კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაცვალა დავით ბაქრაძემ ელჩობა ორჯერ დაბალხელფასიან სახელმწიფო მინისტრობაზე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე 1975 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. მისი სამუშაო გამოცდილება 1995 წელს დაწყებულა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“; 1996 წელს  საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში გადაუნაცვლებია, 1997-2000 წლებში კი საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოში მუშაობდა, 2002-ში – საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2002-2005 წლებში ჟენევაში გაეროს ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი იყო; 2006-2008 წლებში – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული სამმართველოს უფროსი. 2008-დან 2012-მდე ფინეთის რესპუბლიკაში გახლდათ საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, შემდეგ – საქმეთა დროებით რწმუნებული. 2012 წელს საქართველოს ელჩად დაინიშნა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში. დიპლომატიური რანგით ბ-ნი ბაქრაძე საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია.
მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე – 1972 წელს დაბადებული ანა მაცუკაშვილი, გერი – 1998 წელს დაბადებული გიორგი წვერავა, შვილები: 2011 და 2012 წლებში დაბადებული ლიზა და კესარია და დედა – იზა დობორჯგინიძე.
დავით ბაქრაძის საკუთრებადაა მითითებული საცხოვრებელი ბინები თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე (88 კვ.მ.)  და პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე (62 კვ.მ.); ანა მაცუკაშვილის საკუთრებად – ბინა დიდ დიღომში (55 კვ.მ.); იზა დობორჯგინიძისად - ბინა ყაზბეგის გამზირზე (80 კვ.მ.), მიწის ნაკვეთი (5 000 კვ. მ.) და აგარაკი (150 კვ. მ.) ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში. იმხანად დავით ბაქრაძეს ჰყავდა 1995 წლის „აუდი“.
2011 წლის განმავლობაში დავით ბაქრაძემ ფინეთის რესპუბლიკაში გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურების სახით 42 200 ევრო მიიღო.
2014 წელსაც იმავე ამპლუაში შეავსო დეკლარაცია. უცვლელია მისი ოჯახის წევრთა რაოდენობაც და უძრავი ქონებისაც. რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში იმავე საქმიანობამ მას 74 992 ევრო მოუტანა.
2015 წლის დეკლარაცია უკვე სახელმწიფო მინისტრის რანგში შეავსო. ოჯახის უძრავ ქონებას დამატებია საცხოვრებელი ბინა თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე (55 კვ. მ. ფართობის), რომელიც დავით ბაქრაძის საკუთრებაა, თუმცა ადრე მის საკუთრებაში არსებული ბინა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აწ უკვე ქ-ნი იზოს სახელზეა. ასევე, ბ-ნ ბაქრაძეს ჰყავს ავტომანქანა „ოპელ ვექტრა“. ლიზა და კესარია ბაქრაძეებს კი ანაბრებზე ერიცხებათ 1 837-1 837 ევრო.
2014 წლის განმავლობაში დავით ბაქრაძემ, როგორც საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში, 66 482 ევრო აიღო, ხოლო, როგორც სახელმწიფო  მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, 9 583 ლარი.
2014 წელს ბინის მშენებლობისთვის დავით ბაქრაძემ 33 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

скачать dle 11.3