კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოვთვალოთ ჩვენთვის სასურველი პერიოდი ფინანსურად და კარიერის თვალსაზრისით

არის თვეები, როცა ვარსკვლავები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. ამ დროს წამოწყებული საქმე სამომავლოდ სარფიანი გამოდგება თქვენთვის და კარგ მოგებასაც მოგიტანთ. იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ვარსკვლავების „რჩევები”. ყური უგდეთ, რას გიწინასწარმეტყველებენ ისინი, როდის არის სასიკეთო და იღბლიანი პერიოდი ასტროლოგიურად. სარისკო საქმის დაგეგმვა, იქნება ეს მცირე ბიზნესი თუ ელემენტარული სამუშაო, იმ დროს უნდა წამოიწყოთ, როცა თქვენთვის ასტროლოგიურად, მომგებიანი დროა. ამის გარკვევა არც ისე ძნელია, სამაგიეროდ, ბევრ პრობლემას, წინააღმდეგობასა და უიღბლობას აირიდებთ თავიდან.
რომ გაიგოთ, როდის დგება თქვენთვის სასიკეთო პერიოდი, უნდა შეგეძლოთ მისი გამოთვლა. ათვლა უნდა დაიწყოთ თქვენი დაბადების თვიდან. მაგალითად, თუ დაიბადეთ აგვისტოში, თქვენთვის პირველი თვეა სექტემბერი, თუ სექტემბერში – ოქტომბერი და ასე შემდეგ.
პირველ თვეს ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ, გამოამჟღავნოთ დიდი ძალისხმევა და კარგად დაფიქრდეთ, სანამ ახალ საქმეს წამოიწყებთ, რადგან, მომავალში დიდია დანაკარგის რისკი. ამ პერიოდში წამოწყებულ საქმეში მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა. ზოგადად, კარიერასა და ფინანსური თვალსაზრისით ამ პერიოდში ცვლილებებისგან თავის შეკავებას გირჩევთ.
მეორე თვეს საქმე გააზრებულად და აუჩქარებლად წამოიწყეთ, თუ გინდათ, რომ მან ფინანსური კეთილდღეობა მოგიტანოთ. არ გირჩევთ, ამ პერიოდში საქმის ვალით დაწყებას. დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა და პარტნიორების მხრიდან ღალატი. იყავით წინდახედული და ახალი საქმე მომავლისთვის გადადეთ.
მესამე თვეს, შეგიძლიათ, თამამად გადადგათ ნაბიჯი საფინანსო სფეროში და წამოიწყოთ ნებისმიერი ახალი საქმე. ამისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ, სამაგიეროდ, სამომავლოდ ეს აუცილებლად მოგიტანთ მოგებას.
მეოთხე თვეს, უფრო მეტი გონიერება გმართებთ, რათა სწორად განსაზღვროთ ნებისმიერი საქმე. ამ დროს ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, თორემ შეიძლება, სამომავლოდ სანანებელი გაგიხდეთ.
მეხუთე თვე თქვენთვის სარისკოა ახალი საქმისა და ბიზნესის წამოსაწყებად. მაღალია მოტყუების მცდელობა პარტნიორების მხრიდან და შეცდომების დაშვების ალბათობა.
მეექვსე თვე ყველაზე ნაყოფიერი და სარფიანია საქმის წამოსაწყებად და ბიზნესში ფულის დასაბანდებლად. იყავით შრომისუნარიანი, იმოქმედეთ მიზანდასახულად, მოახდინეთ ძალების სწორად მობილიზება და ყველაფერი გამოგივათ. მომავალში კი, ეს ყოველივე სასურველ შედეგს გამოიღებს.
მეშვიდე თვე საკმაოდ რთულია საქმესთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. არ წამოიწყოთ საქმე დამოუკიდებლად და ნურც რამე ნაბიჯს გადადგამთ სხვების რჩევების გარეშე. ის პრობლემები, რაც შეეხება ბიზნესსა და საქმეს, ჯობია, სხვების დახმარებით გადაჭრათ.
მერვე თვეს ნუ გარისკავთ, რადგან, მაღალია მოტყუებისა და ცდუნების ალბათობა. ამ პერიოდში კოსმოსიდან დედამიწაზე ნეგატიური ენერგიები მოდის, რაც შეცდომას დაგაშვებინებთ საქმეში. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება და წინდახედულება გმართებთ, სანამ ნაბიჯს გადადგამთ.
მეცხრე თვეს შეგიძლიათ, თამამად მოაგვაროთ საქმესთან დაკავშირებული პრობლემები, დაგეგმოთ ახალი. იმოქმედეთ მიზანდასახულად და თქვენი ფინანსური კეთილდღეობა ახლო მომავალში იქნება გარანტირებული.
მეათე თვეს, ჯობია, ბევრი არ ილაპარაკოთ, რომ თქვენი ბიზნესგეგმებით სხვებმა არ ისარგებლონ. იმოქმედეთ დამოუკიდებლად და კარგად გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი.
მეთერთმეტე თვე სასიამოვნო სიურპრიზებითა და ცვლილებებით იქნება სავსე. იყავით აქტიური, რადგან ეს ფინანსებსა და შემოსავლებს გაგიორმაგებთ. ეს ის პერიოდია, როცა სიზარმაცის გამო შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
მეთორმეტე თვე ყველაზე რთულია ყველასთვის საქმიანობის თვალსაზრისით. ნუ აჰყვებით ცდუნებებსა და ბრმად ნუ ენდობით ბიზნესში სხვებს.  ნურც რაიმეს შეცვლას შეეცდებით საქმიან სფეროში.

скачать dle 11.3