კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიპლომატიური კანონდაუმორჩილებლობა

ანუ მე რომ იმუნიტეტი მიცავსო?!

 მაშინ, როდესაც სიხარულის ზარებს ვარისხებთ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას გამოვკარით ხელიო, ნორვეგიულმა მედიამ სევდიანად შეგვახსენა, რომ ქართველი დიპლომატები პარკინგის დავალიანებით ოსლოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლებს შორის ლიდერობენ!
სულ ცხელ-ცხელი, ანუ თვით 2016 წლის 5 იანვრის მონაცემებით, საქართველოს საელჩოს ნორვეგიაში პარკინგის ჯარიმით 101 850 კრონის (27 500 ლარის) ოდენობის დავალიანება დაჰგროვებია. –
ჰოდა, რაკი დაუგროვებიათ, მევალეთა სიის თავში მოქცეულან. აი, მეორე, არანაკლებ საპატიო ადგილს, თურმე, მაროკოს საელჩო იკავებს – 30 150 კრონით, მესამეს – ვიეტნამისა (25 600 კრონით), მეოთხეზე კი, 22 800 კრონით, ერაყელ დიპლომატებს დაუვანებიათ.
და თუმცა ოსლოს ხელისუფალნი ცდილობენ, მოაწესრიგონ პარკირება, რაკი დიპლომატებს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავთ, პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებენ.
ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ოღონდ, თუ ამ ფაქტით ვიმსჯელებთ (არაკანონმორჩილება იქით იყოს, აშკარაა, რომ ჩვენებური დიპლომატები (განსაკუთრებით, ნორვეგიის მიმართულებით) ფრიად მოხერხებულად იყენებენ დიპლომატიურ სტატუსს. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ასეთ მოხერხებულობას საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გამოიყენებენ, თუ, რა თქმა უნდა, მხოლოდ ოსლოელი პოლიციელების გაცურება არ არის ჩვენებურ დიპლომატთა უნარების გამოვლინების მწვერვალი.

скачать dle 11.3