კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

კომუნისტური პარტიის რამდენი წევრი დაზარალდა სერგო ფარაჯანოვის სექსისგან

„ჩემი სექსისგან კომუნისტური პარტიის 340 წევრი დაზარალდა...” – ეს გენიალური, ზოგისთვის კი თაღლითი რეჟისორი სერგო ფარაჯანოვია. ის ორჯერ დააპატიმრეს სპეკულაციისა და ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით, პირველად მკაცრი რეჟიმის ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც დასავლური საზოგადოების აქტიური ჩარევით (განსაკუთრებით – საფრანგეთის კომპარტიისა და მისი წევრის, პოეტ ლუი არაგონის დიდი ძალისხმევით, რომელმაც უშუალოდ ლეონიდ ბრეჟნევს გაუგზავნა წერილი), შეუმსუბუქეს და სამი წლის შემდეგ გამოუშვეს. თუმცა, მალე კვლავ იჭერენ, მაგრამ ამჯერად რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ ათავისუფლებენ (წყარო  – „ბურუსი“).  ის ყველაზე მძიმე დანაშაულის მქონე რეციდივისტებთან ერთად იჯდა, რომლებისაც არც სლენგი ესმოდა, არც ქცევის წესები, არც იდეალები. ისინიც უნდობლად უყურებდნენ.... თუმცა, ფარაჯანოვი, რომლისთვისაც ადამიანებთან ურთიერთობა ცალკე ხელოვნება იყო, მაინც ახერხებს მათთან საერთო ენის გამონახვას. ისინიც უყვებიან თავიანთ საშინელ ისტორიებს – დოსტოევსკი უნდა იყო, რომ მათი მხატვრულ ნაწარმოებებში გადატანა შეძლოო...
  გთავაზობთ ფრაგმენტებს წიგნიდან, რომელშიც თავმოყრილია სერგო ფარაჯანოვის მიერ 1974-77 წლებში ციხეებიდან და ბანაკებიდან გამოგზავნილი 190 წერილი – მიწერილი: მეუღლისადმი, შვილისადმი, მეგობრებისადმი და დისადმი:
* * *
 „… დაღუპვები – გაგარინი, ენგიბაროვი, თამაზ მელიავა, ედიტ პიაფი, ლეს კურბასი, ჟერარ ფილიპი, ციბულსკი, გუნდად დახოცილი ჩემი დეიდები და ბიძები – ჭაღარა ბაბუაწვერები. ყველაფერი თითქოსდა ამზადებდა ჩემს სიკვდილს. მაგრამ უცებ საიქიო – და მე ცოცხალი ვარ. ვცოცხლობ შიშსა და სიხარულში... ვიცი, რომ შეუძლებელია ჩემი დაბრუნება ხელოვნებაში, თუ შესაძლებლის საზღვრებს არ გავწევ… რა უცნაურია, რომ გნახე. სიზმარში, შავ ბალიშზე იწექით შენ და სურენჩიკი. მორიგეობით სწევდით თავებს და მთხოვდით: „არ დაგვტოვო”. მაგრამ ჩემსა და თქვენ შორის იყო პლასტმასის შუშა და სიჩუმე. 
* * *
... ვცდილობ, აზრებს თავი მოვუყარო, დავმშვიდდე, შვილსა და მეგობრებს მოვეხვიო წარმოსახვით…  მე არ ვიცი ჟარგონი. არ ვეწევი და არ ვსვამ ჩეფირს, არ ვიკეთებ სვირინგებს და არ „ვავრცელებ პარაშას” – ახალ ამბებს. მერე კიდევ, მათგან არავის სჯერა, რომ მე ს.ფ. ვარ. ისინი თვლიან, რომ ვარ ცნობილი რეჟისორის ძმა – აფერისტი და დამნაშავე.
* * *
...სვეტლანა, გამორიცხული არ არის, რომ ეს დასასრულია. რა ლამაზად ვიცხოვრე 50 წელი... ცოტა რამ გავაკეთე, მაგრამ, ძალიან ბევრი რამ მიყვარდა. ძალიან მიყვარდა ადამიანები და ძალიან დავალებული ვარ მათგან. ნაცრისფერს ვერ ვეგუებოდი. ყველაზე მოდური ფერია. დროის მოთხოვნა!
* * *
… ამას წინათ მივიღე წერილი ნ.ი. კოზლოვსკაიასგან. იგი ჩემი ისტორიის მასწავლებელი იყო სკოლაში. ის ცოცხალია. ის პირველია, რომელმაც დამშოკა. დამშოკა მაშინ, როცა ხელების გრეხითა და თვალების კარკვლით ნერონზე, კართაგენსა და რამზესებზე მღეროდა და ვერ ხედავდა, რომ მოსწავლეები ტოვებდნენ კლასს... 
* * *
… რა მომწონს და რა მინდა სინამდვილეში.  
პირველი: „კინო, როგორც ცნება” ჩემთვის უკვე აღარ არსებობს. არის გასაოცარი თვინიერება და სიჩუმე. გაუცხოება და სწრაფვა თვით როკოკოს პასტორალისკენ...
* * *
 ვნახე „ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება” – „ციგანშჩინა”, უხამსობა და „აჩრდილიზმი”, ვერგაგებული და გაუაზრებელი...
• ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა კავშირს თავისი რაჯ კაპური ჰყავს. გორკის სტუდიიდან „ინდია-ფილმის” შექმნა შეიძლება.
…არაფერს არ ვწერ, არ ვხატავ… არ ვმღერი და არ ვცეკვავ… არ ვხედავ სიზმრებს… არ ვოცნებობ. მაკაშოვი   მართალია… მან მე გამანადგურა. რაც უფრო შორდები კიევს, ცენზორები მით უფრო ფხიზლობენ. ეს ვინიცა არაა, სადაც ცენზორი კაცია... ჩემი მასწავლებელი – ნინა ივანოვნა კოზლოვსკაია 85 წლისაა. მან მე ლექსები მომიძღვნა. ეს საოცრად გულის ამაჩუყებელია. ნუთუ ვეღარ ვნახავ მას?!
* * *
მე ტყვეობაში ვარ და არა პატიმრობაში. ეს ჩემი საუკეთესო წლებია – ეს მეტია, ვიდრე ოქსფორდი და ასპირანტურა. ეს კონტაქტებია სისასტიკესთან, სიკვდილთან და სიცოცხლესთან... განა თავისუფლება ჩემთვის დღეს უფრო საშინელი არ არის, ვიდრე „იზოლაცია”? აქ მე დღეში 36 კაპიკი ვღირვარ. 2 ზეწარი და 2 ბალიშისპირი მაქვს. კვირაში ერთხელ – კინო, აბანო! გაზეთი „ტრუდოვაია ჟიზნ” და სამუშაო! არცთუ ისე მძიმე. ცოცხი, ელექტროდები – რა, ძალიან ცუდია ეს?! რა მოხდება, თუკი საერთოდ აღარ მივუბრუნდები კინოს? და, საერთოდ, რა არის კინო? გასართობი შინამოსამსახურეებისათვის.
* * *
ძვირფასებო ლილია იურიევნა და ვასილი აბგაროვიჩ!
მივიღე თქვენი წერილები – გპასუხობთ!.. არაფერს არ ვწერ და არ ვხატავ. და არც ვაპირებ. რა საჭიროა! წავიკითხე „ამარკორდი” – ვერ შემძრა, რადგან, სამყარო, რომელიც გარს მარტყია, უფრო ძლიერია, ვიდრე იტალიელი ამიგოს მინიატურების სამყარო… მე ვთხოვე სვეტლანას, წასულიყო გმირობაზე და იზოლაციის პირობებში ხელი მოეწერა ჩემთან. ბანაკში მოვა მმაჩი, ჩვენ დაგვაქორწინებენ და შამპანურსაც კი მოგვაწვდიან. საზარელი რიტუალია, მაგრამ ჩემს მდგომარეობაში საოცრად წმინდა და აუცილებელი. სვეტლანა ჭკვიანი და ლამაზი ადამიანია, ესმის ჩემი მდგომარეობა და, როგორც ქალს და მეგობარს, ექნებოდა უფლება, ეტარებინა ეს ჯვარი. მაგრამ ის დუმს. თქვენ რას ფიქრობთ ამ იდეაზე?
* * *
 ...წრე აყალიბებს და ფილტრავს ზნე-ჩვეულებებსა და ვნებებს. ჩემი წრე გასაოცარია. ის გაფართოვდა დაპატიმრების შემდეგ და ფასდაუდებელი გახდა. მე ვქმნიდი ფილმებს – ესთეტურს; შევქმენი მიკროსამყარო, ვქადაგებდი საიქიოსა და გაუცხოებას. ახლა კი ჩემს ფსიქიკაში წრე შემოიჭრა. შემოიჭრნენ მუსტანგები მხედრების გარეშე. რა საოცარი მეგობრები არიან ისინი! მე მათ ვთვლი ახლობლებად, კეთილ და საჭირო ადამიანებად. ძნელი წარმოსადგენია, რომ მე ქურდობისა და სხვა დანაშაულობებისადმი სისუსტის გარეშე წავალ ამ გარემოდან. ეს გარდაუვალია… მე ისევე სუსტი ვარ, როგორც ისინი…
თქვენ, ორივე, იმ წრიდან ხართ, რომელსაც მე ვუფრთხილდებოდი და ვიცავდი; თქვენ საოცრად ლამაზები და სუფთები ხართ. მე მინდა, გაჩუქოთ საქართველო! ეს ისაა, რაც ძალიან უყვარდათ გრიბოედოვს, ლერმონტოვს, პუშკინს და პასტერნაკს. ეს არც ისე იოლია...
* * *
შენ თვლი, რომ მე პატიება უნდა დავწერო. ნუთუ ფიქრობ, იმისათვის ჩამსვეს, რათა ეპატიებინათ? ვინ წავა ამაზე და რატომ? რაში ვარ დამნაშავე? ვინ იყვნენ ჩემი მოწმეები – დაზარალებულები, ჩემს მსხვერპლად რომ გაითამაშეს თავი?.. მე თავს კი არ უნდა ვუშველო, არამედ უნდა დავიღუპო. ეს ჩემი მისიაა...
* * *
ძვირფასო ჩემო მეგობარო და ადამიანო!
გწერ 17 დეკემბრის წინა დღეს, როცა შესრულდება სამი წელი ჩემი სასტიკი იზოლაციისა. დარჩა ორი წელი. ჩემი სახლი კიევში დარბეულია, ფილმები ეკრანიდან მოხსნილია, თბილისში დედაჩემი მოკვდა, მოპარსულია წვერ-ულვაში. მე შეურაცხმყვეს და მტკიცედ ჩამმარხეს ტონობით მავთულხლართსა და ბეტონში, რეციდივისტებს, ქურდებს, ნარკომანებს შორის! და ეს ყველაფერი ჩემ მიერვე იყო ორგანიზებული, ვინაიდან, ჩემი არსებობის სტილი წააგავდა „ნადიმს შავი ჭირის დროს”. სისხლით უნდა აანაზღაურო, რომ გრძნობ სილამაზეს მეგობრებთან შერწყმასა და საოცარი საიდუმლოებების შეცნობაში. მაგრამ, ეს აუცილებელია, შეიგრძნო ნებისმიერ ასაკში, რადგან ამის გარეშე, შეიძლება, არასრულყოფილი ხელოვანი იყო... 
• მე მეჩვენება, რომ მხოლოდ ახლა შევძლებდი, შემექმნა საკუთარი პირველი ფილმი. მხოლოდ 50 წლის ასაკში გავიგე, ტილები რომ ტოვებენ გვამს და მრავალი სხვა რამ... ჩემი სიყვარული თქვენდამი, ბაჟბეუქ-მელიქოვების ოჯახისადმი, სოფიკოსადმი და გიორგი შენგელაიასადმი, ჩვენი მიწისადმი – ქართულისადმიც და სომხურისადმიც, – გასაოცარია. მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ჩემს მიწაზე კი არ ვიდექი და იქ კი არ ვცხოვრობდი – არამედ ვყარიბობდი და იზოლაციაში აღმოვჩნდი. მოუფრთხილდით თავს და საკუთარ ნიჭს. ის გასაოცარია!”

скачать dle 11.3