კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ვიკვებოთ ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ და ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ

კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის, არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც აუცილებელი და სასარგებლოა ორგანიზმისთვის. თითოეული ჩვენგანის სასიცოცხლო პოტენციალი და ორგანიზმის მდგომარეობა ინდივიდუალურია და ის კოსმოსთანაა კავშირში. ამიტომ, საჭიროა, ზუსტად იცოდეთ რომელი პროდუქტი უნდა მიაწოდოთ თქვენს ორგანიზმს, კოსმოსთან ჰარმონიაში რომ იყოთ. ასე ზედმეტ წონასაც აიცილებთ თავიდან და ჯანმრთელადაც იქნებით.
ვერძი
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი არ ფიქრობს შედეგზე, როცა გემრიელ საკვებს ხედავს. თქვენთვის სასასრგებლოა საათობრივი დიეტის დაცვა. ბევრი იმოძრავეთ და იარეთ ფეხით. არ მიიღოთ დღეში 1 500 კილოკალორიაზე მეტი. მოერიდეთ ფუნთუშების, ბრინჯის, ყველის, ბანანის, ქიშმიშის, ცხიმიანი ხორცისა და ტკბილეულის ჭამას. მიირთვით ნუში, თევზი, მოხარშული მჭლე საქონლის ხორცი და ხშირად სვით მინერალური წყალი.
კურო
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი გურმანია. ხშირად ისე იკვებება, რომ ზომას აჭარბებს, რაც მისი ზედმეტი წონის მიზეზი ხდება. გირჩევთ, იკვებოთ ზომიერად. ხშირად ჭამეთ  ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, კომში, ატამი, ქლიავი. რაციონში შეიტანეთ უცხიმო რძის ნაწარმი და ნატურალური უშაქრო ხილის წვენები. ეს ზედმეტი წონისგანაც დაგიცავთ და ენერგიასაც შეგმატებთ.
ტყუპები
ტყუპებს არ უყვართ ერთფეროვანი საკვები, ამიტომ ცდილობენ, ყველაფერი გასინჯონ, ეს კი მათთვის ყოველდღიურად მიღებული ზედმეტი კალორიები და, შესაბამისად, წონაში მომატების მიზეზია. აკონტროლეთ მადა და თუ დიეტის დაცვა გადაწყვიტეთ, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ ის. მიიღეთ ნაკლებკალორიული საკვები: ხილი, ბოსტნეული, იოგურტი, მოხარშული თევზი. მოერიდეთ ბევრ პურს. კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე და მიიღეთ მხოლოდ 2 ცალი ვაშლი და 3 ლიტრი მინერალური წყალი.
კირჩხიბი
კირჩხიბებს არ უჭირთ საკუთარი წონის კონტროლი. მთავარია, მოინდომონ და ფორმაში ადვილად ჩადგებიან. ნუ მიიღებთ საკვებს, როცა ემოციურად გადაღლილი ხართ, თორემ, ზომას ვერ გააკონტროლებთ და ზედმეტ კალორიებს დააგროვებთ. თქვენთვის დღეში მხოლოდ 1 300 კილოკალორიაა ნებადართული. ჭამეთ ბევრი სალათა, ორთქლზე მოხარშული თევზი, ხორციანი წვნიანები და ფხალეული – ეს უფრო სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე შემწვარი ხორცი და ცხიმიანი საკვები.
ლომი
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები საკვებთან მიმართებაში ზედმეტის უფლებას აძლევენ თავს. ამიტომ, საჭიროა, წონას თვალყური ადევნოთ. კარგია, თუ მენიუში ხშირად ჩართავთ ოხრახუშს, ზეთისხილს, ნუშს, ხილსა და ფხალეულს. ხშირად არ ჭამოთ მსუყე საკვები და დაიცავით კვების საათები. რაციონიდან საერთოდ გამორიცხეთ მწარე და ცხარე საკვები, ცხიმიანი კერძები. კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე – ეს თქვენს ორგანიზმს წიდებისგან გაწმენდს და ზედმეტ წონასაც მოგაშორებთ.
ქალწული
სწორი კვება აუცილებლად გჭირდებათ. საჭმლის მომნელებელი სისტემა სუსტი გაქვთ და, თუ სწორად არ იკვებეთ, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. ორგანიზმი მოამარაგეთ ჯანსაღი პროდუქტებით. ეცადეთ, ყველაფერი ნატურალური მიირთვათ და ხშირად ჩართეთ საკვებ რაციონში ფაფები და ბურღულეული, დილა კი ასკილის ჩაით დაიწყეთ. მოერიდეთ ცხოველური წარმოშობის ცხიმებს, შებოლილ პროდუქტებსა და ტკბილეულს.
სასწორი
მერყევი ხასიათის გამო, არ არის გამორიცხული, დაარღვიოთ კვების რეჟიმი და წონაში მომატებაც ამან გამოიწვიოს. თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია დღეში 1 700 კილოკალორია და არა მეტი. გონივრულად გადაანაწილეთ საუზმის, სადილისა და ვახშმის დრო. შეავსეთ ორგანიზმი საჭირო ვიტამინებით და ყოველდღიურად ივარჯიშეთ. იკვებეთ ზღვის პროდუქტებით და ხშირად სვით ბალახეული ნაყენები.
მორიელი
თუ მოინდომეთ, ადვილად შეძლებთ მადის კონტროლს და დაიკლებთ წონაში. შეგიძლიათ, დღიურად მხოლოდ 1 200 კალორია მიიღოთ და ეს საკმარისი აღმოჩნდება. ასე, ადვილად შეძლებთ მოიშოროთ ზედმეტი წონა და ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდეთ. ხშირად მიირთვით თევზი, უმი ბოსტნეული, ზეთისხილი და საქონლის ღვიძლი.
მშვილდოსანი
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ხშირად ვერ იცავს დიეტას. მართალია, ეს მის წონაზე ნაკლებად აისახება, მაგრამ მაინც საჭიროა, დროდადრო საკვები რაციონის გადახედვა და კორექტივების შეტანა. არ მიიღოთ დღეში 1 500 კილოკალორიაზე მეტი. ხშირად ჭამეთ ხბოს ღვიძლი, უმი კომბოსტო, ბოლოკი, ვაშლი. მინიმუმამდე დაიყვანეთ მარილისა და შაქრის მოხმარება.
თხის რქა
ეცადეთ, ყოველდღიურად ივარჯიშოთ და სათანადო ყურადღება დაუთმოთ კვებას. პროდუქტების სწორად შერჩევის წყალობით, არ გაგიჭირდებათ დიეტის დაცვა და სასურველი წონის შენარჩუნება. ნუ მიიღებთ საკვებს საღამოს 7-8 საათის შემდეგ. ჭამეთ მოხარშული მჭლე ხორცი, ახალი ბოსტნეული, სეზონური ხილი, კენკროვანები. მიიღეთ პოლივიტამინები, თვეში ორჯერ კი დაიცავით გაზგასული მინერალური წყლის დიეტა.
მერწყული
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს უყვარს გემრიელი საკვები, რაც მის წონაზეც ხშირად აისახება. თუმცა, თუ შეძლო და მადა მოთოკა, არც სასურველ წონამდე უჭირს ორგანიზმის დაყვანა. გირჩევთ, ნაკლებად მიირთვათ ტკბილეული, ღვეზელები, ფუნთუშები, გაზიანი სასმელი. მეტი რაოდენობით მიიღეთ რძის ნაწარმი, რათა ორგანიზმი არ გამოიფიტოს. თქვენი დღიური ნორმაა 1 250-1 300 კილოკალორია. შაქარი შეცვალეთ თაფლით, მოერიდეთ ზედმეტად მარილიანი კერძების მიღებას. ბევრი ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე – ასე სასიცოცხლო პოტენციალსაც აიმაღლებთ და წონაშიც დაიკლებთ.
თევზები
ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს არ ჰყოფნით ნებისყოფა, დაიცვან სწორი კვების რეჟიმი და თავს უფლებას აძლევენ, გემრიელად დანაყრდნენ, რის გამოც ადვილად ახერხებენ  ზედმეტი წონის აკრეფას, დაკლება კი უჭირთ. გირჩევთ, კვირაში ერთხელ მოხარშული ბრინჯის დიეტა დაიცვათ. თქვენთვის ასევე სასარგებლოა თევზი, ისპანახი, მწვანილეულობა და სეზონური ხილი. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეში 1 600-1 700 კილოკალორიაზე მეტი არ უნდა მიიღოთ.

скачать dle 11.3