კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იწყებს ქმარი ცოლის გაკონტროლებას განსაკუთრებული სიმკაცრით

აქვს თუ არა ქალს ბედნიერების უფლება?! რა თქმა უნდა, აქვს, ისევე, როგორც ყველა ადამიანს... და რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში?! ფსიქოლოგები გვეტყვიან, რომ ხელის შემშლელი ფაქტორი ჩვენშია. დიახ, სწორედ ჩვენ განვაწყობთ თავს წარუმატებლობისთვის – ზოგჯერ უნებლიეთ, ზოგჯერ სრულიად გაცნობიერებულად. მაგალითად, ვთმობთ პირად ბედნიერებას, სურვილების დათრგუნვის ხარჯზე და ამას ვამართლებთ იმით, რომ სიყვარული, სხვა ადამიანის კარგად ყოფნა ჩვენგან მსხვერპლს მოითხოვს. რეალურად კი, თავს კარგად არ ვგრძნობთ. ბედნიერებას კი ნაბიჯ-ნაბიჯ ვშორდებით... გვავიწყდება მთავარი, როცა ჩვენ ბედნიერები არ ვართ, ვერავის გავაბედნიერებთ.

 თინიკო (27 წლის): არცთუ დიდი ვარ ასაკით, მაგრამ ეს წლებიც ისე გავატარე, საკუთარი თავისთვის არ მიცხოვრია. ასეა, როცა გამუდმებით რაღაცას იკრძალავ და ამას იმით ამართლებ, რომ ვიღაცას ეს ძალიან სჭირდება. თოთხმეტი წლის ვიყავი, როცა მშობლები გარდაიცვალნენ და დეიდამ ითავა ჩემზე ზრუნვა. შეიძლება, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ჩემი მსხვერპლშეწირვები.
– რას მიიჩნევთ მსხვერპლშეწირვად?
– საკუთარ სურვილებზე უარის თქმას. თანაც, ხშირად და მერე უკვე ავტონომიურ რეჟიმში. ეს არის ძალიან ცუდი. მართლა ცუდია. მაგრამ რაღაც ეტაპამდე ამას ვერ აცნობიერებ, სამწუხაროდ. მით უფრო, როცა ხარ ქალი და  პატარ-პატარა სურვილების შესრულება შენი  ბედნიერების ნაწილია. დაბრძენებულივით ვლაპარაკობ. მაგრამ აქამდე, ამ სიბრძნემდე დიდი ტკივილის ფასად მივედი. მოკლედ, დაიწყო იმით, რომ ბევრ რამეს ვითმენდი დეიდაჩემის მიმართ მადლიერების გამო. ჩემი სურვილები, ჩემი შეხედულებები უკან დავწიე და ვცხოვრობდი ისე, როგორც მას უნდოდა: დეიდაჩემს ჰყავდა მესამე ქმარი. იყო ძალიან საქმიანი, ძლიერი, მიზანმიმართული და ნამდვილი მბრძანებელი. შეუდარებლად ეხერხებოდა კაცის მართვა და მისით მანიპულირება. ათი წელი ვუყურებდი, როგორ ეჭირა ქმარი „ყურებით“ და ისეთი ჩერჩეტი გამოვდექი, ვერაფერი ვისწავლე.
– კაცის „შებმა“ ვერ ისწავლეთ?
– სულაც არ არის სასაცილო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ქალმა იცის თუ არა კაცთან ურთიერთობა, მისი მართვა და თავისი ჩანაფიქრის ხორცშესხმა. დამიჯერეთ, ეს სულაც არ არის ეგოიზმი – ეს ორივე ოჯახის კეთილდღეობისთვისაა საჭირო. იქ, სადაც ქალია წარმმართველი, ყველაფერი კარგადაა. კაცები მაგრად ურევენ, როცა ცოლები წინააღმდეგობას ვერ უწევენ. იწყებენ ცოლზე სერიოზულ კონტროლს და ამას ეჭვიანობა სულაც არ იწვევს. საკუთარ თავზე მწარედ გამოვცადე ასეთი ნიუანსების არცოდნა. სამი წლის წინ გავთხოვდი, შეჩვეული ვიყავი მორჩილებას. ჩემი გარემო ინდივიდუალიზმისა და საკუთარი ნების გამოვლენის საშუალებას არ მაძლევდა. ხომ ვხედავდი დეიდაჩემს, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ქმართანაც და დანარჩენებთანაც, ვინც მის გარშემო იყო – მბრძანებლური! წარბს აწევდა და იქ მთავრდებოდა ყველაფერი. ამან დამთრგუნა. საერთოდ არ მინდოდა მოდელი გამოვსულიყავი, მაგრამ, როცა სააგენტოში მიმიყვანა, ხმა ვერ ამოვიღე. კიდევ კარგი, რომ ძალიან მალე გავიცანი ჩემი მომავალი ქმარი და ორ წელიწადში გავთხოვდი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. მომწონდა ის, რომ ჩემი სახლი მქონდა და შემეძლო, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ვყოფილიყავი. ქმარიც თითქოს „ჩემიანი“ იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა. ერთ დღეს სრულიად შეიცვალა. ჩემზე კონტროლი  გაამკაცრა და გააძლიერა. კარგა ხანს ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა და რატომ მოხდა. თითქოს არაფერი დამიშავებია – ურთიერთობა სხვა კაცთან არ მქონია. რატომ უნდა იეჭვიანოს-მეთქი, ვფიქრობდი. ვერ ვხვდებოდი, რომ ამას თავისი ღალატის შესანიღბად აკეთებდა. ჩემზე კონტროლის გაძლიერებით თავისი ქმედების თავისუფლებას უზრუნველყოფდა.
– ანუ, თვითონ რადგან გღალატობდათ, თქვენ გაკონტროლებდათ?
– დიახ. სწორედ ასეა, მისი ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლის უფლება აღარ მქონდა. ისეთ დაკითხვას მიწყობდა, შეკითხვის დასმა რომც მდომოდა, ვერ ვახერხებდი, რადგან მუდმივად თავდაცვისა და თავის მართლების რეჟიმში ვიყავი, თუმცა ვერ ვიგებდი, რატომ... ცუდი ის არის, რომ თავი მაინც დამნაშავე მეგონა.
– რატომ?
– ისევ ჩემი კომპლექსების გამო. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ყველაფერში დამნაშავედ საკუთარი თავი მიმაჩნდა. საშინელება იყო. ასე იქამდე გაგრძელდა, სანამ კომპიუტერში, შემთხვევით, მისი საყვარლების წერილებს არ წავაწყდი. ერთის კი არა, ერთდროულად რამდენიმესას. გავგიჟდი. სტრესის მოსახსნელად დავლიე კიდეც. ძალიან ცუდად ვიყავი. ერთი „ხმა“ ჩამძახოდა, დღესვე ყველაფერი უთხარიო. მეორე „ხმა“ – პირიქით, მაფრთხილებდა, მოითმინე, ეს არ გააკეთოო. მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. საკუთარ თავთან ბრძოლა ძნელი ყოფილა. ისევ ქმარი „დამეხმარა“ – მოვიდა და ჩხუბი დამიწყო, ჩემს უკითხავად სასმელი რატომ აიღე ბარიდანო. ისე გავბრაზდი, უსამართლობის განცდამ აჯობა მორჩილების ხელოვნურ, ნაძალადევ სურვილს. ყველაფარი მივახალე, რაც ვიცოდი და რასაც მასზე ვფიქრობდი. გაშტერებული მისმენდა. აშკარად არ ელოდებოდა ამას და გაოგნებული იყო. ვუთხარი, რომ მივდიოდი მისგან. სად მიდიხარ, ვისთან მიდიხარო... მშობლებისგან ერთოთახიანი ბინა დამრჩა, „ხრუშჩოვკა“, რომელსაც ვაქირავებდი და იქ ვაპირებდი გადასვლას. ჩემი ქმარი მიხვდა, უფრო კი იგრძნო, რომ ძალიან სერიოზულად ვიყავი განწყობილი და ეგრევე უკან დაიხია. ეტყობა, მაინც ვუყვარვარ, სულერთი არ ვარ მისთვის... მკითხა, ძლიერი იყავი თუ ჩემმა ღალატმა გაგხადა ასეთიო? ვუთხარი, უსამართლობამ მაქცია ასეთად-მეთქი. სწორედ მოვიქეცი, რომ მის სურვილს – ებატონა ჩემზე საკუთარი უსინდისობის გადასაფარად, პრინციპულობა და შეუვალობა დავუპირისპირე. გაჭრა ამან. ყოველ შემთხვევაში, უკვე რამდენიმე თვეა, რადიკალურად განსხვავებულად იქცევა. ცდილობს, ზედმეტი არ მოუვიდეს. მგონი, იმ ქალებსაც შეეშვა.
– ანუ, თუ ქმარი ჩვენს გაკონტროლებას ცდილობს და ეჭვიანობს, ეს იმას ნიშნავს, რომ გვღალატობს?!
– ყველაზე, ალბათ, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ვფიქრობ, კაცები ღალატისას არაადეკვატურად იქცევიან. დაკვირვებული ცოლი უნდა მიხვდეს ამას და სერიოზული ძალა დაუპირისპიროს, რომელიც ქმარს აგრძნობინებს, რომ ცოლი ნივთი არ არის.

скачать dle 11.3