კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შემოვატრიალოთ მოვლენები ჩვენს სასარგებლოდ და გავხდეთ ბედნიერი

ეს ცხოვრება არც ისე რთული მოგეჩვენებათ, თუ რასაკვირველია, მას თავად მართავთ და ამ საქმეში კომპეტენტური ადამიანების რჩევებსაც გაითვალისწინებთ. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მერი ამბობს, ცხოვრების მართვა ნებისმიერს შეუძლია, უფრო სწორად, შეგვიძლია, ჩვენი ცხოვრება უფრო სასიამოვნო, სახალისო, ბედნიერი და წარმატებული გავხადოთ. ამისთვის კი არსებობს წესები, რაც ყველა ოჯახში უნდა დაიცვან – ამით უბედურებას, უიღბლობასა და უფულობას აიცილებენ თავიდან.

 მერი:  ბევრი ცდილობს, არ დაემორჩილოს ბედის კანონებს, რომელიც ზეცაში, ჩვენი დაბადების მომენტში იწერება და თავად „გამოძერწოს“ საკუთარი ბედი დედამიწაზე. ბევრი გაუაზრებლად იქცევა ასე და კონკრეტული ადამიანისკენ უარყოფით ენერგიებს აგზავნის მზერით, შელოცვითა თუ სხვა ათასგვარი ხერხით. თავად, ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც პარაფსიქოლოგიურ საკითხებში კარგად ერკვეოდნენ. რომ წამოვიზარდე, ხშირად მეუბნებოდნენ, ჯიბით წყვილი რკო ან წაბლი ატარე – ეს ავი თვალისგან დაგიცავს და ბედნიერებას მოგიტანსო. მეც ასე ვიქცეოდი და მართლა ბედნიერი ვიყავი. ყველა ჯანმრთელად მყავდა, ჩაცმა არ მაკლდა, სმა-ჭამა და გავლა-გამოვლა. სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელსვე უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და მალევე გავთხოვდი. დღესაც უბედნიერესი ქალი ვარ. ასე რომ, გასათხოვარ გოგონებს ვურჩევ, ჯიბით ატარონ წყვილი რკო ან წაბლი და ბედნიერება მათთან აუცილებლად მოვა. ასევე, ძალიან კარგია, თუ გასათხოვარი ქალი 15 იანვარს ჩაატარებს რიტუალს, რომელიც მის ბედზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.
ზოგადად, 15 იანვარი ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი დღეა. ამ დღეს დიდია ალბათობა, სასურველი ბედი დაიბედოთ. გასათხოვარმა ქალმა უნდა აიღოს ცოცხი დილის 9 საათზე და გარეცხოს გამდინარე წყალში. ამ დროს საჭმელი არ უნდა გქონდეთ ნაჭამი და ცოცხიც ახალი უნდა იყოს. მასზე ჩამოკიდეთ პატარა ზარი და წითელ ძაფზე დაკიდებული საქორწინო ბეჭედი. 14 იანვარს, ღამის 12 საათამდე  ეს ცოცხი თქვენი საწოლის ქვეშ დადეთ, დილით კი გამოიღეთ და სახლის გამოგვა შემოსასვლელი კარიდან დაიწყეთ. ნაგავი სახლის მარჯვენა კუთხეში დააგროვეთ, შემდეგ ქაღალდში გაახვიეთ და ისე გაიტანეთ გარეთ. ცოცხს მოხსენით საქორწინო ბეჭედი და ზარი, გაახვიეთ თეთრ ქაღალდში და ზემოდან ის წითელი ძაფი შემოახვიეთ, რომელზეც ბეჭედი იყო დამაგრებული. ეს ცოცხი საწოლის ქვეშ მანამ შეინახეთ, სანამ სასურველი ადამიანი არ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ხოლო, როცა საბედო პირველად დააპირებს თქვენთან სახლში მოსვლას, ისევ ამ ცოცხით გამოგავეთ ბინა. ეს რიტუალი ძალიან ამართლებს. ბევრ გოგონას აპოვნინა სასურველი საბედო და ბედნიერი ოჯახებიც შექმნეს.
– ამბობენ, რომ იანვარი ენერგეტიკულად ძლიერი თვეა და ყველა დეტალს უნდა მივაქციოთ ყურადღება, კარგად განვჭვრიტოთ მოვლენები, რაც გარშემო ხდება და ამით, მთელი წლის ცხოვრების შესაძლო პროგნოზს გავაკეთებთ. ეს სიმართლეა?
– დიახ, იანვარი ენერგეტიკულად ყველაზე ძლერი თვეა. ამიტომ, ყველა დეტალს უნდა მიაქციოთ ყურადღება. მოვლენები რაც ამ პერიოდში ხდება, მომავალზე აისახება და შესაძლოა, ცხოვრებაც სწორედ ამ დროს შეცვალოთ თქვენი შეხედულემისამებრ. ასევე, ამ პერიოდში კარგია თუ გათავისუფლდებით ძველი, უსარგებლო კავშირებისგან და დაიწყებთ ახალს. ასე რომ, სანამ პრობლემა თავს იჩენს, მანამდე დაიწყეთ მოქმედება. მე გასწავლით, ასევე, მარტივ ხერხს, როგორ შეძლებთ იმ მამაკაცის ყურადღების მიპყრობას, ვინც მოგწონთ. მოკლედ, თუ გსურთ, სასურველი მამაკაცის ყურადღება მიიქციოთ და გაარკვიოთ, გიღირთ თუ არა მასთან რომანტიკული ურთიერთობის დაწყება, წითელი ცეცხლოვანი მაიმუნის წელიწადში ყოველდღე უნდა აანთოთ წითელი სანთელი და ეს უნდა მოხდეს ზუსტად დილის 9 საათზე. თან, ანთების პროცესში უნდა წარმოთქვათ იმ მამაკაცის სახელი და დააკვირდეთ სანთლის ალს. თუ სანთელი მშვიდად იწვის, კარგის მომასწავებელია, ხოლო თუ ტკაცუნს იწყებს და ნაპერწკლებს ყრის, ესე იგი, ის კაცი თქვენი ბედი არ არის. საერთოდ, ეზოთერიკაში ადამიანის ყველა ქმედებას თავისი შედეგი მოაქვს და არსებობს წესები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს, გაითვალისწინოს და ამით თავიდან აიცილოს უარყოფითი მოვლენები ცხოვრებაში.
– კონკრეტულად, როგორ ავიცილოთ უსიამოვნო მოვლენები თავიდან და ვიცხოვროთ მშვიდად?
– აი, მაგალითად, სარკე, ცხვირსახოცი და საპონი არ აჩუქოთ საყვარელ ადამიანს, თუ არ გსურთ, რომ მასთან კამათი მოგივიდეთ და ეს თქვენი დაშორების მიზეზი გახდეს. ახალ ბინაში პირველი თეფშზე გახარებული ჯეჯილი შეიტანეთ და ფანჯრის რაფაზე დადგით. ეს ამ სახლში სიმშვიდეს და ბედნიერ ცხოვრებას გპირდებათ. როცა დასაძინებლად ემზადებით და ტანსაცმელს იხდით, მას ოთახში ნუ მიმოფანტავთ.  თუ გინდათ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. ხელჩანთას, გასაღებს და ქუდს ნუ დატოვებთ მაგიდაზე, რომ ბედში არ შეგექმნათ პრობლემა და მეტად გაგიმართლოთ. ამ მარტივი წესების დაცვით, შესაძლო უბედურებას, უიღბლობასა და უფულობას აიცილებენ თავიდან. ასევე, გახსოვდეთ, რომ ღამით გასარეცხი ჭურჭლის დატოვებამ სახლში ბოროტების გავრცელება იცის. გაბზარული ან გატეხილი ჭურჭლის შენახვას უბედურება მოაქვს. ღამით მაგიდაზე დანის ან რაიმე მჭრელი საგნის დატოვებას უსიამოვნებები მოსდევს ოჯახის წევრებს შორის. სხვისი ნივთის ან ტანსაცმლის ტარებამ, ბედის შეცვლა იცის. გახსოვდეთ, რომ ჩემი ეს რჩევები მთელი წლის განმავლობაში თქვენს კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.
– გამიგია, იმ ავი სულების ბინიდან განდევნა ხმაურით ხდებაო, რომლებიც ჩვენს წარმატებებს აფერხებენ. ამაზე რას იტყვით?
– თუ ეზოთერულ ლიტერატურას გადახედავთ, იქ ამოიკითხავთ, რომ ძველად, ხმაურის საშუალებით, ადვილად აძევებდნენ ბოროტ ძალას და მის ავ საქმეებს ხელს უშლიდნენ. ეს, რასაკვირველია, სახლში უაზრო, ხმამაღალ ყვირილსა და ალიაქოთს არ ნიშნავს. უბრალოდ, კარგია, თუ სახლში ხშირად ისმის ხმამაღალი სიცილი, სიმღერა და განსაკუთრებით ბავშვების ჟრიამული.

скачать dle 11.3