კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სქემმონაზონ ვასიანის აღსრულებული სასწაული

„მე, ქალაქ ალატირის პოლიციის ზედამხედველი, ვადასტურებ, რომ მეშჩანი პეტრე ევდოკიმოვ-მალიგინი დაავადებული იყო ბნედით (ეპილეფსია) და გარდა ამისა, სხეულის სხვადასხვა ნაწილსა და თავზე ჰქონდა დარტყმისგან, დაცემისაგან მიყენებული ჭრილობები. პოლიციის ზედამხედველი იასნიცკი“. კიდევ ერთი საბუთი: „ქ. ალატირის მეშჩანი პეტრე ევდოკიმოვ-მალიგინი მომმართავდა ხოლმე სამედიცინო დახმარებისათვის. ექიმი ი. ბოლდირევი“.
ეს საბუთები, მას შემდეგ იქნა წარდგენილი, რაც ხსენებული მეშჩანი მალიგინი სრულიად ჯანმრთელი წარუდგა თანამემამულეებს. მხოლოდ უმნიშვნელო ნაკვალევი დაეტოვებინა სახეზე ავადმყოფობას, რომელიც 30 წელი სტანჯავდა მას.
პეტრე მალიგინი 23 წლისა დაქორწინდა. იმავე წელს, ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად სტუმრად რომ იმყოფებოდა ნათესავებთან დღეობაზე, გადაღლილობის გამო თავბრუ დაეხვა, დაეწყო გულისრევა და წავიდა სახლში. როდესაც ცოლმა ქმარი მოისაკლისა, ისიც სახლისკენ გაეშურა. ოთახში შესვლისას კი დაინახა, იატაკზე გაწოლილი ქმარი, რომელიც მთელი სხეულით კანკალებდა და პირიდან დუჟი გადმოსდიოდა. ამის შემდეგ პეტრე მალიგინს ბნედის შეტევები გაუხშირდა. დავარდნისას უზიანდებოდა თავი, ფეხები, ხელები... უჩნდებოდა ღრმა იარები. შედეგად, სხეული შეუშუპდა და ცოცხლად ლპობა დაიწყო.
ჩანს, ეშმაკი ჩაუსახლდა პეტრეს, რადგან ვიღაცას თავის შიგნით „ალექსეი პატრიკეევიჩის“ სახელით მოუხმობდა. არაერთხელ დამართნია მას სიგიჟე ქუჩაში. მაგალითად, მიდის მალიგინი ეკლესიის სიახლოვეს, ფიქრობს რაღაც ღვთიურზე, მაგრამ „ალექსეი პატრიკეევიჩი“ არ ასვენებს და აიძულებს, იცეკვოს მანამ, სანამ პეტრე მიწაზე არ დაეცემა. ხშირად გაუთოკია პოლიციას. მაგრამ ვერავითარი თოკი ვერ უძლებდა. წარმოუდგენელ ღონეს ავლენდა, თოკებს ისე წყვეტდა, როგორც ობობას ქსელს. რვა კაცსაც კი არ ძალუძდა მისი შეკავება.
მალიგინი ეკლესიაში არ დადიოდა, გარდა ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულისა. აი, მაშინ პეტრეს „ალექსეი პატრიკეევიჩისგან“ ასეთი სიტყვები ესმოდა: „აი, ახლა, მეგობარო პეტია, წადი ეკლესიაში. მე ვერაფრით შეგეწინააღმდეგები, რადგან მე თვითონ ვარ შებორკილი“.
არაერთ წელს იტანჯა ასე პეტრე. ფული ბლომად ჰქონდა და მის დიდ ნაწილს მკურნალობას ახმარდა, მაგრამ ვერცერთი ექიმი ვერ კურნავდა. და აი, ერთხელ, როდესაც ქუჩაში მიდიოდა, ავადმყოფს მოესმა: „პეტრე ზლობინსკი!“ – ასეთი მეტსახელი შეარქვეს მას ქალაქის მცხოვრებლებმა. მიუახლოვდა პეტრე მას და დაინახა უცნობი მამაკაცი – დაბალი, ჭაღარა, მონაზვნის გრძელ კაბაში შემოსილი. მონაზონმა მას ურჩია: „თუ გინდა, რომ ჯანმრთელი იყო, შეასრულე ის, რასაც მე გიბრძანებ. სამების მამათა მონასტერში არის გამოქვაბული, სადაც განისვენებს სქემმონაზონ ვასიანის ნეშტი და მისადმი ლოცვით, სულითა და სხეულით უძლურნი ღმერთისგან იღებენ კურნებას. შენც მიდი იქ, სამი პანაშვიდი გადაიხადე სქემმონაზონ ვასიანის სახელზე, ბოლოს კი სამადლობელი ლოცვა აღავლინე უფლისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი. და შენ სრულიად ჯანმრთელი შეიქნები“. თქვა თუ არა ეს, მონაზონი ჰაერში გაუჩინარდა. უკვე შემდეგ მალიგინი მიხვდა, რომ ეს თვითონ მამა ვასიანი იყო.
მალიგინმა ყველაფერი აღასრულა, რაც მოძღვარმა უბრძანა. პირველი პანაშვიდის დროს ავადმყოფი ხტუნავდა, „ალექსეი პატრიკეევიჩი“ კი უყვიროდა: „რატომ მაგდებ მე?“ მესამე პანაშვიდისა და სამადლობელი ლოცვის შემდეგ, მალიგინმა მაშინვე იგრძნო გამოჯანმრთელება.
ვინ იყო ის ბერი, რომლის ლოცვასაც მაცხოვრის წინაშე ასეთი დიდი ძალა ჰქონდა? მასზე ძალზე ცოტა რამაა ცნობილი. მაგრამ, მოღწეული გადმოცემების მიხედვით, ბერი ვასიანი ძალზე მკაცრ მოღვაწეობრივ ცხოვრებას ეწეოდა და ქალაქის მცხოვრებელთა შორის დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ბევრი მას წმიდა მოღვაწედ რაცხდა. ცხოვრობდა ის მეჩვიდმეტე საუკუნეში და იყო წმიდა სამების მონასტრის სქემმონაზონი, რომელიც ციმბირის გუბერნიის ქალაქ ალატირში მდებარეობდა. მისი გარდაცვალების თარიღიც უცნობია, რადგან მონასტრის არქივი ხანძარმა შთანთქა. 1748 წლის აგვისტოში, როდესაც ადგილს ასუფთავებდნენ, ამჟამად არსებული სამების ტაძრის ასაშენებლად, ნაპოვნი იქნა კუბო სქემმონაზონ ვასიანის წმიდა ნაწილებით. შემოწმებით დადგინდა, რომ თვით სხეული, ტანსაცმელი და კუბო დაუზიანებელი იყო. უკვე მაშინ, მეთვრამეტე ასწლეულში, ბერის წმიდა ნაწილებთან სასწაულებრივი განკურნებანი აღესრულებოდა. სასწაულები შემდეგ საუკუნეებშიც ხდებოდა. ბერისადმი ლოცვითი მიმართებების შედეგად, ავადმყოფები იკურნებოდნენ უსინათლობისგან, სიყრუისგან, რევმატიზმისგან, დამბლისგან, გულის მანკისგან, კუჭის კატარისგან, ხდებოდა იარებისა და წყლულების განკურნება. ყველა განკურნებული იყო ღრმად მორწმუნე, რამეთუ ურწმუნო ადამიანს ვერანაირი წმიდანი ვერ უშველის.

скачать dle 11.3