კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ურჩობა საკუთარი თავის ღალატია, მონაზვნისთვის – თვითმკვლელობის მსგავსი ცოდვა
ერთმა მონაზონმა გვიამბო, რომ წლების განმავლობაში მღვიმეში ცხოვრობდა თავის მოძღვართან ერთად. ამ უკანასკნელმა სიკვდილის წინ უბრძანა, რომ მისი სხეული იქვე დაემარხა და თავად დაუყოვნებლივ წასულიყო სოხუმში; თან, გზაც მიუთითა – შემოვლითი გზა, გრძელი და ძნელად სავალი. მოძღვრის დაკრძალვის შემდეგ მონაზონმა გადაწყვიტა, მოკლე და ნაცნობი გზა აერჩია, თავს იმით იმშვიდებდა, რომ განსვენებულს მისი სოხუმში ჩასვლა უნდოდა, ხოლო, რა გზით წავიდოდა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მით უმეტეს, რომ სნეულ მოძღვარს სიკვდილის წინ, შესაძლოა, საერთოდ არეოდა გზები. ერთი სიტყვით, ის მოკლე გზით წავიდა.
ნათელი დილა იყო. უბედურებას თითქოს არაფერი აუწყებდა ადამიანს. მონაზონი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა და თან ლოცვას ამბობდა, მეუდაბნოე ცხოვრების დროს ჩვევად რომ ჰქცეოდა. უეცრად ქარი ამოვარდა, ზეცას ბინდი გადაეფარა და თოვლი წამოვიდა. დაბრუნებაც შეუძლებელი იყო უკვე და წინ წასვლაც, რადგან ბილიკი ნამქერს დაეფარა. დაღამდა. სიცივისგან გათოშილი მონაზონი შეჩერდა და კლდეს მიეყუდა. ის მიხვდა, რომ მორჩილება-ურჩობა მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად იქცა და იგი მოძღვრის სიტყვის არად ჩაგდების გამო იღუპებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, განსვენებული ბერის მრავალწლიანი ღვაწლისა და ლოცვისთვის უფალმა შეიწყალა იგი – ცოცხალ-მკვდარი, გათოშილი მონაზონი შემთხვევით იპოვეს მგზავრებმა და ქალაქში წაიყვანეს. ამის შემდეგ იგი დიდხანს ავადმყოფობდა, ხშირად ყვებოდა, რაც შეემთხვა და ამბობდა, რომ ურჩობა საკუთარი თავის ღალატია, მონაზვნისთვის თვითმკვლელობის მსგავსი ცოდვააო.
***
მამა მერკური წერს ერთი ბერის შესახებ, რომელმაც განდეგილებისთვის შემოწირული ფულით სოხუმში სახლიც იყიდა და კიდეც ჩაეწერა მასში. მაგრამ მერკურიმ, ეტყობა, არ იცოდა, რომ იმ ბერის დაცემა სწორედ ურჩობამ განაპირობა. ურჩობა მან ჯერ კიდევ გლინის უდაბნოს არსებობის ბოლო წლებში დაიწყო და საშინელი დაცემით დაამთავრა. გლინის მონასტრის ყოფილმა მონაზონმა ჯვარი მოიხსნა, ერში დაბრუნდა და უსაშველოდ გალოთდა. როგორ წუხდა ამ ადამიანის გამო მამა სერაფიმე! როგორ ტიროდა ლოცვის დროს, უფალს საბრალო სული დასაღუპად რომ არ გაეწირა. მართლაც, დაცემული მონაზონი სიკვდილის წინ (სახელს არ ვიტყვი) თითქოს გამოფხიზლდა, გონს მოეგო, ღრმა სინანულით გამოიგლოვა ცოდვები, ჯვარი ისევ ჩამოიკიდა, ცოდვები სახალხოდ აღიარა და ზეთის კურთხევისა და ზიარების შემდეგ გარდაიცვალა.
მონაზონი მოძღვრის მორჩილი უნდა იყოს და თავისი ნება უარყოს. ღირსი ეფრემ ასური წერდა, რომ თავმდაბალი მონაზონი ისევე საშიშია ეშმაკებისთვის, როგორც ლომი – გარეული თხებისთვისო.

скачать dle 11.3