კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უსურსათოდ დარჩენილები

ანუ ჰაერით ნაკვებნი

 იმ მარტივი მიზეზით, რომ ძალა აღმართს ხნავს და ისეთი ფარცაკი რამაა, თვით ამ ჩვენი ოკუპანტის აღმა მოხვნაც კი შესძლებია, რუსეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირება სავაჭრო ომში გადაიზარდა. და, რაკი გადაიზარდა, 2016-დან თურქული პროდუქცია ევროპულისა და ამერიკულის ბედს გაიზიარებს, ანუ აღმოჩენისთანავე – საზღვარსა თუ მაღაზიებში – მას, არც მეტი, არც ნაკლები, გაანადგურებენ.
კერძოდ, 2016 წლის პირველი იანვრიდან რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალულია თურქული საკვების შეტანა – ხილის, ბოსტნეულის, ქათმის ხორცის, ყვავილების, მარილის… ამას გარდა, სავიზო შეზღუდვები დაწესდა თურქეთის მოქალაქეებისთვის, თუმცა თურქეთის პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ თავად არ აპირებენ რფ-სთან სავიზო რეჟიმის დაწესებას.
ამასობაში კი თურქეთი ემზადება, მიმართოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს რფ-ის მიერ დაწესებული სანქციების კანონიერების დასადგენად.  მით უფრო, რომ რფ-ის ტერიტორიაზე უკვე 2015-შივე აიკრძალა თურქული კომპანიების მუშაობა, ასევე, იმ კომპანიებისა, რომლებსაც თურქები ხელმღვანელობდნენ.
თუ გავიხსენებთ, რომ ნავთობის ფასი ეცემა, რფ-ის ბიუჯეტი კი ბარელი ნავთობის 50 დოლარიან ღირებულებაზეა გათვლილი, მათ კი სანქციები აქვთ დაწესებული ევროპულ, ამერიკულ და ახლა უკვე თურქულ საკვებზე, პირადად მე ის უფრო მადარდებს, რომ რფ-ის მოქალაქეები „დამპალი კაპიტალისტების“ ეშხით, სულაც, ჰაერით კვებაზე არ გადავიდნენ?! –

скачать dle 11.3