კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინც ბევრ ტკბილეულს მიირთმევს, მას ნაკლებად შეექმნება სექსში პრობლემები


ვანილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექსუალურ ცხოვრებაში. მისი მიღების შემდეგ ადამიანი განსაკუთრებით აქტიური ხდება. ამიტომ, ვინც ბევრ ტკბილეულს მიირთმევს, მას ნაკლებად შეექმნება სექსში პრობლემები.
მუსკატის კაკალი სასიკეთოდ მოქმედებს ორგანიზმის სექსუალურობაზე. თუმცა, მისი გადამეტება საპირისპირო შედეგს იძლევა, კერძოდ, ადუნებს ორგანიზმს.
ქინძი კარგი საშუალებაა ადამიანის სექსუალური პრობლემების მოსაწესრიგებლად. ის ამაღლებს სექსუალურ პოტენციას, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გააქტიურებას.
მიხაკ-დარიჩინი სანელებელთა შორის ყველაზე ძლიერია სექსუალურობის ასამაღლებლად. თუმცა, მისი გადამეტებული მიღება სახიფათოა, რადგან, შესაძლებელია, გამოიწვიოს სექსუალური აგრესია და აგზნება.

კვება განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას
კვების ხასიათი ბევრად განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას. მთავარია, საკვების არა რაოდენობა და გემო, არამედ მისი ბიოლოგიური ღირებულება. რაციონში ამ მაჩვენებლის გაზრდა, ეგრეთ წოდებული, ფუნქციური კვების პროდუქტების ჩართვით შეიძლება. მთავარია, ორგანიზმში მოხდეს ენერგიის ბალანსი. ეს კი ნიშნავს, რომ ენერგიის ხარჯვა მოხმარებული საკვების შეჯამებულ კალორიებს უნდა შეესაბამებოდეს.
ადამიანის ორგანიზმისთვის საკვები არა მხოლოდ ენერგეტიკული მასალის წყაროა, არამედ მისი ფიზიოლოგიური ფუნქციებისა და ბიოქიმიური რეაქციების რეგულირებაც შეუძლია. დაავადებებისგან თავის არიდება და მათგან განკურნება კი შეიძლება განსაზღვრული სახის ბაქტერიების შემცველი პროდუქტების მეშვეობით.
ადამიანის ნორმალური მიკროფლორის მრავალრიცხოვან წარმომადგენელს შორის, დაახლოებით 70-80 პროცენტი ბიფიდობაქტერიებია. სწორედ ისინი ასრულებენ ძირითად როლს ნაწლავების მიკრობიოლოგიური სისტემების შენარჩუნებაში. ნაწლავების აშლილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბიფიდობაქტერიების დეფიციტი მიიჩნევა. ეს კი მინერალების, ცხიმებისა და ცილების ცვლის დარღვევას იწვევს. დადგენილია, რომ ბიფიდობაქტერიები მონაწილეობენ შეუცვლელი ამინომჟავების სინთეზში, დაბლა სწევენ სისხლში ქოლესტერინის დონეს და ავლენენ სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ბიფიდობაქტერიებს შეიცავს ყველი, ნაყინი, წვენები, რძე, საკონდიტრო ნაწარმი. მათი მოხვედრა ნაწლავებში სტიმულს აძლევს ბიფიდობაქტერიების ზრდას ორგანიზმში. ფუნქციური კვების პროდუქტები სასარგებლოა ყველასთვის. ის აუცილებელია იმუნოდეფიციტისა და სტრესის დროსაც.
ადამიანის ორგანიზმში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლექტობაცილებიც. ისინი ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ათვისებას აუმჯობესებენ, ფერმენტულ აქტივობას ავლენენ, ნაწლავებში მჟავე-ტუტის თანაფარდობას არეგულირებენ და პათოგენურ მიკრობებს ანეიტრალებენ. ადამიანის ნაწლავებში დაახლოებით ხუთასამდე სახის სასარგებლო მიკროორგანიზმი ბინადრობს.

არ აგერიოთ მენინგოკოკის ინფექცია გრიპის სიმპტომებში
მენინგოკოკური ინფექციის წყაროა ბაქტერიის მქონე დაავადებული ადამიანი. ბაქტერია ორგანიზმში ხვდება ცხვირ-ხახის გზით. დაავადების შედარებით მარტივი გამოვლენაა ცხვირ-ხახის ფორმა, რომელიც ჩივილებით გრიპს წააგავს, ამასთანავე, შეინიშნება ჩირქოვანი ნადები საყლაპავზე, ცხვირის, ხახის, ნუშურა ჯირკვლების შეშუპება და შეწითლება. ხშირად დაავადება ამით მთავრდება, ზოგჯერ კი ვითარდება გართულება, კერძოდ, სხეულის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, არტერიული წნევა კი ჯერ იმატებს, შემდეგ კი მკვეთრად ეცემა. აღინიშნება ძლიერი თავის ტკივილი, პირის სიმშრალე, კუნთების ტკივილი, კიდურებზე შეინიშნება წითელი შეფერილობის, ამობურცული გამონაყარი. ხანდახან დაავადებას ერთვის ფილტვების, სახსრების, გულის კუნთის ანთებაც. მენინგიტი ზოგჯერ ვითარდება ძლიერი თავის ტკივილით. ეს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა, რადგან, თუ ავადმყოფს დროულად არ გაეწია დახმარება, შესაძლოა, დაავადება გართულდეს და განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ან ტვინის შეშუპება. დროული და ინტენსიური მკურნალობის შედეგად კი, ადამიანი დაახლოებით ორ-სამ კვირაში შეიძლება გამოჯანმრთელდეს.

თუ კუჭის შეკრულობა გაწუხებთ...
თუ კუჭის შეკრულობა გაწუხებთ და ის არ არის საკვები რაციონის ცვლილებაზე დამოკიდებული, მაშინ, შესაძლოა, ყველა სიმპტომმა თავისით გაიაროს. მაგრამ, საყურადღებოა ის, რომ შეკრულობა, შესაძლოა, ინფექციური დაავადებითაც იყოს გამოწვეული. ამ დროს მკურნალობის კურსი დროულად უნდა ჩაიტაროთ.
კოლიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს და დაიცავით დიეტა. ამისთვის კარგია ქატო, შავი ქლიავის ჩირი, სტაფილო, რადგან ეს პროდუქტი კვებით ბოჭკოებს შეიცავს. ასევე, აუცილებელია ცილისა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების მიღება. იკრძალება რძე, ცხიმიანი, ცხარე, მლაშე და მწარე საჭმელი.
ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ცილებითა და ვიტამინებით მდიდარ კალორიულ კვებას. მიირთვით ორთქლზე მომზადებული თევზი, ხორცი, კარტოფილი, ფაფები და ნიგოზი.

ნოყიერი საკვების შემდეგ, კივის ჭამა მოგიხსნით კუჭის სიმძიმის შეგრძნებას
კივი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. ასევე, E ვიტამინსა და მაგნიუმს. მასში ბევრია კალციუმი, რომელიც მაღალი წნევის დროს, უბრალოდ, აუცილებელია. სტენოკარდიის დროს, კარგია კივის ჯემი, რადგან სწრაფად ხსნის შეტევას.
კივი დიდი რაოდენობით შეიცავს ენაზიმს, რომელიც აჩქარებს ცხიმების წვას ორგანიზმში. დილა-საღამოს მიირთვით ის და წონაში დაკლება არ გაგიჭირდებათ.
კივი ამცირებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წარმოქმნის რისკს. არ იწვევს ალერგიას, დიდი რაოდენობით შეიცავს სეროტონინს და ამით ორგანიზმს იცავს სტრესისგან.
გაციებისა და გრიპის დროს ოთხი-ხუთი ცალი კივისგან მოამზადეთ ფაფა და მიირთვით. ეს სრულიად საკმარისია, რომ დაავადება შეგიმსუბუქდეთ.
ნოყიერი საკვების შემდეგ, რამდენიმე ცალი კივის ჭამა მოგიხსნით კუჭის სიმძიმის შეგრძნებას, ასევე, გულძმარვას.

დიეტები მეხსიერების გაუარესებას იწვევს
მეხსიერების გაუარესებას დროულად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდეს. თუ მეხსიერების გაუარესება გამოწვეულია დაღლილობით ან ქრონიკული სტრესით, მაშინ თავადაც შეგიძლიათ სიტუაციის კონტროლი.
აუცილებელია, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, რადგან ტვინის სისხლძარღვებს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება ჟანგბადი. დაიწყეთ რეგულარული ვარჯიში – ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. შეამცირეთ სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის დალევა.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეხსიერება პირდაპირ კავშირშია ჯანსაღ ძილთან, ამიტომ, აუცილებელია კარგი გამოძინება. უნდა გეძინოთ დღე-ღამეში მინიმუმ რვა საათი და მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ამისთვის, უნდა ისწავლოთ საკუთარ თავზე მუშაობა; გარდა ამისა, ურთიერთობა იქონიეთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენზე პოზიტიურად მოქმედებენ.
ხშირ შემთხვევაში გონების გაუარესებას იწვევს დიეტები. ამ დროს საკვები რაციონიდან საერთოდ იღებენ გლუკოზას, არადა, ეს ნივთიერება გონების მუშაობისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელია. ხშირად მიირთვით თევზი, თხილი, მზესუმზირა, მცენარეული ცხიმები, ხორცი, ბანანი, ზღვის პროდუქტები, ფაფები; ყოველდღიურ რაციონში შეიტანეთ ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს E ვიტამინს, რკინას, მაგნიუმსა და თუთიას.

ქოლესტერინის გაკონტროლება ნებისმიერ ასაკშია საჭირო
ნორმალური წონის ადამიანებში ქოლესტერინის მაღალი დონე თავისთავად ზრდის კილოგრამების მომატების რისკს. ქოლესტერინის გამოყენებაზე პასუხისმგებელია ღვიძლი. სწორედ მასში გარდაიქმნება ჭარბი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად, რომელიც,  ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ, ბუნებრივი გზით გამოიყოფა გარეთ. ეს მექანიზმი ფერხდება, თუ ღვიძლში ქოლესტერინის გადამუშავებაზე პასუხისმგებელი ძირითადი გენი დაზიანებულია. აღნიშნული გენის დაზიანებისას ირღვევა ცუდი ქოლესტერინის განდევნა, კარგი კი ორგანიზმს შეუფერხებლად ტოვებს. სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე მოზარდ გოგონებში გასუქების მიზეზი ხდება,  თუმცა, ქოლესტერინის გაკონტროლება ნებისმიერ ასაკშია საჭირო.
ქოლესტერინის დონეზე გავლენას ცხიმები ახდენს. ნაჯერი ცხიმები ამაღლებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ასეთი ცხიმებით მდიდარია ხორცი, ნაღების კარაქი და ყველი; ნახევრად უჯერი ცხიმები კი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მას შეიცავს სოიის, მზესუმზირის, სიმინდის ზეთი, თევზი, ფრინველის მჭლე ხორცი, ზღვის პროდუქტი, უცხიმო რძის პროდუქტები, ასევე, ზეითუნისა და არაქისის ზეთი, ნიგოზი და ავოკადო. ამ პროდუქტებით მდიდარი დიეტა ძალიან სასარგებლოა.
მცენარეული საკვები ქოლესტერინს არ შეიცავს. უცხიმო ხორცის ჭამა კი სასურველია მათთვის, ვისაც ქოლესტერინისგან გათავისუფლება სურს. ხილი და ბოსტნეული კი ქოლესტერინის ნამდვილი მტერია და ამ მხრივ ყველაზე კარგია ვაშლი. თაფლიც ქოლესტერინთან მებრძოლ იმდენივე ანტიმჟანგავს შეიცავს, რამდენსაც ვაშლი. 1 ჭიქა წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი თაფლი და სვით ყოველ დილით. მოერიდეთ  ყავის ხშირად დალევს, რადგან დუღილის დროს მასში წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამაღლებს. ასევე, კარგია, თუ მთელი დღის განმავლობაში 1 ჭიქა წითელ ღვინოს მიირთმევთ. ფიზიკური დატვირთვის დროს კი სისხლი ინტენსიურად გაივლის ღვიძლს და ცუდი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად გარდაიქმნება. ამიტომ, ფიზიკური ვარჯიშები ამ მხრივ ძალიან სასარგებლოა.

სიმსუქნისა და კუჭის წყლულის დაავადების დროს კარგია კომბოსტოს ჭამა
კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს; ასევე, მასში გვხვდება წყლულის საწინააღმდეგო ნივთიერება. გარდა ამისა, კომბოსტოს შემადგენლობაში შედის ტარტარონის მჟავა, რომელიც ძალიან ეფექტური საშუალებაა გასუქების თავიდან ასაცილებლად. სიმსუქნისა და კუჭის წყლულის დაავადების დროს რეკომენდებულია უმი კომბოსტოს ჭამა. ასევე, ხალხურ მედიცინაში კომბოსტოს იყენებენ როგორც გარეგან საშუალებას კანის სხვადასხვა დაავადების დროს და დამწვრობის შემთხვევაში.
კომბოსტოს მწნილი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ღრძილების დაავადებები აწუხებს. ასეთ დროს პირის ღრუში მწნილის წვენი გამოივლეთ. ძლიერი კოლიტის, ბუასილისა და სისხლდენის დროს კი კომბოსტოს მწნილი შეუცვლელი საკვებია ორგანიზმისთვის. მისი ჭამა ასევე სასარგებლო და ეფექტურია ღვიძლის დაავადების დროსაც.
ერთფეროვანი საკვები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ამ დროს ტვინი არ იღებს სასარგებლო ნივთიერებებს, ორგანიზმში კი გროვდება მავნე ნივთიერებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თავის ტვინსა და გულზე. საკვებ რაციონში ზღვის კომბოსტოს კვირაში ერთჯერადი შეტანაც კი, ისევე იცავს ფარისებრ ჯირკვალს, როგორც ერთი თვის განმავლობაში მულტივიტამინების მიღება. ეს პროდუქტი ჩიყვის განვითარებასაც აგაცილებთ თავიდან. ზღვის კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით იოდსა და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რაც ორგანიზმს იოდის ათვისებაში ეხმარება. გარდა ამისა, მისი რეგულარულად მიღება ამცირებს სისხლში ქოლესტერინს და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. ზღვის კომბოსტო, ასევე, სასარგებლოა იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევისას.

скачать dle 11.3