კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლოს ისტორია და ჩვენი გმირების სურათებს სალოცავ კუთხეში, ხატებთან ერთად ვინახავ. სწორად ვიქცევი თუ არა?
პასუხი: ხატების კუთხე განკუთვნილია ხატების დასაბრძანებლად, მათთან ერთად გმირების სურათების მოთავსება და ისე ლოცვა  არ არის მიზანშეწონილი. თქვენთვის სათაყვანებელი ადამიანების სურათები შეგიძლიათ მოათავსოთ სხვაგან, გამორჩეულ და საპატიო ადგილზე.
კითხვა: შეიძლება თუ არა ნათლობის პირსახოცის გამოყენება, თუ, ხელუხლებლად უნდა შევინახოთ?
პასუხი: როგორც წესი, ნათლობის პირსახოცს ხელუხლებლად ინახავენ, რადგან მასზე მირონია შეწმენდილი.
კითხვა: სახარებაში წერია: „ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5,28). რატომ არის თანაბარი ზრახვა და ქმედება?
პასუხი: უფალი კრძალავს არა მარტო ბოროტ საქმეებს, არამედ სურვილებსაც და ზრახვებსაც. თუ სურვილები და ზრახვები ცოდვიანია, ისინი აუწმინდურებენ სულს. გარდა ამისა, ბოროტი ზრახვებისგან იშვება ქმედებები. ამიტომ არის აუცილებელი საკუთარ თავში ცოდვისკენ მიდრეკილი ზრახვებისა და სურვილების დათრგუნვა.
კითხვა: ჩემი შვილი 18 იანვარს არის დაბადებული, როდესაც მძიმე მარხვა ემთხვევა. შეიძლება ამ დღეს დაბადების დღის აღნიშვნა?
პასუხი: თუ აღნიშვნაში სუფრის გაშლას გულისხმობთ, უმჯობესია, ეს საქმე გადადოთ, მით უფრო, რომ საბაბიც გეძლევათ – მეორე დღეს ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულია.

скачать dle 11.3