კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხა სამი ხელისუფლების ჩინოვნიკობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ

აწ უკვე საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 1981 წელსაა დაბადებული. ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო 1998-2002 წლებში (საერთაშორისო ურთიერთობების განხრით); 2003-2006 წლებში კი რუსეთის დიპლომატიურ აკადემიაში სწავლობდა: დაამთავრა საერთაშორისო სამართალის ასპირანტურა. 2008-2010 წლებში  კავკასიის ბიზნესსკოლაში გაიღრმავა ცოდნა და საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა აღმასრულებელთათვის; იმავე წლებში სწავლობდა გრენობლის ბიზნესკოლაშიც, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურაზე.
მიხეილ ჯანელიძის შრომითი ბიოგრაფია 2003 წლის ივლისში დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც 2004 წლის თებერვლამდე იმუშავა საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარ სპეციალისტად. 2006-2007 წლებში კი  შპს „საერთაშორისო პროექტების დახმარების სერვისის“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი იყო; 2007 წელს „ვისოლ ჯგუფის“ პროექტის მენეჯერობაც მოასწრო, შემდეგ კი – 2009 წლამდე – შპს „ვისოლ ჯგუფის“ მმართველი დირექტორიც გახლდათ. 2009 წელს შპს „ჯანელიძისა და კომპანიის“ პარტნიორი იყო; 2009 წელსვე დაბრუნდა სახელმწიფო სექტორში, კერძოდ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად იმუშავა 2011-მდე. 2011 წლიდან 2015 წლის სექტემბრამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იყო, 2015-ს სექტემბერში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2016 წელს უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად შეხვდა.
რაკი ბ-ნი ჯანელიძის სამოხელეო კარიერა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში დაიწყო, მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაციაც 2009 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა. იმხანად ბ-ნი ჯანელიძე 1987 წელს დაბადებულ მეუღლესთან ნინო ეგრისელაშვილთან ერთად ცხოვრობდა.  უძრავი ქონება მხოლოდ ბ-ნ ჯანელიძეს ჰქონდა – ბინა თბილისში, შარტავას ქუჩაზე (93 კვ. მ.); ავტომანქანა კი ორივეს ჰყავდა: ცოლს 2006 წლის „ფოლკსვაგენ პასატი“, ქმარს – 2001 წლის იმავე მარკისა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2008 წლის განმავლობაში ბ-ნმა ჯანელიძემ, როგორც შპს „ველაჯიოს“ დირექტორის მოადგილემ, 34 454 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი, როგორც „საქართველოს ბანკის“ კორპორატიულმა ბანკირმა, 17 424 ლარი.
2011 წელს ბ-ნ ჯანელიძეს შეეძინა ქალიშვილი ანანო. მის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება, რომელიც მან ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ამპლუაში შეავსო. ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე და ქალიშვილი. ოჯახის უძრავი ქონება კი შემდეგნაირია: მიხეილ ჯანელიძის საკუთრებაა ბინა თბილისში, შარტავას ბუჩაზე, მიწის ნაკვეთი დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში (632 კვ. მ.) და იმავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი (370 კვ.მ.). ნინო ეგრისელაშვილს ჰყავს 2011 წლის Toyota Avensis. ის, ასევე, ფლობს „საქართველოს ბანკის“ 1 ლარად ღირებულ სამ აქციას.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში ნინო ეგრისელაშვილმა, როგორც „ფრაისვოთერჰაუსკუპერის“ უფროსმა კონსულტანტმა, 45 239 ლარი აიღო; მიხეილ ჯანელიძემ კი, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, 76 160 ლარი. მანვე მიიღო მშობლისგან საჩუქრად 60 000 აშშ დოლარი, ბინის რემონტი კი 91 000 ლარი დაუჯდა.
ჰქონდა სხვა გასავალიც. კერძოდ: 2013 წელს აღებული 260 000-ლარიანი კრედიტის პროცენტის დასაფარად დახარჯა 2 397 ლარი; 28 600-დოლარიანი სესხის მომსახურება დაუჯდა 28 500 დოლარი; 63 040 დოლარის ღირებულების უძრავი ნივთის განვადებისთვის კი 32 040 დოლარი გადაიხადა.

скачать dle 11.3