კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არისტოტელეს გასაჭირი

ვისი გაზი ვის მილსადენშია

 ფაქტია, რომ ჩვენს ენერგეტიკულ ცის კაბადონზე „გაზპრომი“ გამოჩნდა, ხოლო, რადგან გამოჩნდა, ცხადია, მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდა. რაც ბუნებრივია, რომ არა ერთი „მაგრამ” – ამ მოწინააღმდეგეთა შორის არიან ისეთებიც, რომელთათვისაც რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია „რაოს“ მიერ „თელასის“ ფლობა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ პრობლემაა რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომისგან“ გაზის შესყიდვა.
რაკი ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით, რა მოლაპარაკებებია დახურულ კარს მიღმა, მაგრამ ვიცით, რომ, რაც მეტი მომწოდებელია, მით უფრო ნაკლებია მათ მიერ მოწოდებული პროდუქციის ფასი, არც გამჭვირვალეობა გვაწყენდა და არც იმის შეფასებისგან თავის შეკავება, რის შესახებაც სრული ინფორმაცია არ გვაქვს.
ისე მოხდა, რომ „გაზპრომისგან“ გაზის მიღების მოწინააღმდეგეთა შორის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჭარბობენ, რაც, ცხადია, ზემომოყვანილი „რაოს“ მაგალითის გარდა, კიდევ ერთ ასოციაციას იწვევს: რამდენიმე წლის წინათ ხელისუფლება „გაზპრომისთვის“, სულაც, საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვას გეგმავდა და რომ არა ჩვენი სულზე უტკბესი ოკეანისგაღმელი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ძალისხმევა, „გაზპრომის“ მილი შიგ გულში (ანუ ჩვენს ტერიტორიაზე) გაგვივლიდა.
თუმცა ეს დეტალი არანაირ უხერხულობას არ უქმნის, მაგალითად, აქცია „არა – გაზპრომის“ ერთ-ერთ ორგანიზატორს, თვით თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანს, ბ-ნ ბედინეიშვილს. მეტიც, იგი ამბობს: „წინა ხელისუფლების დროს, მართალია, მილსადენის „გაზპრომისთვის“ მიყიდვაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებ რისკებს ქმნის, ვიდრე „გაზპრომის“ გაზზე „შეჯდომა“, რადგან ეს პუტინის  ხელში არსებული პოლიტიკური იარაღია. მილსადენს რას უზამს?!“
მე არ შევუდგები იმის ახსნას, თუ რა განსხვავებაა მისლსადენის მუდმივ საკუთრებაში გადაცემასა და კონტრაქტით, 300 მილიონი კუბური გაზის ყიდვას შორის (არ შევაწუხებ არისტოტელეს სულს, რომელიც ბ-ნი ბედინეიშვილის მოსაზრების გაგონებაზე, სავარაუდოდ, საფლავში ბრუნავს) და არც იმის გარჩევას, რომ ყველა საქმიდან ხეირია მთავარი და არა – ემოცია, მაგრამ, სამაგიეროდ, მაქვს იდეა: „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ, ბუნებრივ აირში ძვირი გადაიხადონ, რათა კუბური მილიმეტრიც კი არ იყოს მათ მილებში „გაზპრომული“. –

скачать dle 11.3