების შემდეგ ჩანგლით ყელში დაჭრა

წარსულში ორჯერ ნასამართლევ მამაკაცს, 17  წლის  გოგონას გაუპატიურებისა  და მკვლელობის მცდელობისთვის,  10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, რომლის მიზანიც  განსასჯელის ფსიქიკური მდგომარეობის  დადგენა იყო, 43 წლის მერაბ დ-ძე ფსიქიკურად გაწონასწორებული აღმოჩნდა. ექსპერტიზის მიხედვით, მას შეეძლო საკუთარი ქმედების კონტროლი და სასტიკი დანაშაული, განზრახ ჩაიდინა. მამაკაცი  ჯერ ახალგაზრდა გოგონას გაგუდვას ცდილობდა, შემდეგ კი მას ყელის  არეში  ჩანგლით მძიმე დაზიანება მიაყენა. 
  საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ  მერაბ დ-ძე და ირინა ბ-შვილი შორეული ნათესავები იყვნენ. მერაბ დ-ძე სოფელში, სადაც ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობდა, ცოლ-ქმარ ეთერ და სოსო ბ-შვილების ხშირი სტუმარი იყო. გოგონა სწორედ ამ ცოლ-ქმრის მეზობლად მდებარე ბინაში ცხოვრობდა.  მერაბ დ-ძე მას კარგად იცნობდა, გოგონა ძალიან მოსწონდა და სოფელში ყოველი ვიზიტის დროს, მასთან დაახლოებას ცდილობდა. მერაბ დ-ძე წარსულში ორჯერ იყო  ნასამართლევი, ორჯერვე მძიმე დანაშაულისთვის. გოგონას მშობლები მუდმივად აფრთხილებდნენ, რომ მერაბ დ-ისგან თავი შორს დაეჭირა. უფრო მეტიც, ამის გამო ირინა ბ-შვილის ოჯახს და მარტოხელა ცოლ-ქმარს შორის, რომელიც თბილისელი ნათესავის იმედად ცხოვრობდა, რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირებაც კი მოხდა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი,  იმ დღეს, როდესაც   მერაბ დ-ძემ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, ის სოფელში განზრახ ჩავიდა და გოგონას გატაცება გადაწყვიტა.  მან  17 წლის ირინა მოტყუებით წაიყვანა ახლობლის აგარაკზე, სადაც დაზარალებული გოგონას ჩვენების მიხედვით,  მასთან სქესობრივი კავშირი ძალის გამოყენებით დაამყარა. გოგონა მოძალადე მამაკაცისგან თავის  გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ  უშედეგოდ. მერაბ დ-ძემ ის ჯერ გააუპატიურა, თან გოგონას ყვირილის ხმა რომ ჩაეხშო, მას  სახეზე ბალიში დააფარა. გონებადაკარგული გოგონა გონზე მოსვლის შემდეგ, კვლავ შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას. მაშინ მერაბ დ-ძემ მას ჯერ ყელში წაუჭირა ხელი და მისი დახრჩობა სცადა, მაგრამ გოგონა ხელიდან დაუსხლტა. მაშინ მოძალადემ მაგიდიდან   ჩანგალი აიღო და ყელში დაარტყა.
დაჭრილმა გოგონამ სახლის დატოვება და გაქცევა მაინც მოახერხა და სწორედ ამ დროს გადააწყდა მას შემთხვევითი გამვლელი, რომელმაც დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. პოლიციამ სასწრაფო გამოიძახა და მათ მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონას გადარჩენა შეძლეს.
სამართალდამცველებმა მერაბ დ-ძე, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, იმავე ღამეს დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და ყველაფერი დეტალურად აღწერა. თუმცა, მოგვიანებით, როცა სასამართლოზე წარსდგა, ჩვენება ნაწილობრივ შეცვალა და საკუთარი ქმედება იმით ახსნა, რომ გოგონა შურისძიების გამო გააუპატიურა. სულ დამცინოდა, მასხრად მიგდებდა  და ამის გამო ვიძიე მასზე შურიო. დაზარალებული გოგონას ოჯახის წევრებისა და ნათესავების რისხვას დაკავებული მერაბ დ-ძე  ძლივს გადაურჩა. სოფელი მისი ლინჩის წესით  გასამართლებას ითხოვდა, თუმცა დაკავებული მამაკაცი სამართლადამცველებმა  განრისხებულ მოსახლეობას რაიონიდან მალევე გაარიდეს. ამონაწერი განსასჯელის ჩვენებიდან: „ირინა თავიდანვე მომწონდა,  მინდოდა ცოლად შემერთო, მაგრამ ჩემი წარსულის და ასაკის  გამო, მასზე ბევრად უფროსი ვიყავი,  მისი ოჯახი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. თვითონ ირინაც  ჩემს გრძნობებს ცინიკურად პასუხობდა, ამიტომაც ვიყავი მასზე გამწარებული. ერთი-ორჯერ ბიცოლაჩემს ისიც კი ვუთხარი, აქ აღარ ჩამოვალ-მეთქი, მაგრამ ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი ჩემს კმაყოფაზე იყვნენ და უპატრონოდ ვერ ვტოვებდი.  იმ დღეს სოფელში განზრახ ჩავედი. ვიცოდი, რომ მისი მშობლები რაიონში არ იყვნენ.   არაყი დავლიე, ირინას ვთხოვე, რომ ნათესავის აგარაკზე გამომყოლოდა, სადაც სუფრა იყო გაშლილი. სინამდვილეში, იქ არავინ არ იყო. ალბათ, მასაც მოვწონდი, თორემ არ გამომყვებოდა.  როცა  ბინაში მივედით, ირინამ მასხარად ამიგდო, შეურაცხყოფა მომაყენა. გამწარებულმა ასე ვიძიე მასზე შური – თუმცა, როცა მივედი, არც მისი გაუპატიურება მიფიქრია და არც დაჭრა. ეს სულიერი აღელვების გამო ჩავიდინე”. დაზარალებული გოგონას დედის ჩვენების მიხედვით, მერაბ დ-ძე გოგონას ხშირად ემუქრებოდა და ეს მუქარა სისრულეში სწორედ იმ დღეს მოიყვანა.  ჩემი შვილის ცოლად მოყვანა არ უნდოდა. ამას იმიტომ იგონებს, რომ თავი გადაირჩინოსო, აცხადებდა ირინა ბ-შვილის დედა. დაზარალებული ოჯახი განსასჯელის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა, მას საბოლოოდ, გოგონას გაუპატიურებისა და მკველელობის მცდელობაში დასდეს ბრალი, რადგან მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონასთვის ყველაფერი ფატალური შედეგით დამთავრდებოდა, შემთხვევის ადგილიდან რომ არ გაქცეულიყო. სასამართლომ არ გაიზიარა მერაბ დ-ძის დაცვის მიერ მოთხოვნილი   სასჯელის შემსუბუქება  და მას 10 წლით პატიმრობა  მიუსაჯა.

скачать dle 11.3