კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო მოუვიდა ლელა ქავთარაძეს კონფლიქტი ქეთა თოფურიასთან და ვინ დაუმატა მას ჰონორარზე მადლობის ბარათი

ლელა ქავთარაძე მოსკოვში მოღვაწე ქართველი და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ინტერიერის დიზაინერია. წარმოშობით სოხუმიდანაა, თუმცა უკვე 23 წელია, რუსეთში ცხოვრობს. სამხატვრო აკადემია საქართველოში დაამთავრა, მეუღლეც ქართველი ჰყავს. 90-იან წლებში, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, უცხოეთში გადაწყვიტა გამგზავრება. რუსეთში დარჩენა მის სამომავლო  გეგემებში არ შედიდოდა, უფრო მასშტაბურზე და დიდზე – ამერიკაზე ოცნებობდა... რა ხდება დღეს მის ცხოვრებაში, როგორ მოვიდა აქამდე და კიდევ სხვა ბევრ საინტერესო ინფორმაციას მის შესახებ სტატიიდან შეიტყობთ.

 ლელა ქავთარაძე: აფხაზეთის ომის შემდეგ ჯერ თბილისში მომიწია ცხოვრება, მერე, რამდენიმე თვეში, როსტოვში აღმოვჩნდი – მამაჩემი მუშაობდა რუსეთში და მან წაგვიყვანა.  როსტოვში ჩავაბარე არქიტექტურის უნივერსიტეტში, შემდეგ კი, 1998 წლიდან, სწავლა საქართველოში გავაგრძელე, კერძოდ, თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იმ პერიოდში საქართველო ძალიან მენატრებოდა, თან, რაღაც ახალს ვეძებდი; ამიტომ, გადავწყვიტე, აკადემიაში მესწავლა და ცოტა ხანს ჩემს სამშობლოში მეცხოვრა. აკადემიაში ძალიან კარგი სიტუაცია დამხვდა, მოხიბლული ვიყავი. ჩემი ჯგუფიდან ბევრმა მიაღწია წარმატებას სამოდელო სფეროში.  მათ შორის არიან: თამუნა ინგოროყვა, თამარა ბარნოვი, თეონა ელიზბარაშვილი და სხვები. 2000 წელს ისევ დავბრუნდი რუსეთში. აკადემიაში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე (ისიც დიზაინზე სწავლობდა) და დავქორწინდით. მოგეხსენებათ, მაშინ რა რთული სიტუაცია იყო ქვეყანაში, ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუსეთში  წავსულიყავით. ცოტა ხანს როსტოვში ვცხოვრობდით, სადაც გვეყოლა პირველი შვილი – ლუკა,  მერე მოსკოვში გადავედით. როსტოვში ჩატარდა მოდელიორების კონკურსი, სადაც მონაწილეობა მივიღე და ფინალში გადავედი, მაშინ ლუკა 5 თვის მყავდა. ფინალი მოსკოვში ტარდებოდა, წავედი მხოლოდ იმიტომ, რომ სიახლე იყო ჩემთვის და მაინტერესებდა, თან,  მინდოდა გამეგო, რა შესაძლებლობებს ვფლობდი. ამ კონკურსში გავიმარჯვე და პირველი ადგილი დავიკავე. მაშინ დამებადა შეგრძნება, რომ აუცილებლად მოსკოვში უნდა დავრჩენილიყავი და ასეც მოხდა. მოსკოვი როსტოვთან შედარებით უფრო დიდი ქალაქია, შესაბამისად, ბევრად  პერსპექტიული და ამანაც გადაწონა ჩემი დარჩენა-არდარჩენის საკითხი. გარდა ამ ყველაფრისა, მივიღე შემოთავაზება, რომელზეც უარს ვერ ვიტყოდი. შემთხვევით შევხვდი ჩემს მეგობარ არქიტექტორს როსტოვის არქიტექტურის უნივერსიტეტიდან და მან მითხრა, რად გინდა მოდა, არქიტექტურაში წადიო. ზოგადად, როგორც მოდელიერობა, ასევე ინტერიერის დიზაინიც ყოველთვის მაინტერესებდა, ამიტომ, მომეწონა ეს აზრი, გავბედე და მასთან დავიწყე მუშაობა. დაახლოებით, ნახევარ წელიწადში მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რისი კეთებაც მინდოდა. მალე კარგად განვითარდა მოვლენები – კარიერულადაც წავედი წინ, ჩემმა მეუღლემაც აითვისა პროგრამები და, საბოლოოდ, ამ განხრით გადავწყვიტეთ მუშაობა. იმავდროულად, გამოგვიჩნდა დამკვეთებიც და უკვე 2005 წელს ჩვენი სტუდიაც დავაარსეთ.
– მოსკოვი დიდი ქალაქია და იქ უამრავი დიზაინერი და ხელოვანია. რთული არ იყო უცხო ქალაქში თავის დამკვიდრება?
– ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არ იყო რთული. საერთოდ, ადვილად ვაღწევ დასახულ მიზანს. ის, რომ უცხო ქვეყანაში ვიყავი, არ წარმოადგენდა ჩემთვის პრობლემას, თან, ძალიან კარგი განათლება მქონდა მიღებული. მაშინ დიზაინერები ორთვიანი კურსით მუშაობდნენ, მე კი ორი უნივერსიტეტი მქონდა დამთავრებული. გარდა ამისა, სალიტერატურო რუსულს ვფლობდი, რაც დიდი პლუსია. რუსეთში, თუ აქცენტი გაქვს, შენს პროფესიონალიზმსაც ეჭვქვეშ აყენებენ. მართალია, ეს სრულ შეუსაბამობაში მოდის ერთმანეთთან, მაგრამ, ასე მიაჩნიათ. ჩემს შემთხვევაში ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი – ხასიათმა, წარმატებამ და ამიტომ არ გამიჭირდა. მოკლედ, რაღაც პლუსები მქონდა, რამაც შემაძლებინა უცხო ქვეყანაში ნულიდან დამეწყო ჩემი საქმე.
– პირველი დამკვეთი თუ გახსოვთ, რომელთანაც სერიოზული მუშაობა მოგიწიათ?
– პირველი სერიოზული შემოთავაზება 2003 წელს მქონდა: ჩემს მეგობარ არქიტექტორს საკუთარი პროექტი ჰქონდა და დრო არ ჰყოფნიდა, მარტოს გაეკეთებინა ყველაფერი და მე ვეხმარებოდი. მან გამაცნო დამკვეთები და მითხრა, რაც უნდა გამეკეთებინა. ეს ადამიანები ჩემს პრაქტიკაში ყველაზე კარგი კლიენტები იყვნენ (იცინის). დღემდე მახსოვს ყველა, ძალიან მეგობრულები იყვნენ. იცოდნენ, რომ არ მქონდა გამოცდილება, მაგრამ მენდნენ.  თან, პირველი დამკვეთი იყო, რომელმაც, გარდა იმისა, რომ ჰონორარი გადამიხადა, ზემოდან ცალკე დაამატა მადლობის ბარათი (იცინის).
– ორი შვილი გყავთ, მათ შესახებაც გვიამბეთ. მოსწონთ საქართველო? ხშირად ჩამოდიხართ?
– უფროსი, ლუკა, 13 წლისაა, საბა – 6-ის. ფეხბურთი გვიყვარს ძალიან და ამიტომ ესპანურ სკოლაში დავდივართ. ლუკა უკვე თავისუფლად ლაპარაკობს ესპანურად, საბა წელს პირველ კლასში შევიდა და ნელ-ნელა სწავლობს. ამასთან დაკავშირებით მეც წავედი ესპანურის კურსებზე და ცოტა ავითვისე (იცინის). ერთი დიდი პრობლემა  გვაქვს: ესპანურსა და ინგლისურს  ვსწავლობთ, გვინდა უცხო ენები ავითვისოთ, მაგრამ, ქართული არ ვიცით – ესმით, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ, ბებია გარდამეცვალა, რომელიც ძალიან მეჩხუბებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით.  მეუბნებოდა, შენი შვილები უცხო ენებს სწავლობენ და ქართული არ იციანო. საქართველოში როცა ჩამოვდივართ, მერე უფრო ვხვდებით, რამხელა პრობლემაა ეს. მე და ჩემი მეუღლე ძალიან დაკავებულები ვართ და ამ საკითხს ვერ დავუთმეთ დრო. საქართველოში წელიწადში ორჯერ ჩამოვდივართ და ბავშვები ამბობენ, რატომ ვცხოვრობთ მოსკოვში, როცა ჩვენ თბილისში გვინდა ცხოვრებაო (იცინის). ფაქტობრივად, 23 წელია, რუსეთში ვცხოვრობ და, ამიტომ, ჩემი სახლი აქაა.
– ქართველებთან თუ გიმუშავიათ?
– ერთი პროექტი მქონდა ქეთა თოფურიასთან – საქართველოში მისი ბინა გავაკეთეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, კონფლიქტი მოგვივიდა და ეს პროექტი ჩაიშალა. თუმცა, ბინა ძალიან კარგი გამოვიდა. სანამ ბინა დასრულდებოდა, რუსი ჟურნალისტები  ჩამოვიყვანეთ, გავაშუქეთ მუშაობის პროცესი და, ვგეგმავდით, ბინის დასრულებული სახეც გაგვეშუქებინა, მაგრამ ვეღარ შევძელით.
– კონფლიქტის მიზეზი რა იყო?
– ქეთა ჩემი უმცროსი შვილის ნათლიაა. ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ოჯახებითაც ვახლობლობდით, მაგრამ, ეს ურთიერთობა აგვერია. მისმა მეუღლემ რაღაც გაუგებრობა შემოიტანა, ვერ მოვრიგდით და, ჯერ მასთან მოგვივიდა კონფლიქტი, შემდეგ კი – ქეთასთან. ამ თემაზე საუბარს აზრი აღარ აქვს, დავშორდით ერთხელ და სამუდამოდ.
– ძალიან დატვირთული რომ ხართ, ბავშვები ხომ არ აპროტესტებენ ამას?
– მთელი ოჯახი მივეჩვიეთ ამ რთულ გრაფიკს. ხშირად ქალაქიდან და ქვეყნიდან გასვლაც მიწევს. თუ რამე გამოფენა არსებობს მსოფლიოში, ყველგან დავდივართ. ბავშვებიც ისეთები არიან, არ სჭირდებათ ზედმეტი მზრუნველობა, თვითონ ახერხებენ ყველაფერს.
– საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას არ გეგმავთ?
– ძნელია ამაზე საუბარი. საერთოდ, ადამიანმა არ იცის, მომავალში რა ელის. მოსკოვში რომ ჩამოვედით, გეგმაში არ გვქონდა აქ დარჩენა, ამერიკაში წასვლაზე და იქ დაფუძნებაზე ვოცნებობდით, მაგრამ, ასე არ მოხდა. აქედან გამომდინარე, მიჭირს იმის თქმა, რა იქნება სამომავლოდ, ისე, სურვილი გვაქვს და ძალიან გვიყვარს ჩვენი სახლი თბილისში.

скачать dle 11.3