კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ნათელმირონობა
თაობებზე გადადის
როგორც ვიცით, ნათელმირონობა უდიდესი სულიერი ნათესაობაა, რომელიც თაობებზე გადადის და მიუხედავად აღნიშნული პასუხისმგებლობისა ხშირად ისეთი რამ ისმინება, გვაპატიოს უფალმა, ენა ვერ გამოთქვამს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ რომელიმე უზნეო და არაადამიანი რაიმე ბილწი ურთიერთობით ბღალავს ნათელმირონობის სიწმინდეს, დიდი შეუნანებლობის შემთხვევაში, მარადიული, შუაგული ჯოჯოხეთის სატანჯველს ვერ ასცდება.
***
თქვენ რომ ხედავდეთ, რა მადლი გადმოდის ლიტურგიის დროს, მზად იქნებოდით, მტვერი შეგეგროვებინათ ტაძრის იატაკიდან და მისით სახე დაგებანათ!
***
ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ნათლისღების გარეშე, ვისაც ქრისტეს ნათელი არ შემოსია, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს. მართლმადიდებლებს მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება.
არსებობს წმიდა მამათა გამონათქვამი: „სამი რამ გააკვირვებს ცხონებულს სამოთხეში, პირველი – როცა ის იქ მოხვდება, მეორე – ვისაც იქ ელოდა, რომ ვერ ნახავს და მესამე – ვისაც არ ელოდა, მას რომ ნახავს იქ“.
უფალმა შეგვიწყალოს თითოეული ადამიანის განკითხვისაგან, მით უმეტეს, მთელი ერისა და ქვეყნისა.
წმიდა გაბრიელი (ურგებაძე)

***
მწვალებლობაში შთავარდნილთა ხელახალი მონათვლა დაუშვებელია, რადგან ასეთი ნათლობა არანამდვილია, მოჩვენებითი, რამეთუ ჭეშმარიტი ნათლისღება ერთადერთია.
წმიდა კირილე იერუსალიმელი

სქემარქიმანდრიტი იოანე
სქემარქიმანდრიტი ანდრონიკე (ლუკაში 1889-1974; სახელგანთქმული ბერი, სიცოცხლის ბოლო წლებში მოღვაწეობდა თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში) ამბობდა: „სიცილი, ხუმრობა და ფერება მონაზვნის საქმე არ არის. ისინი ჩვევებია ამა სოფლისა, რომელსაც იგი განეშორა. მონაზონი მადლს თუ მოიხვეჭს, ხუმრობისა და გარეგანი, სიტყვიერი ალერსიანობის გარეშე შეძლებს ადამიანების ნუგეშისცემას“.

скачать dle 11.3