კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როდის კარგავენ ნივთს გამიზნულად და რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს ნაპოვნმა ფულმა

ცნობილია, რომ პირადი მოხმარების ნივთები ენერგეტიკას ისრუტავენ; მათზე გადადის მფლობელის დაავადებები, ფიქრები, პრობლემები და, ცხადია, წარმატებებიც. ნაპოვნ ნივთთთან ერთად უიღბლობა რომ არ მიიტანოთ, იცოდეთ, პოვნის შემთხვევაში რას არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, რადგან, ნივთის პოვნის სიხარული არც ისე ხანგრძლივი შეიძლება აღმოჩნდეს. მათი წყალობით შეძენილი პრობლემების გადაწყვეტა კი ბევრ დროს წაგართმევთ. უფრო დაწვრილებით ამ თემასთან დაკავშირებით ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს ვესაუბრეთ.

დავით ბუტიკაშვილი. ნაპოვნი ნივთი შეიძლება იყოს როგორც საშიში, ასევე სასარგებლო. ყველა ნივთს აქვს თავისი ენერგეტიკა, რომელიც გადადის ადამიანზე. ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, დამუხტულია ჩვენი ენერგეტიკით და, შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს ნაპოვნ ნივთს. ზოგადად, ნივთი მფლობელის ენერგეტიკას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს. ეს ენერგეტიკა შეიძლება იყოს დადებითიც და უარყოფითიც, ამიტომ, რთულია, განსაზღვრო ნაპოვნი ნივთის ავკარგიანობა. ერთი რამ კი ყოველთვის ცხადია: უნდა უფრთხილდეთ სხვისი ნივთების ტარებას. ასტროლოგები მივიჩნევთ, რომ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება, უბრალოდ, არსებობს ასტროლოგიურად პოზიტიური და ნეგატიური დღეები. თუ თქვენ რაიმე ნივთს თქვენთვის პოზიტიურ დღეს იპოვით, მაშინ, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, ეს ნივთი სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს. ნეგატიურ დღეს ნაპოვნი ნივთები კი გავნებთ, რადგან ამ დღეს სამყაროსეული ენერგეტიკა წინააღმდეგობაში მოდის თქვენთან. ასტროლოგიურად, პოზიტიურ დღეს თუ არ აიღებთ ნაპოვნ ნივთს, მაგალითად, ფულს, ჩათვალეთ, რომ წარმატებაზე თქვით უარი, ანუ, კონკრეტულ დღეს თქვენთან მოვიდა ფულის ენერგეტიკა, რომელიც არ მიიღეთ. ნეგატიურ დღეს ოქროსა და ბრილიანტის ბეჭედიც რომ იპოვოთ, ხელი არ ახლოთ. ასტროლოგიურად პოზიტიური და ნეგატიური დღეების გამოთვლა შესაძლებელია მაგრამ, თუ ამას ვერ ახერხებთ, დილით ნებისმიერმა ჩვენგანმა შეიძლება განსაზღვროს თავისი დღე. ადამიანმა შეიძლება, ბევრი რამ იპოვოს, მაგალითად, თუ დანას ან მსგავს ნივთს იპოვით, რომლითაც შეიძლება ვინმეს ზიანი მიაყენოთ, ჯობია, მას ხელიც არ მოჰკიდოთ, რადგან მასში უკვე არის უარყოფითი ენერგეტიკა. ფულის პოვნის შემთხვევაში, არის ასეთი მოსაზრება, რომ ერთთეთრიანი იზიდავს ფულის ენერგეტიკას და მისი აღება კარგია, თუმცა, ლითონის მონეტა ადვილად იზიდავს ნებისმიერ – როგორც დადებით, ისე უარყოფით ენერგეტიკას. დადებითი ენერგეტიკა მას თილისმადაც კი აქცევს, უარყოფითი კი, პირიქით, საზიანოა. შესაძლებელია, მონეტაზე უარყოფითი ენერგია იყოს გადატანილი და მერე იყოს გადაგდებული. ამიტომ, მისი აღებისგანაც თავი უნდა შეიკავოთ. ზოგჯერ ხდება, რომ ადამიანი ძვირფას ნივთებს პოულობს, მაგრამ ამას მათთვის არანაირი წარმატება არ მოუტანია, იმიტომ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს.
– კონკრეტული ნივთების შესახებ გკითხავთ: რამდენად ცუდია ნაპოვნი ჯვრის ან საათის ტარება?
– ყველა ადამიანი თავის ჯვარს ატარებს. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი პრობლემები თუ წარმატებები აქვს. როცა ადამიანი ლოცულობს, ჯვარი დამაკავშირებელია უფალთან, ის დამუხტულია მისი მფლობელის აზრებით და ენერგეტიკით. ეს არის ძალიან ინდივიდუალური ნივთი. როცა სხვის ჯვარს იკეთებენ, საკუთარ თავზე იღებენ მისი მფლობელის ტვირთს. ეს თემა უფრო რელიგიურია, თუმცა, მე ახლა ჩემი, როგორც ასტროლოგისა და მართლმადიდებელი ადამიანის მოსაზრება გითხარით. საათი უშუალო შეხებაშია პატრონთან და საშიშია, რადგან ეს ნივთი დაკავშირებულია ადამიანის ბიოველებთან. როცა ადამიანი გარდაიცვლება, მისი საათი ჩერდება – წარმოიდგინეთ, რამხელა კავშირია მფლობელსა და ნივთს შორის. ნებისმიერი ნივთით, თუ ის რაიმე სნეულების მქონე ადამიანს ეკუთვნოდა, თავისუფლადაა შესაძლებელი, ეს დაავადება მპოვნელზეც გადავიდეს, რადგან ამ დროს ხდება ბიოველის დაინფიცირება. ეს დაახლოებით იგივეა, გრიპიანი ადამიანის ცხვირსახოცი რომ იპოვოთ და აიღოთ. თუმცა მინდა აქვე აღვნიშნო, რომ შესაძლებელია, ნივთი ატარებდეს დადებით აურასაც და, ასეთ შემთხვევაში, ის უკეთ წარმართავს თქვენს ცხოვრებას.
– ხშირად ნივთებს გამიზნულად კარგავენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეგრეთ წოდებულ ჯადოს რიტუალს ატარებენ მასზე. ასეთი ნივთი შეიძლება იყოს ოქროს სამკაული, ძაფის სამაჯური, თოჯინა და სხვა. ამ შემთხვევაში რა ბედი ელის მპოვნელს?
– თუ ნივთს ნეგატიური ენერგეტიკა აქვს „მიბმული“ და მისი ამოცანაა, დაიკარგოს, ის არანაირად არ იქნება მპოვნელისთვის კარგის მომტანი. რეალურად, ეს ნივთი ხომ არ იკარგება, მას სხვა პოულობს. ეს ძალიან ცუდი რიტუალია. ზოგ შემთხვევაში, რიტუალის შემდეგ მიწაში ჩაფლავენ მსგავს ნივთებს, რომ არავინ იპოვოს, თუმცა, „დაკარგვის“ ხერხსაც ხშირად მიმართავენ. მსგავსი ნივთის ხელის ხლება კატეგორიულად არ შეიძლება, თუმცა, ვერავინ მიხვდება, ჯადოიანია ის თუ არა, მისი ამოცნობა შეუძლებელია. ყველაზე მარტივი „ფორმულა“ არის ის, რომ არ აიღოთ. ხშირად სამაჯურებსა და თოჯინებს აქვს მსგავსი რიტუალური დატვირთვა. ამიტომ, გირჩევთ, მსგავს ნივთს არ გაეკაროთ. ყოველი რიტუალი ტარდება რაღაცის მოსაშორებლად. თუ ასეთ ნივთს აიღებთ და სახლში წაიღებთ, ანუ იმას, რაც სხვამ მოიშორა, თქვენთვის კარგი როგორ იქნება? კარგ რამეს არავინ იცილებს თავიდან.
– მეეჭვება, ვინმემ ოქრო ნახოს და გულგრილად აუაროს გვერდი... ანტიკვარებთან დაკავშირებით რა ვითარებაა? ამ შემთხვევაშიც ხომ სხვის ნაქონ ნივთებს იძენენ?
– ოქროს პოვნის შემთხვევაში, ჯობია, მაშინვე გაყიდოთ და თავიდან მოიცილოთ – ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, რადგან მსგავსი ნივთების სახლში შეტანა სახიფათოა, მყიდველს კი არაფერი დაუშავდება. უნდა გაითვალისწინოთ ის ენერგეტიკაც, რომ როცა ადამიანი ძვირფას ნივთს კარგავს, განიცდის, ნერვიულობს და ესეც უარყოფითად აისახება მპოვნელზე; მით უფრო, თუ მასზე მაგიური რიტუალია მიბმული, ნამდვილად ცუდის მომასწავებელია. დიდი სიფრთხილეა საჭირო ანტიკვარული ნივთების ყიდვისას. გაითვალისწინეთ, რომ ამ ნივთს უამრავი მფლობელი ჰყავს გამოვლილი, ბოლო მფლობელმა კი, რატომღაც, ის გასაყიდად ჩააბარა. გასაჭირი რომ არ დასდგომოდა, ხომ არ მოიშორებდა თავიდან?! თავისუფლადაა შესაძლებელი, მისი გაჭირვება ახალ მფლობელზე გადავიდეს. ანტიკვარიატი „მიგახვედრებთ“, რომ თავისი ბოლო მფლობელისთვის სიკეთე არ მოუტანია. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც აუცილებლად ცუდს მოგიტანთ, უბრალოდ, ცოტა დაფიქრებაა საჭირო – კარგად უნდა იცოდეთ, რას იძენთ და ვის ნაქონს. გარდა ამისა, ადამიანები ხშირად მოგზაურობენ ეგზოტიკურ ქვეყნებში. იყო ასეთი ისტორია: გოგონა, რომელიც ცხოვრობდა მოსკოვში, წავიდა ეგვიპტეში, სადაც შეიძინა პატარა ნივთი, რომელიღაც ღვთაების გამოსახულებით. რამდენიმე დღის შემდეგ ის ცუდად გახდა და ტანზე გამოაყარა. ექიმებმა ვერ გაუგეს, რა სჭირდა. ორი კვირის განმავლობაში წვალობდა კანის ინფექციით. ორი კვირის მერე კი ყველაფერმა გაუარა და მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა: მოეწყო სამსახურში, დაოჯახდა. ეს გოგონა თავისი ცხოვრების ასეთ გარდასახვას ამ ნივთს უკავშირებს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ნივთი პირამიდიდან იყო გამოტანილი. პირამიდაში თითოეულ ნივთს თავისი დატვირთვა აქვს. არის აფრიკის ქვეყნები, სადაც მოჯადოებული ნივთები იყიდება და მათ შორისაა ნიღბებიც, რომლებსაც გარკვეული მაგიური ძალა აქვთ. ამ ნიღბის შინ შეტანა ნიშნავს, სახლში ბომბი დადოთ და არ იცოდეთ. თითოეულ ასეთ ნიღაბს დემონური ძალა აქვს.
– ამბობენ, ნაპოვნ ნივთზე ნაკურთხი წყალი უნდა დაასხა ან გამოლოცვის მეთოდს მიმართო, უარყოფითი ენერგეტიკა რომ აღარ ჰქონდესო. მართლა არსებობს მსგავსი რიტუალი, რომელიც ნივთს უარყოფით ენერგეტიკას მოაშორებს?
– რა თქმა უნდა. ნაკურთხი წყალი მოქმედებს, მაგრამ, იმდენად ეფექტური არაა. უარყოფითი ენერგეტიკის ბოლომდე მოხსნა ძალიან რთულია. ერთადერთი, არის ასეთი მეთოდი: როცა ნაპოვნ ნივთს აიღებთ ხელში, მნიშვნელოვანია, როგორ ენერგეტიკულ კავშირს დაამყარებთ მასთან. თუ ნივთისგან დადებითს ვერ იგრძნობთ, მაშინ, ჯობია, რომ საერთოდ არ შეეხოთ. გამოლოცვების მეთოდიც შეიძლება, მაგრამ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ გააკეთებს ამ გამოლოცვას.

скачать dle 11.3