კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იქნება მეორედ მოსვლისას მუჰამედი შუამავალი ისლამისტებსა და ქრისტეს შორის და რატომ არის ისლამისტებისთვის სამოთხეში მოსახვედრად აუცილებელი ქრისტიანების გამუსლიმანება ან ლიკვიდაცია

თუმცა 2015 წლის მიწურულს ლამის მთელი ცივილიზებული სამყარო დაირაზმა ისლამური სახალიფოს წინააღმდეგ, 2016 წლის დადგომისთანავე კი ახლო აღმოსავლეთში სხვა დაპირისპირებული მხარეებიც გამოიკვეთნენ: ირანმა და საუდის არაბეთმა ერთმანეთს ლამის ომი გამოუცხადეს, ანუ შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირებაც გაღრმავდა. თუმცა, სანამ ამაზე და აქედან გამომდინარე საფრთხეებზე ვისაუბრებთ, იოსებ ზაალიშვილთან ერთად მიმოვიხილავთ, რას უწოდებენ მუსლიმანები მეორედ მოსვლას და რატომ მიიჩნევა, რომ მათი მეორედ მოსვლის ნიშნები გამოკვეთილია.

 – მუსლიმანურ საღვთო წიგნებში როგორ არის აღწერილი მეორედ მოსვლის ნიშნები და ამჟამად შეინიშნება თუ არა ისინი?
– მაგალითად, ეზეკიელ წინასწარმეტყველს აქვს აღწერილი გოგისა და მაგოგის ომი, რომელიც მიმდინარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც დღესაა ომი: იგულისხმება სირიისა და ერაყის ტერიტორია. აღწერილია, რომ ჩრდილოეთის მეფეც უნდა ჩაერიოს და ასე შემდეგ. ეს ხაზი გატარებულია ყველა აბრაამულ რელიგიაში, იუდაიზმში, ქრისტიანობასა და ისლამში. თუმცა ისლამში, როგორც ყოველთვის, ყველაფერი უკუღმაა.
– უკუღმა ანუ?
– რატომ არ უყვართ მათ ჯვარცმა? ისინი ფიქრობენ, რომ ჯვარს აცვეს იუდა და არა –  ქრისტე. ყურანის მიხედვით, როდესაც ქრისტე დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს, უფალს შესთხოვა, როგორ შეიძლება, შენი წინასწარმეტყველი ამ უბრალო ებრაელებმა მოკლანო და მაშინ ღმერთმა შეუცვალა სახე ქრისტესა და იუდას, იუდა აღმოჩნდა იმ ციხეში ქრისტეს სახით და სწორედ ის აცვეს ჯვარს. მათ ყველაფერი ის, რაც საერთო გვაქვს იუდეველებს და ქრისტიანებს, ფსალმუნები და წინასწარმეტყველებები, სხვანაირად აქვთ გარჩეული და ყველაფერს ხსნიან ისე, როგორც მუჰამედი ამბობს და მიიჩნევენ, რომ ებრაელებმა და, აქედან გამომდინარე, ქრისტიანებმა შეცვალეს.
ერთი სიტყვით, მეორედ მოსვლის წინ ახლო აღმოსავლეთში უნდა დაიწყოს დიდი ომი. ამ დროს, შიიტების აზრით, უნდა გამოჩნდეს იმამი, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს ამ ომში და, მათი აზრით, ეს იმამი დაბადებულია და ამიტომ ომობს ირანი და შიიტური ფლანგი.
სუნიტები მიიჩნევენ, რომ გოგისა და მაგოგის ომი არის მეორედ მოსვლის პირდაპირი ნიშანი და რადგან მეორედ მოსვლა დაწყებულია, ყველა არამუსლიმანი უნდა გაანადგურონ, თორემ თვითონ ვერ მოხვდებიან სამოთხეში. ანუ თუ იმ ტერიტორიაზე იცხოვრებენ არამუსლიმანები არამუსლიმანური წესით, მაშინ იქაური მუსლიმანებიც ვერ მოხვდებიან სამოთხეში. ამიტომ ისინი იეზიდებსაც ხოცავენ, შიიტებსაც...
– მაგრამ ხოცავენ მუსლიმან ქურთებსაც?
– ქურთების ისლამი განსხვავდება მათი ისლამისგან, ისევე, როგორც ჩვენი, კავკასიური ისლამი. მაგალითად, კოპტური მართლმადიდებლობა სხვანაირია და ქართული –  სხვანაირი. ისლამშიც  იგივე ხდება. მაგალითად, კავკასიაში პატივს ვცემთ უფროსებს, მაგრამ ვაჰაბიტები, უფრო ზუსტად, არაბული ისლამის მიმდევრები რომ შემოვიდნენ, პირველი რაც გააკეთეს, ადგილობრივი მოლები ჩამოახრჩვეს. ჩვენთან, კავკასიაში, ისლამი ცოტა სხვანაირად განვითარდა და იგივე სიტუაციაა ქურთებთან მიმართებაშიც. ისინი არიან მუსლიმანები, მაგრამ აქვთ თავიანთი ტრადიციები: არ არის დაშვებული მრავალცოლიანობა, ცოლად არ მოჰყავთ ბიძაშვილები. ჯიჰადისტები კი ზუსტად ისე იქცევიან, როგორც იქცეოდა მუჰამედი. ისინი არიან ისლამის ევანგელისტები, ოღონდ აგრესიულები.
– თქვით შიიტებისა და სუნიტების მეორედ მოსვლის ხედვა, ჯიჰადისტები რას მიიჩნევენ მეორედ მოსვლის მანიშნებლად?
– ჯიჰადისტები რეალურად სუნიტები არიან. ისინი ამბობენ, რომ მუჰამედია მთავარი წინასწარმეტყველი. მაგალითად, შიიტებისთვის ალი, მუჰამედის ნათესავი, იმავე დონის წინასწარმეტყველია, როგორიც მუჰამედი. ალი მოკლეს მუჰამედის ნათესავებმა მეჩეთში, ლოცვისას. ჯიჰადისტებს შეცდომით უწოდებენ ვაჰაბიტებს, რადგან ვაჰაბიზმი არის ოფიციალური რელიგია საუდის არაბეთში და ისინი ჯიჰადს არ ცნობენ.
საერთოდ, ჯიჰადი ორი ტიპისაა: დიდი და პატარა. პატარა ჯიჰადი ეს არის, როდესაც რწმენისთვის ომობ და ავრცელებ ისლამს, დიდი ჯიჰადი კი ნიშნავს, როდესაც შენთვის ლოცულობ და შენს თავში ებრძვი ეშმაკს. ისლამში ორივე სახეობის ჯიჰადია და უფრო მისასალმებელია, როდესაც დიდ ჯიჰადს მისდევ.
– ჩვენ, აბა, პატარა ჯიჰადის მსხვერპლი ვყოფილვართ.
– დიახ. თუ დიდი ჯიჰადის თავი არ გაქვს, პატარა ჯიჰადს უნდა მისდიო. პატარა ჯიჰადი კი ნიშნავს, რომ არამუსლიმანი ან უნდა მოაქციო, ან უნდა მოკლა.
– მუსლიმანური მეორედ მოსვლა რას გულისხმობს? რა ხდება ამ დროს?
– მათი მეორედ მოსვლა იგივეა, როგორც ჩვენთანაა აღწერილი. მუჰამედი იქნება შუამავალი ქრისტესთან, რომელმაც უნდა განგსაჯოს დიდ სასამართლოზე. თუ მუჰამედი ეტყვის ქრისტეს, რომ კარგი მართლმორწმუნე, ანუ კარგი მუსლიმანიაო, მუსლიმანი ნიშნავს „მართლმორწმუნეს“, ესე იგი, ხარ კარგი, თუ ეტყვის, რომ არ ხარ, დაიწვები გიენის ცეცხლში.
– მართლმორწმუნე კი იმ შემთხვევაში ხარ, თუ ბევრი ქრისტიანი დახოცე ან გაამუსლიმანე?
– დიახ.
– და ეს მიდგომა შეუთავსებელი არ არის ქრისტეს მოძღვრებასთან?
– არა. ნახეთ, როგორ არის: ისინი ამბობენ, რომ არის სამი წმიდა წიგნი: თორა, ბიბლია და ყურანი. თავიდან ღმერთმა მოსეს მეშვეობით ხალხს მისცა თორა, მაგრამ ხალხმა არ დაიცვა თორის წესები; შემდეგ მოვიდა ქრისტე და არც მისი სიტყვა ისმინეს და მოკვლა დაუპირეს, უტრირებულად ვყვები. ამიტომ ალაჰმა გამოგზავნა მუჰამედი, მუჰამედი კი არის შარიათი, შარიათი კი –  ისლამის მახვილი. შარიათი აღარ არის თხოვნა და შეგონება. მუჰამედმა თქვა: თუ ნებით გაგება არ გინდათ, ძალით გაგაგებინებთ. აი, ასეთია მათი მოძღვრება. თან, ეს ჩემეული ახსნა არ არის, ეს მიამბო ლეკური ტერორისტული ორგანიზაცია „სადვალის“ ხელმძღვანელმა, მასთან თეოლოგიური საუბრებისას. შარიათი არის ისლამური წესები, რომლებიც გაიძულებს, გახდე მუსლიმანი და არ გაქვს არჩევნის საშუალება. მაგალითად, თუ არ გინდა მართლმადიდებლობა, არ იქნები და გეტყვიან, რომ ამის გამო მოხვდები ჯოჯოხეთში, მაგრამ არაფერს გაიძულებენ; მაგრამ ისლამში, თუ შენ არ გინდა, გახდე მუსლიმანი, მაშინ მეც ჯოჯოხეთში მოვხვდები, ამიტომ ან მუსლიმანი უნდა გაგხადო, ან უნდა მოგკლა, მარტივად რომ თქვათ.
– დანარჩენ სამყაროს რა ბედი ეწევა? ახლო აღმოსავლეთში, ვთქვათ, ყველა გაამუსლიმანეს, მაგრამ სხვაგან, სხვა კონტინენტებზე?
– რატომ გგონიათ, რომ დანარჩენი სამყაროს გამუსლიმანებაზე არ ფიქრობენ?
– არ მგონია, რომ არ ფიქრობენ, მაინტერესებს, როგორ აპირებენ.
– ევროპაში, ოფიციალური მონაცემით, შევიდა 800 000 დევნილი, თუმცა, სხვადასხვა მონაცემით, 4 მილიონამდე. ეს 4 მილიონი დევნილი რამდენ ხანში გახდება 40 მილიონი?!  დარწმუნებული ვარ, 20 წელიწადში. მაგალითად, ამერიკის ზოგიერთ შტატში მუსლიმანები ითხოვენ შარიათის სასამართლოს. როდესაც ტრამპი გამოდის და ამბობს, რომ არ უნდა შემოვიდნენ მუსლიმანები, იმიტომ ამბობს, იცის, რომ ეს პრობლემა უდგათ. დავუშვათ, ამერიკა შორსაა, მაგრამ აქვეა იტალია, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი… ისლამისტები მიიჩნევენ, რომ ეს მათი ტერიტორიაა. ანუ, სადღაც თუ ქრისტიანი ცხოვრობს, ის მე ხელს მიშლის, იმიტომ რომ, ვაითუ ღმერთმა მკითხოს, რატომ არ გაამუსლიმანე და ამან ხელი შემიშალოს სამოთხეში მოხვედრაში.
– არ ვაპირებ პირადად მე გამუსლიმანებას.
– მაშინ უნდა გაგანადგურონ ან ჯიზია უნდა გადაიხადოთ, თუ გინდათ, იყოთ ქრისტიანი, თქვენი ფული უნდა მოხმარდეს მუსლიმანურ საქმეს.
– ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში ახლებურად განვითარდა მოვლენები. თითქოს ისევ მეორე პლანზე გადაიწია ისლამური სახალიფოს პრობლემამ. შიიტებსა და სუნიტებს შორის დაპირისპირება დაიწყო და ირანი და საუდის არაბეთი აშკარად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ეს მოვლენებიც მართულია, რომ შიიტებმა და სუნიტებმა დააბალანსონ ერთმანეთი თუ სიტუაცია შეიძლება ახლა უკვე სხვა კუთხით გავიდეს კონტროლიდან?
– ჩემი აზრით, აქ პრობლემაა ნავთობის ფასები. ორივე ქვეყანა, საუდის არაბეთიც და ირანიც, ოპეკის წევრია და არა მხოლოდ ისინი, სხვებიც, რომლებიც მსოფლიოში ნავთობის ფასზე ახდენენ გავლენას. თუ ოპეკმა თქვა, მოვუმატებთ ნავთობის მოპოვებასო, ნავთობის ფასი ვარდება და პირიქით. 2008 წელს გვახსოვს, რომ მთელ მსოფლიოში საშინელი ფინანსური კრიზისი  იყო,  მაგრამ ნავთობზე ფასი არ დავარდნილა. ახლა ნავთობზე ფასმა დაიწყო დაცემა მაშინ, როდესაც საამისო პირობა არ იყო. ეს გააკეთა საუდის არაბეთმა. თუმცა მას ეს პროცესი არ დაუწყია რუსეთის წინააღმდეგ. საოცარი ის არის, რომ ამ პერიოდში რუსეთიც ზრდიდა მოპოვების კვოტას. არადა რუსეთის მთელი ეკონომიკა ნავთობზეა მიბმული და, წესით, უნდა შეემცირებინა მოპოვება. ეს პრობლემა დაიწყო იმით, რომ ამერიკაში დაიწყეს ფიქლის გაზის მოპოვება, რომელიც 50-60 დოლარი უჯდებათ, მაგრამ, როდესაც ნავთობის ფასი 37 დოლარამდე დაეცა, ფიქალის გაზი გახდა არარენტაბელური. ანუ თემა, რითაც ამერიკა მთელ მსოფლიოსთან ვაჭრობდა, მაქვს ჩემი გაზი და ნავთობი არ მჭირდებაო, მოკვდა. იმით, რომ საუდის არაბეთი და რუსეთი ნავთობზე ფასს აგდებდნენ, ანადგურებდნენ ისლამური სახელმწიფოს ინფრასტრუქტურას. ტერორისტები ნავთობს ჰყიდიდნენ დემპინგურ ფასად, მაგრამ, როდესაც ოფიციალური ფასი 35 დოლარია და ისლამური სახელმწიფო გაძლევს 20 დოლარად, აღარ გიღირს, მათგან იყიდო. ამიტომ დასწიეს ნავთობის ოფიციალური ფასი და ამან თურქეთის ეკონომიკა გაანადგურა. ამასობაში ამერიკამაც გახსნა თავისი სტრატეგიული რეზერვი. რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტებს დაკარგავდა. ნავთობის ბიზნესი ისეთი რამაა, თუ რამდენიმე თვით ამოვარდი, კარგავ შენს ადგილს. ამერიკამაც გამოყარა ბაზარზე თავისი ნავთობი და ოპეკის ქვეყნები, რომლებიც ნავთობის მთავარი მომპოვებლები არიან და ადგენენ ნავთობის ფასს, დაიბნენ. ნავთობის ფასი ეცემა, საუდელებს 200 მილიარდი აქვთ გარღვევა, რა უნდა ქნან?! უნდა მოუმატონ ამ ნავთობს ფასი, მაგრამ ირანიც და საუდის არაბეთიც ოპეკის წევრები არიან, ამდენად, ეს დაპირისპირება ნავთობის ფასის დასარეგულირებლად და ამ ბაზრის ხელში ჩასაგდებადაა დაწყებული. თან, ირანი აკონტროლებს ორმუზის სრუტეს, საიდანაც საუდის არაბეთს გააქვს მთელ მსოფლიოში და ირანი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა ნავთობის ფასის წარმოქმნის პროცესში.
არავინ იცის საქართველოში, მაგრამ 2015 წელს ოპეკმა რუსეთს შესთავაზა გაწევრიანება, მაგრამ რუსეთმა უარი თქვა, იმიტომ რომ, მაშინ რუსეთს კვოტებს დაუწესებდნენ მოპოვებაზე. ამიტომ, ჩემი აზრით, მცირე ომია მოსალოდნელი.
– და ეს მხოლოდ ნავთობია და მეტი არაფერი?
– ნავთობთანაა დაკავშირებული. ამერიკა გავიდა რეგიონიდან; და, თუმცა საუდის არაბეთი იყო ნავთობის ფასის მთავარი დამდგენი, ამერიკა მაინც იღებდა  მონაწილეობას ამ პროცესში, იმიტომ რომ, ნავთობის ძირითადი მომხმარებლები არიან ჩინეთი და ამერიკა. ჩინეთს ირანული ნავთობი მიაქვს, ამერიკას –  საუდის არაბეთის. ახლა გაჩნდა თავისუფალი სივრცე და მისი ხელში ჩაგდება უნდათ: თურქეთს, რუსეთს, ირანს. ეს ხომ მარტო ტერიტორია არ არის?! იქ არის ნავთობი, ფასწარმოება, ინფრასტრუქტურა; ის ქვეყნები, რომლებიც დაინგრა, თავიდან უნდა აშენდეს და ვინც ამ ყველაფერს ჩაიგდებს ხელში, აშენდება მომავალი 30 წლის განმავლობაში და ამიტომ ყველასთვისაა ხელსაყრელი სიტუაციის დაძაბვა ახლო აღმოსავლეთში.

скачать dle 11.3