კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოდეს ნავთობი გაიაფდეს

ანუ „ნავთში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია“

 ირანს საცაა მოუხსნიან ემბარგოს (თუ უკვე არ მოუხსნეს, ამ მასალის დაწერისა და სტამბიდან გამოსვლის მონაკვეთში), რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და გაზის ოდენობა გაიზრდება, იმის პარალელურად, რომ ოპეკის წევრი ქვეყნებიც, მიუხედავად ნავთობის ფასის ვარდნისა, მოპოვებას არ ამცირებენ.
ხოლო, რაკი არ ამცირებენ, ნავთობის საერთაშორისო ფასიც იაფდება და ნავთობის მქონე ქვეყნების შემოსავლებიც მცირდება.
იგი (ანუ ნავთობის ღირებულება) თვით 35 აშშ დოლარსაც კი ჩამოსცდა ბარელზე, ხოლო ბრიტანელი ანალიტიკოსები ფრიად პესიმისტურ პროგნოზს გვამცნობენ: შესაძლოა, 10 აშშ დოლარამდეც კი ჩამოქვეითდესო.
მომყავს ციტატა პროგნოზიდან: „ჩვენი აზრით, ნავთობის ფასი ერთ ბარელზე შესაძლოა, ჩამოსცდეს 10 აშშ დოლარს, ვიდრე ბაზრის მონაწილეები აღიარებენ, რომ პროცესი უკვე საკმაოდ შორს წავიდა.“
იაფი ნავთობი, იცოცხლე, კარგია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას არა მხოლოდ რფ-ში, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანშიც მოჰყვება კრიზისი (იმას გარდა, რომ ჩვენთან საწვავის ფასი მაინც არ გაიაფდება ადეკვატურად), მთლად სასიხარულოდ არც ჩვენ გვაქვს საქმე (აზერბაიჯანში სავალუტო ჯიხურებში აიკრძალა დოლარის გაყიდვა, ანუ ქვეყანა თავის მარაგს უფრთხილდება, რაც არ გამორიცხავს, რომ დეფიციტის შევსებას ჩვენთან შეეცდებიან, დოლარზე მოთხოვნის მატება კი ამ ჩვენს ლარს საფუძვლიანად დაარტყამს).
მეორე მხრივ კი, თუ, მართლაც, 10 აშშ დოლარს ჩამოსცდა ბარელის ღირებულება, ისეც არ მოხდეს, ეს ჩამოფასებული ნავთი მოგვასხან და, ზედ, ასანთსაც გაუკიდონ?! –

скачать dle 11.3