კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბომბმაფეთქებლები

„სანამ შენ გეძინა“

 ვიდრე დანარჩენი მსოფლიო ისლამურ სახალიფოს ანადგურებს და გავლენისა და ნავთობის მოპოვების სფეროებს ინაწილებს, ფხენიანი აცხადებს, რომ წარმატებით გამოსცადა წყალბადის მორიგი ბომბი.
ეს ამბავი სრულიად დედამიწას და, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კორეას იქაური ტელევიზიის სპეციალური გამოშვებით აუწყეს.
მანამდე კი ჩრდილო კორეისა და ჩინეთის სეისმოლოგიურმა სადგურებმა 4,2-5-ბალიანი მიწისძვრა დააფიქსირეს, თუმცა სპეციალისტებმა მაშინვე ივარაუდეს, რომ ეს ბიძგები, შესაძლოა, ხელოვნური ყოფილიყო.
ასეც აღმოჩნდა – აფეთქებებით ფხენიანი ერთობოდა. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ბრძანა კიმ ჩენ ინმა, წყალბადის ბომბი გვაქვსო, რომელიც ბირთვულთან ერთად (მომყავს ციტატა) „ეფექტიანად დაიცავს ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობასა და ნაციონალურ ღირსებას!“
ცნობისთვის: 2006 წლიდან დღემდე ჩრდილოეთ კორეამ, სულ მცირე, სამჯერ გამოსცადა ატომური ბომბი.
ხოლო, თუ გავიხსენებთ კიმ ჩენ ინის „ოფოფებს“, არც ისაა გამორიცხული, ვიდრე ძლიერნი ამა დედამიწისანი ნავთობის ფასზე ვაჭრობენ და გავლენის სფეროებს ინაწილებენ, ფხენიანმა ატომური ბომბები დაგვაყაროს და დაგვტოვოს აი, ასე ფართოდ გაღიმებული იაფ ნავთობთან ერთად. –

скачать dle 11.3