კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„იდეებ რა ვუყო“?!

ანუ წავიჭიროთ ცხვირზე თითები

 ისე მოხდა, რომ ქართული ეკლესიის კრიტიკა (კრიტიკას ვამბობ, თორემ, რეალურად პირდაპირი ლანძღვის ტრადიციაა) „განვითარებულობის“ სიმბოლოდ იქცა (ისიც ფაქტია, რომ, ვინც მეტად აქტიურობს ამ ფლანგზე, გრანტების სიუხვითაც ხასიათდება, რაც არ ვიცით ნებსითაა თუ უნებლიეთ) და ისიც დაგვებედა, რომ პატრიარქის საშობაო და სააღდგომო ეპისტოლეები ფრიად დიდი განსჯა-განხილვის საგანია (თითქოს ვინმე ვინმეს აიძულებდეს, გინდა თუ არა, სამაგიდო ნაშრომებად იქციეო).
ჰოდა, რაკი დაგვებედა, უფრო ზუსტად, დავიბედეთ, დიდი სჯა-ბაასიც იმართება თითოეული ეპისტოლეს გამოქვეყნების შემდეგ და საქმე თვით საეკლესიო დოგმების დაწუნებამდეც კი მიდის. –
თუმცა ისე მოხდა, რომ წლევანდელ საშობაო ეპისტოლეს ვნებათაღელვა არ გამოუწვევია (როგორც ჩანს, ჩვენმა „განვითარებულმა“ და, ასევე, არასამთავრობო სექტორმა ჩათვალა, რომ საქართველოს მოქალაქეების სამოქალაქო ყურებისთვის მიუღებელი არაფერი თქმულა), მაგრამ, ამის მიუხედავადაც, ვერც ამ შობამ ჩაიარა გენიალური იდეების შობის გარეშე.
ვერ ჩაიარა, რადგან ილიას უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ბ-ნმა თევზაძემ გონება ახლებური ხედვით „გაგვინათა“. სახელდობრ, მან ბრძანა: „არ გეწყინოთ, მაგრამ დღეს (იგულისხმება 7 იანვარი) საქართველოში შობის აღნიშვნა არის ოკუპანტების მხარდაჭერა და კიდევ ერთი ნაბიჯი დამოუკიდებლობის დაკარგვისკენ.“
მე არ შევუდგები იმის გარჩევას, თუ რა კომპლექსებზე მეტყველებს ზემოთქმული, ოღონდ, ამ ლოგიკით, გამოდის, რომ ცხვირებზე თითები უნდა წავიჭიროთ, რადგან ოკუპანტების არანკლები მხარდაჭერაა მათთან საერთო ჰაერით სუნთქვა. –

скачать dle 11.3