კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გზა იდეალური სხეულისკენ

თუ ფიტნეს-კლუბისთვის არ გყოფნით არც დრო და არც ფული, ცოტა ძალა დაატანეთ ნებისყოფას და ასეთი კლუბი სახლში მოიწყვეთ. მთავარია, არ დაგეზაროთ და ვარჯიშები შეასრულოთ რეგულარულად და ხარისხიანად, შედეგი კი თვითონ მოგაკითხავთ.
„სახაზავი“
უნივერსალური „სახაზავი“ დღეს მუცლის პრესის ყველაზე პოპულარულ ვარჯიშად ითვლება. ის ავარჯიშებს არა მხოლოდ მუცლის, არამედ მთელი სხეულის კუნთებს. თქვენ მოგეთხოვებათ ერთადერთი რამ: დააფიქსიროთ ტანი სწორ მდგომარეობაში და ამ პოზაში გაჩერდეთ რამდენიმე წამის განმავლობაში (დაიწყეთ 10-15 წამით და თანდათან ადით 2 წუთამდე).
დაწექით იატაკზე გულდაღმა. ხელები იდაყვებში მოხარეთ (მართი კუთხე უნდა გაკეთდეს) და იდაყვიდან მტევნამდე მონაკვეთით დაეყრდენით იატაკს. ფეხსაცმელი გაიხადეთ და ასე დაწოლილ მდგომარეობაში „დადექით“ ფეხის თითებზე (ვითომ ფეხის წვერებზე აიწიეთ). ტანი ისე გაასწორეთ, რომ კეფიდან ქუსლებამდე სახაზავივით სწორი ხაზი გამოგივიდეთ. დაეყრდენით მხოლოდ წინამხარსა და ფეხების თითებს. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ მაქსიმალურად სწორი ხაზი და დაჭიმული გეჭიროთ მუცლის კუნთები. არ მოხაროთ ფეხები მუხლებში. ძალიან რომ დაიღლებით, მოეშვით, ჩვეულებრივად დაწექით იატაკზე და 1-2 წუთი დაისვენეთ, შემდეგ კი ვარჯიში რამდენჯერმე გაიმეორეთ.
წრიული ვარჯიშები
წრიული ვარჯიშები ნიშნავს, თანმიმდევრულად, წრიულად აბრუნოთ ხელები, ფეხები და ტანი. მათი შესრულების დროს ერთ დღეში ხდება მთელი სხეულის კუნთების დამუშავება. ვარჯიშების ამ ციკლში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის კარდიო და ძალისმიერი დატვირთვები, რომლებიც შეგიძლიათ შეასრულოთ ჩვეულებრივი ჰანტელებით. არ არის საჭირო მძიმე აღჭურვილობის გამოყენება, რადგან, წრიული ვარჯიშები არ არის გამიზნული კუნთოვანი მასის ფორმირებისთვის და მაღალი ინტენსივობით სრულდება. სავარჯიშო იარაღის წონა უნდა იყოს ნახევარი კილოგრამიდან 1,5 კილოგრამამდე. შეარჩიეთ ისინი თქვენი გემოვნებით და თანმიმდევრულად შეასრულეთ 10-12 ვარჯიში, რომლებიც სხეულის ყველა მონაკვეთზე იქნება ორიენტირებული. თითოეული წრიული ვარჯიში მეორდება 2-3-ჯერ, თითოეულს შორის 30-წამიანი შესვენებით. თუ ვარჯიშის ინტენსიურობას ძალიან გაზრდით, შესვენებების ხანგრძლივობაც 1 წუთამდე გაზარდეთ.
ეს ვარჯიშები ძალიან დაგეხმარებათ ახალი წლის დღეებში დაგროვილი კილოგრამების გასაქრობად.

скачать dle 11.3