კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეიძლება თუ არა მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის ინტიმის გარეშე

მეგობრობის არსი ესმის ყველას. მაგრამ ბევრს ამ გრძნობაზე სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს. მაგალითად, ვერ წარმოუდგენიათ, რომ შესაძლებელია მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის. ამტკიცებენ, მათ შორის ინტიმი აუცილებლად გაჩნდებაო. თუმცა, არაფერი ხდება, რასაც თავად არ ვინდომებთ. თუ მეგობრებს შორის ვნება იფეთქებს, ესე იგი, მათგან ერთ-ერთმა ეს დაუშვა. ან ორივემ ერთად შეცვალა ურთიერთობის არსი... ვერ უარვყოფთ, რომ გარე ფაქტორებსაც აქვს მნიშვნელობა...

 ლიკა (37 წლის): სულ მეგონა, რომ კარგად ვიცნობდი საკუთარ თავს. მქონდა პრიორიტეტები და რა თქმა უნდა, სტერეოტიპული წარმოდგენები. იკითხავთ, რა წარმოდგენებიო... მაგალითად, ისეთი, როგორიც არის მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის.
– გჯეროდათ ასეთი მეგობრობის თუ არა?
– არ მჯეროდა. ოღონდ მინდოდა და ბოლოს გავიჩინე კიდეც ასეთი მეგობარი. ეს თავისით, ბუნებრივად მოხდა. იმდენი წელია, ის ჩემს ცხოვრებაშია. ჯერ უბრალო ნაცნობები ვიყავით, მერე დავახლოვდით და ძალიან დავახლოვდით. მეგობრობა იმან შემომთავაზა. მითხრა, მეტი სიახლოვე მინდა შენთან, უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთისო. იმასაც ჰყავდა შეყვარებული და მეც. მერე გავთხოვდი. ეს ხუთი წლის წინ იყო. ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი მეგობრობისთვის. თუმცა, ჩემმა ქმარმა არ იცოდა ჩვენი ინტენსიური შეხვედრების შესახებ. მე ვუმალავდი.
– რატომ? ფიქრობდით, რომ იეჭვიანებდა?
– ოდნავადაც არ მეპარება ამაში ეჭვი. იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ქართველი მამაკაცია და არ სჯერა, ქალსა და კაცს შორის მეგობრობის.
– თქვენ გჯერათ?
– დიახ. მიუხედავად იმისა, რაც ჩვენ შორის მოხდა. არ ვიტყვი, რომ ვიღაცამ ან რაღაცამ იმედი გამიცრუა და ახლა შოკირებული ვარ. ტყუილია... ზუსტად ის მოხდა, რისი პროვოცირებაც თავად მოვახდინე. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამას გარე ფაქტორებმაც შეუწყო ხელი. სხვათა შორის, ვინც ჩვენი მეგობრობის ამბავი იცოდა, ყველა მეუბნებოდა, შეუძლებელია, თქვენ შორის რამე არ მოხდეს, თუ ახლაც არაფერი ხდებაო. ახლა უკვე აღარ მაქვს იმის თქმის უფლება, რომ ჩვენ შორის არაფერია. მაგრამ მაშინ მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები ვიყავით და მეტი არაფერი. დამიჯერებთ, რომ ერთადაც გვძინებია? ერთ კარავში, გვერდიგვერდ და სიახლოვის სურვილიც არ გაგვჩენია. მკითხავთ, რატომო და არ ვიცი, მართლა არ ვიცი. მე ვამბობ, რომ რაღაც ჯადოსნობას ჰქონდა ადგილი. გაგეცინებათ, მაგრამ მე ახალი წლის დღესასწაულს ვაბრალებ. როგორც ჯადოსნობა, ისე მოვიდა სიყვარული და „საახალწლო ვნება“.
– ეგ რა არის?
– მე დავარქვი ასე იმას, რაც ჩემს თავს მოხდა, სრულიად მოულოდნელად და ისე, რომ ურთიერთობის სხვა ფაზაში გადასვლას, ინტიმის პროვოცირებას თავად შევუწყვე ხელი. ხომ ხედავთ, როგორი გულახდილი ვარ. თან, იმ ადამიანის წინაშე მრცხვენია. ვცდილობ, კონკრეტული ახსნა მოვუძებნო ჩვენს ურთიერთობას. იმაზე ლაპარაკი არ ღირს, რომ ოცდაათწლიანი ურთიერთობა გვაქვს. ერთად გვითამაშია კიდეც, თანაც არაერთხელ. ისეთი რაღაცეები მომიყოლია მისთვის და ისეთი საიდუმლოები გამინდვია, კარგ დაქალს რომ მოუყვები მხოლოდ... არაჩვეულებრივი იყო მის მხარზე თავის დადება და გულის მოოხება. წარმოუდგენლად მალე ვმშვიდდებოდი და ცხოვრება ისევ მიხაროდა. რას შეიძლება შევადარო ეს ურთიერთობა?! – ალბათ ისეთს ვერაფერს, რომ თქვენც მიხვდეთ. მაგრამ, დამიჯერეთ, ქალისა და კაცის სიყვარულზე ნაკლები არაფრითაა. უზომოდ კარგად ვგრძნობდი მის გვერდით თავს.
– მაპატიეთ, ამას რომ გეკითხებით, მაგრამ რატომ გათხოვდით სხვაზე?
– ვხვდებოდი, რომ ამას მკითხავდით. მაგრამ, რაშია, იცით, საქმე? ჩვენი ურთიერთობა იდეალური იყო. ქალისა და კაცის ურთიერთობა კი იდეალური მხოლოდ სექსის გარეშე შეიძლება, იყოს.
– ანუ, სექსი იდეალურობას ანგრევს?
– რა თქმა უნდა, რა აზრი აქვს იმის მტკიცებას, რაც ისედაც ყველამ იცის. დიახ, სექსი აფუჭებს ყველაფერს. მე დამაკარგვინა ადამიანი, რომელიც ყველაზე ახლობელი იყო ჩემთვის.
– იმიტომ, რომ თქვენი ურთიერთობა დასაშვებ ზღვარს გასცდა. იმ ზღვარს, რომელიც მორალით და წესიერებით დგინდება.
– ესე იგი, მე უწესო გამოვდივარ. მაგრამ მთლად ასეც არ არის საქმე. როგორ გითხრათ, ჩვენ შორის მომხდარი ამბავი მარტივი არ არის. ვთქვი, ინტიმის პროვოცირება თავად მოვახდინე-მეთქი. ანუ, მინდოდა მომხდარიყო ის, რაც მოხდა.
– ინტიმის პროვოცირება როგორ ხდება?!
– როგორ? – პირდაპირ ვუთხარი, მინდა შენთან სიახლოვე-მეთქი არა, ასე არ მითქვამს, ვიხუმრე... მივახვედრე და ვაგრძნობინე. ისიც დანებდა. მე არ ვიცი, უნდოდა თუ არა ეს მანამდეც, მაგრამ, ვფიქრობ, იმ კონკრეტულ მომენტში სურვილი ორივეს გვამოძრავებდა.
– მითხარით, ვნება დღესასწაულთან ერთად მოვიდაო...
– ჰო, ასე გამოვიდა. ამ დღემდე არაერთხელ ვმდგარვართ ცდუნების წინაშე. ქმართან ბედნიერი ვარ. მას აქვს თავისი „ხუშტურები“, მაგრამ ზოგადად, კარგი ადამიანია. მოკლედ, ჩემი ხუთწლიანი და ჩემი მეგობრის სამწლიანი ქორწინების ზღვარზე, ჩვენ ერთად აღმოვჩნდით... შეიძლება, მართლა ცოტა ადრე უნდა გვეგრძნო ის, რაც იმ საღამოს ვიგრძენით. შეიძლება, ერთმანეთზე უნდა გვექორწინა. ახლა ძნელია იმის თქმა, რამდენად მყარი აღმოჩნდებოდა ჩვენი გრძნობა. დიდხანს გაგვყვებოდა ის ველური ნაპერწკალი, რომელმაც ცეცხლი დაანთო და ეს ცეცხლი მალევე ჩაქრა. შეიძლება, მე შევუწყვე ხელი, რომ ჩამქრალიყო. არასოდეს დამავიწყდება შობის ღამე. ერთად გავემგზავრეთ სხვა ქვეყანაში რამდენიმე დღით და მოსახდენიც იქ მოხდა. მრცხვენია, როცა წარმოვიდგენ, როგორ მშვიდად იყვნენ იმის ცოლი და ჩემი ქმარი.
– მისმა ცოლმა იცოდა თქვენი ასეთი მყარი ურთიერთობის შესახებ?
– „სიღრმეებში“ არ შესულა, თუმცა, იცოდა, რომ ვმეგობრობდით, ჯერ კიდევ სანამ მასზე დაქორწინდებოდა. მოკლედ, მივლინება დაემთხვა დღესასწაულს. ევროპაში ეს დღეები მართლა ჯადოსნური და ფანტასტიკურია... სხვა სამყაროში აღმოვჩნდი.
– მივლინებაში როგორ აღმოჩნდით ერთად?
– ორივეს ისეთი სამსახური გვაქვს, რომ გადავიკვეთეთ. ჩემმა კომპანიამ მის კომპანიას რაღაც შეუკვეთა და მოდელის შესარჩევად ერთად გავემგზავრეთ. არ მინდა, იმაზე ვიფიქრო, რომ მან სპეციალურად დაამთხვია დღესასწაულს ჩვენი მგზავრობა. მინდა, ჩემს ინიციატივად დარჩეს ჩვენი ერთი ჯადოსნური ღამე... ყველაფერი ახდენს გავლენას – გარემო... კიდევ რაღაცა... და მთელი ჩემი არსება მთხოვდა მასთან სიახლოვეს...
ვერ ვთქვი უარი და რომ მეთქვა, ამას საკუთარ თავს არასდროს ვაპატიებდი. იცოდეთ, ნამდვილად აქვს თარიღებსა და დღესასწაულებს თავისი მაგია, როცა ყველაფერი შეიძლება, მოხდეს.

скачать dle 11.3