კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჰგონია ხალხს მასტერი სოსო პავლიაშვილის ნათესავი და მისი რომელი კლიპი მოხვდა RU-TV-ს ათეულში

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი, ერთ წელზე მეტია, რაც მოსკოვშია. რუსულ შოუ-ბიზნესში ახალი სახელით – „აქცენტით“ შევიდა. თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას სახელი არ შეუცვლია და მასტერი ქართველებისთვის ისევ დარჩა. ქართულ და რუსულ პროექტზე ერთდროულად მუშაობა მარტივი არაა, მაგრამ, როგორც ყველა ვხედავთ,  ამ საქმეს რეპერი თავს მშვენივრად ართმევს – 11 ქართული და ერთი რუსული კლიპი გადაიღო, რომელიც RU-TV-ზე 10 საუკეთესო სიმღერას შორის მოხვდა. როგორია ქართველი რეპერის მოსკოვური ცხოვრება და რა სიახლეები აქვს მას, თავად მოგიყვებათ.

 გიორგი პავლიაშვილი: წელიწადზე მეტია, რაც მოსკოვში ვაგრძელებ კარიერას. დამატებითი პროექტი დავიწყე, სადაც სხვა სახელით ვარ, ანუ რუსი მსმენელი მიცნობს „აქცენტის“ სახელით. თუმცა, არ შემიჩერებია ქართული სიმღერების ჩაწერა. ჩემს ქართველ მსმენელებს ვანებივრებ და ხშირად ვაწვდი მათ ახალ პროდუქტს, როგორც მასტერი. სახელის დამატება, ეს აპრობირებული მეთოდია. არაერთი რეპერია, რომელსაც მსგავსი პროექტი აქვს. ძალიან რთულია ორენოვან სიმღერებზე იმუშაო. შემიძლია, ვიამაყო იმით, რომ ერთადერთი ვარ, ვინც ქვეყნიდან წავიდა და ქართული სიმღერების ჩაწერას აგრძელებს. რაც მოსკოვში ვარ, ამ პერიოდის განმავლობაში 11 ქართული კლიპი გამოვუშვი. ჩემი მსმენელი მასტერის თბილისში არყოფნას ნამდვილად ვერ გრძნობს.
– რატომ „აქცენტი“? ბევრისთვის გაუგებარია, რატომ არ გააგრძელე რუსულ შოუ-ბიზნესში „მასტერის“ სახელით მოღვაწეობა.
– უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ სახელი არ შემიცვლია, უბრალოდ სახელი დავიმატე. როგორც გიორგი პავლიაშვილი ვიქნები სულ, ასევეა, მასტერიც. რუსეთში სიტყვა მასტერს ხმარობენ როგორც ხელოსანს. ანუ, მას სხვა დატვირთვა აქვს. როგორც არარუსი ვრეპავ აქცენტით და ბევრად კარგად მოვირგე ეს ახალი სახელი. არ მინდოდა, მსმენელს ეს არეოდა, ამიტომ ორივე ერთმანეთისგან გავმიჯნე. შევქმენი  ახალი „ფეისბუქი,” „იუთუბის” ექაუნთი და ასე შემდეგ. ყველასთვის გასაგები რომ იყოს, აქცენტის სახელით ვწერ რუსულ სიმღერებს, მასტერით კი – ქართულს. ისე გამოვიდა, რომ ის, რასაც ცამეტი წელი საქართველოში  ვაკეთებდი,  მოსკოვში ნულიდან დავიწყე.
– რუსულ შოუ-ბიზნესში გარკევულ წარმატებას მიაღწიე, ეს მარტივი არ იქნებოდა.
– ვერ ვიტყვი, რომ წარმატებას მივაღწიე, მაგრამ ღმერთის წყალობით, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ვდგავარ. სოსო პავლიაშვილთან ერთად გადავიღე კლიპი. ეს ჩემი პირველი რუსულენოვანი ნამუშევარია, რომელიც მაშინვე მოხვდა ყველაზე მაღალ რეიტინგულ ტელეარხზე, RU-TV-ზე, 10 საუკეთესო სიმღერას შორის. უკვე ორი კვირაა, რაც ათეულში ვართ. პირველად გავედით მეცხრეზე, მეათეზე ტიმატი იყო; მეორედ კი ერთი პოზიციით წინ წავიწიეთ. აქ ძალიან რთულია, სხვა მენტალობის ხალხი ცხოვრობს, მაგრამ როგორც ქართველს, არანაირი დაბრკოლება არ შემხვედრია.
– ირაკლი ფირცხალავასთან ერთადაც ჩაწერე დუეტი. სოსო პავლიაშვილი შენი ნათესავი ხომ არ არის?
– არა, სოსო არ არის ჩემი ნათესავი. ერთმანეთთან ჩემმა პროდიუსერმა დაგვაკავშირა. ეს იყო მეგობრობა მუსიკალურ ჩარჩოში. სოსოს გადავუგზავნეთ სიმღერის საცდელი ვერსია. მოეწონა, დაგვიბარა სტუდიაში და დაგვთანხმდა ჩაწერაზე. მისი ძალიან დიდი მადლობელი ვარ.  რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას, ეს არის მასტერის პროექტი, ქართული სიმღერაა. კლიპიც საქართველოშია გადაღებული, უბრალოდ, მონტაჟი გაიწელა და ჯერ არ გამოსულა. ირაკლისთან დაახლოება სულ სხვაგვარად მოხდა. ჯერ მეგობრულად დავახლოვდით და მერე გადავწყვიტეთ დუეტის ჩაწერა.
– სამომავლო გეგმები დიდი გაქვს. საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავ?
– საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ, ისე არ ვარ, რომ გადაიხვეწებიან ხოლმე. არ შემიძლია ჩემი ქვეყნისგან, მსმენელისგან სულ შორს ყოფნა. რომ მეკითხებიან, მასტერ, მოგვენატრე, როდის ჩამოხვალო, სულ ვეუბნები, ჩემი ქართული სიმღერები ყოველდღე იდება, „ფეისბუქზე” შეხება სისტემატურად მაქვს და ჩემი მანდ ყოფნა რა აუცილებელია-მეთქი. როცა მინდა დავბრუნდები, მაგრამ ჯერჯერობით, აქეთ ვაპირებ ყოფნას, უფრო მეტი პერსპექტივა მაქვს. ბაზარია აქ დიდი, თორემ ჩემს ქვეყანაში ბევრად კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– მამა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორია. სულ თავიდან, როგორ შეხვდა შენს რეპერობას?
– რეპერობა რომ გადავწყვიტე, მაშინ მამა ქონების მართვის მინისტრი და პარლამენტის წევრი იყო. თავიდან მაინც ისე შეხვდა – დიდად არ მოსწონდა. 13 წლის წინ დავიწყე რეპი და იმ პერიოდის საქართველოსთვის ეს უცხო ხილი იყო. მამას მაინც უნდოდა, კაბინეტში დავმჯადრიყავი და პიჯაკი მცმოდა. მაგრამ, რომ  ნახა, კარგად გამომდიოდა, თავის მეგობრებსაც მოსწონდათ, მერე დიდი მხარდაჭერა გამიწია. თვითონ მეუბნებოდა ხოლმე, ჩაწერე ახალი სიმღერა, ჩაწერეო (იცინის). ვერ ვიტყვი, რომ მამისგან  „პადერჟკა” არ მქონია. დედაც კარგად შეხვდა ამ ამბავს, თვითონაც მუსიკოსია. საერთოდ, რეპერებს მშობლებთან აქვთ პრობლემები, მე ამ საკითხში გამიმართლა. მამა ახლაც აპირებს დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას და ვფიქრობ, ერთმანეთს ხელს არ შევუშლით (იცინის).
– როგორია შენი მოსკოვური ცხოვრება?
– მარტო ვცხოვრობ ოროთახიან ბინაში და საჭმელსაც თავად ვიმზადებ (იცინის). ეს არის ქალაქი, რომელიც არ ჩერდება, სულ მოძრაობაშია.  ეს არის ქალაქი, სადაც პარასკევს ყველა ეთიშება სამსახურს და იწყება მასობრივი გართობა. თბილისსა და მოსკოვს შორის, რა თქმა უნდა, განსხვავებაა.  აქ სულ სხვა მენტალიტეტია, გოგონებიც უფრო თავისუფლები არიან. ეს ზოგჯერ კარგია, ზოგჯერ – არა. მაინც ქართველი ბიჭი სხვანაირად უყურებს ამას (იცინის). როცა მეუბნებოდნენ, რუს გოგონებს ქართველი ბიჭები მოსწონთო, ყოველთვის მეგონა, რომ ეს იყო მამაჩემის თაობის თემა, მაგრამ არა. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რუსი გოგონები მეტი პატივისცემით ეპყრობიან ქართველ ბიჭებს.
– რა ხდება პირად ურთიერთობებში?
– როგორც ყოველთვის, არაფერს ვმალავ. ჩემი სიმღერებიდანაც მიხვდებით, როცა შეყვარებული ვარ (იცინის). ალბათ, ერთადერთი ვარ, ვინც სიმღერა ჩავწერე და იმ გოგოს სახელი დავარქვი, რომელზეც ვფიქრობდი. ახლა არაფერი ხდება. 27 წლის გავხდი და პირადში სერიოზული არაფერია. მგონი, რაც უფრო მეტი არჩევანია, უფრო რთულია გადაწყვეტილების მიღება. არ ვარ შეყვარებული. ამას პიარის გამო არ ვამბობ, თაყვანისმცემელი რომ არ მომაკლდეს ან რაიმე.
– როგორც ვიცი, შეფასების საკუთარი კრიტერიუმები გაქვს გოგონებთან დაკავშირებით.
(ინტერვიუს პროცესში მასტერის მამა, ბატონი სოლომონ პავლიაშვილი ჩაერთო).
– მამას და დედას უნდა შეუთანხმოს ეს საკითხი, მამამ 60 პროცენტი უნდა გადაწყვიტოს, დედამ – 40 (იცინის).
მასტერი: (იცინის) ყველას თავისი კრიტერიუმები აქვს. არავინ იფიქროს, რომ ქასთინგს ვუწყობ გოგონებს. უბრალოდ, რაღაც მომწონს, რაღაც – არა. არ მსიამოვნებს, როცა გოგო სიგარეტს ეწევა, იმიტომ კი არა, რომ მწეველი გოგო ცუდად ცხოვრობს, ან რაიმეს აშავებს, უბრალოდ, ფიზიკურად არ მომწონს. ასევე, არ მომწონს, როცა გოგო ბილწსიტყვაობს. ჩემთვის  მნიშვნელოვანია, დედას როგორ ესაუბრება. ამას რომ ვამბობ, ბევრს ჰგონია, ძალიან წესიერი ბიჭი ვარ და არაფერი დამიშავებია ცხოვრებაში. არა, არ ვარ ანგელოზი, უბრალოდ, გოგოსთან ერთად რომ  ვარ, ამ დროს დედა დაურეკავს და ის იტყვის, რა წაიღო ამ ქალმა ტვინიო, ან „ქალოთი” მიმართავს, ნამდვილად  არ მომეწონება. არაფერს ვეტყვი, მაგრამ შემეცვლება მისდამი დამოკიდებულება. თუ გოგო გემრიელ სადილსაც ამზადებს, ეგ უკვე ბრწყინვალეა.
– გეტყობა, რომ მამასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გაქვს.
– კი, ძალიან მეგობრული და ძმაკაცური, როგორც მამასთან, ასევე დედასთან.

скачать dle 11.3