კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ჩააცვა ჯანეტ ქერდიყოშვილს 1 მილიონად ღირებული კაბა და ჩამოუყვანა საკუთარი სტილისტი და ვიზაჟისტი

ცოტა ხნის წინ „მის საქართველო 2011“ ჯანეტ ქერდიყოშვილი ამერიკაში იმყოფებოდა კონკურსზე „მის უნივერსი,“ სადაც მან საკმაოდ კარგად და წარმატებულად წარმოაჩინა თავი.
– მახსოვს, წლების წინ „მის საქართველოზე“ შენს გამარჯვებას საკმაოდ ბევრი უარყოფითი ემოცია მოჰყვა, რამაც ძალიან განერვიულა.
– ია გოგონებს რომ ეკითხებოდა, გათხოვილი ხომ არ არის ვინმეო, მე ვუმატებდი: მოქალაქე ხომ არის საქართველოსი – ეს ჰკითხე-მეთქი. აბსურდული ჭორებიც იყო. მეზობელს სხვაში შევეშალე, რომელიც გათხოვდა. „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტები რომ მოვიდნენ, რაღაც ინტრიგა სჭირდებოდათ, ამ მეზობელს შეხვდნენ და ჰკითხეს, რამე ხომ არ იცითო. იმანაც უპასუხა – კი, როგორ არა, გათხოვილია, ბიჭიც მოვიდა, ჩემი თვალით მყავს ნანახიო. ახლა კი მეცინება, მაგრამ მაშინ იმხელა მღელვარება და ნერვიულობა იყო. ისე გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომ დღესაც მესმის: „გათხოვილი იყო?!”
– უკვე რამდენი წელია, მიდიხარ „მის უნივერსზე,“ წელს კი, როგორც იქნა, მიიღე მონაწილეობა და, ვფიქრობ, არცთუ წარუმატებლად, მიუხედავად იმისა, რომ ტოპ-15-ეულში ვერ მოხვედი.
– იამ რომ მითხრა, მოწვევაა მოსული და შენ უნდა წახვიდე კონკურსზეო, მეც დავთანხმდი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელიც მთელი კონკურსის განმავლობაში მგულშემატკივრობდა, ყველას უნდოდა, კარგი შედეგისთვის მიგვეღწია. შედიოდნენ საიტზე, ხმას მაძლევდნენ, აზიარებდნენ, ალაიქებდნენ ჩემს ფოტოებს. ორგანიზატორები გაოცებულები იყვნენ – შენ ხმის მიცემით, ლაიქებითა და კომენტარებით სამეულში ხარო; თან, ისეთი ქვეყნების გვერდით ვიყავი, რომლებსაც 70 მილიონი მოსახლეობა ჰყავს. თუმცა, არა მხოლოდ ქართველები, განსაკუთრებულად მგულშემატკივრობდნენ ფილიპინელები. ფინალზე თვითმფრინავებით ჩამოიყვანეს ხალხი, ლამის მთელი დარბაზი ფილიპინელებით იყო სავსე და, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ისინი შუაზე გაიყვნენ: ნახევარი „მის ფილიპინებს“ გულშემატკივრობდა და ნახევარი – მე. ჩემს ფოტოზე ისეთ თბილ კომენტარებს მიწერდნენ... 
– როგორი იყო შენი მოლოდინი, კმაყოფილი თუ ხარ შედეგით?
– არაფერზე არ მწყდება გული იმის გარდა, რომ „ტოპ-15-ეულში“ ვერ შევედი. ამით ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იქნებოდა. „მის უნივერსზე“ საბოლოოდ მაღიარეს როგორც ყველაზე ლამაზი სახე. ბევრი მეუბნებოდა, „ვიქტორიას სიქრეტის“ მოდელს ჰგავხარ, რატომ არ მიდიხარ და არ სცდი ბედსო. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სხვადასხვა ქვეყანაში იმართებოდა ბირჟები, სადაც სამი კვირის განმავლობაში ფულს დებენ ფსონად, თუ ვინ შევიდოდა 15-ეულში. ლონდონის ბირჟაზე სამი კვირის განმავლობაში ათეულში ვიყავი. ორგანიზატორები თავიდანვე განსხვავებულ გარემოს უქმნიან იმ 15 გოგონას, რომლებიც შეიძლება შევიდნენ ტოპ- 15-ეულში. მათ შორის ვიყავი მეც: მიწვევდნენ ბევრ ღონისძიებაზე, იღებდნენ ინტერვიუებს და ამიტომაც ვდებდი ამდენ ფოტოს. შესაბამისად, რაღაც იმედი გამიჩნდა. გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე კი შემეხმიანა ცნობილი პიარ-მენეჯერი, რომელსაც ჰყავს დიდი ჯგუფი და ისინი ამზადებენ ყოველ წელს გოგონებს „მის უნივერსისთვის“, „მის მსოფლიოსთვის“, „მის ამერიკისთვის“.  შემდეგ ისინი ამ კონკურსების ტოპ-ხუთეულში შედიან ან იმარჯვებენ. მითხრა: მინდა, შენთან ვითანამშრომლო, რადგან, გხედავ როგორც გამარჯვებულს, ან, ხუთეულში მაინც შეხვალო. სამწუხაროდ, ცოტა ადრე ვერ შევძელი გამგზავრება და, იქ რომ ჩავედი, ისეთი დატვირთული გრაფიკი გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად მიკავშირდებოდა, მაინც ვერ ვახერხებდი შეხვედრას. საბოლოოდ, ფინალამდე ერთი დღით ადრე მაინც შევხვდი – მან ნიუ-იორკიდან ჩამომიტანა ულამაზესი კაბა, რომელიც ჯენიფერ ლოპესს ეცვა, 1 მილიონი ღირდა და სვაროვსკის თვლებითა და ბრილიანტებით იყო გაფორმებული. ყველაზე ძვირად ღირებული კაბა მეცვა. ყველა გაგიჟდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ძალიან კარგი კაბა ეცვა. ეს კაბა Charbel Zoe-ს ეკუთვნის, რომელიც აცმევს ბიონსეს, ჯეი ლოს, ბრიტნი სპირსს, პარის ჰილტონს, მოკლედ, ბევრ ცნობილ ვარსკვლავს წითელ ხალიჩაზე. ფინალის დღეს ორი კაბა მეცვა, ანუ, ორი ფინალი ტარდება ხოლმე. თავიდან მეცვა „მარიონელას“ კაბა, რისთვისაც მადლობა მას, რადგან ძალიან ლამაზი იყო; მეორე ფინალზე კი უკვე ის ძვირად ღირებული კაბა. თუ მონაწილე 15-ეულში არ შედის, მას კაბას არ აცვლევინებენ, მხოლოდ ისინი იცვლიან, ვინც 15 საუკეთესო გოგონას შორის ხვდება, რადგან, მეორე წრეც უნდა დაარტყან. მე იმიტომ გამომაცვლევინეს, იცოდნენ, რომ ტოპ-15-ეულში ვიქნებოდი, მაგრამ, არ მოხდა ასე. რაც მთავარია, Charbel Zoe-ს უნდა, რომ მისი ბრენდის სახე გავხდე, ახლა მიდის მოლაპარაკება. ან ისინი ჩამოვლენ აქ, ან მე წავალ და გადავიღებ მის კაბებში ფოტოებს. ჩემმა პიარ-მენეჯერმა სპეციალურად მაიამიდან ჩამოყვანა სტილისტი, რომელიც ვარსკვლავებთან მუშაობს, ვიზაჟისტიც ჩამომიყვანა, ჩემი სტაფი მყავდა, ასე არ ხდება ხოლმე. დამთავრდა თუ არა ფინალი, ხელი ჩამომართვა და დამემშვიდობა.
– რა მოხდა საბოლოოდ, ყველაფრის მიუხედავად, რატომ ვერ მოხვდი თხუთმეტეულში?
– ისეთი ამბები დატრიალდა, ჩვენც ვერ გავერკვიეთ, რა ხდებოდა. უკვე ეჭვი გაგვიჩნდა, ტოპ-15-ეულშიც რამე შეცდომა  ხომ არ დაუშვეს, რადგან, ისეთი გოგონები შევიდნენ, ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენდა და ყველასთვის მოულოდნელი იყო. თან, შეცდომა რომ გამოასწორეს, ყველა „მის კოლუმბიას“ მივარდა და გამარჯვებული მარტო დარჩა, ისიც ისეთი დაბნეული იყო. ორივე შოკირებული იყო.
– სწორედ მაგ პერიოდში გავრცელდა სოციალურ ქსელში შენი ვიდეოინტერვიუ, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება, კრიტიკა და ლანძღვა მოჰყვა.
– ჩვენი საზოგადოების გარკვეული კატეგორია, ალბათ, უფრო შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები გააღიზიანა ჩემმა წარმატებამ, რომელიც ჩემი კი არა, ქვეყნის წარმატება იყო. ეს ინტერვიუ ერთი თვით ადრე ჩაწერეს და ფინალამდე 4 დღით ადრე დაიდო, თან, საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ იყო, მთელ ჩემს ცხოვრებაზე ვყვებოდი და საინტერესო და გულისამაჩუყებლი იყო. რაც ვთქვი ოჯახთან დაკავშირებით, ამაში ცუდი არაფერი ყოფილა და კიდევ გავიმეორებ: გოგო კონკურსზეა წასული, ისედაც ღელავს, დღეში 3 საათი სძინავს, ნერვებზეა, ამ დროს კი, შედიხარ „ფეისბუქზე“ და ბუმია. იმის გამო, რომ მე ჩემს აზრს გამოვხატავ, ის უნდა თქვან ჭკუა არ აქვს ამ გოგოსო? თან, მე ის ვთქვი, რასაც საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი ფიქრობს, მაგრამ ხმამაღლა არ ამბობს. პირდაპირი ვარ, არ ვთამაშობ და ვერ ვიტყოდი: იცით, მე ოჯახში თანასწორუფლებიანობა მინდა-მეთქი. მართლა არ მინდა. როგორც მამაჩემი ატარებს დედაჩემს ხელისგულზე, მეც ისე მინდა, რომ მატაროს ჩემმა მეუღლემ. შეიძლება, კაცი მთავარია ოჯახში, მაგრამ, ქალს უჭირავს მთელი ოჯახი და მის სიჭკვიანეზე ბევრი რამ არის დამოკიდებული – ამაში ცუდი რა დაინახეს? „გულაობის“ მომენტიც არასწორად გაიგეს. ხომ არ მითქვამს, მე მოღალატე ქმარი მინდა და სულ არ მაინტერესებს, რას იზამს-მეთქი. ღალატი ცუდი რამ არის, მაგრამ მე ვთქვი: თუ კაცს ერთხელ შეეშლება, ეგოისტურად ვერ მოვიქცევი და სამი შვილით ვერ წავალ სახლიდან-მეთქი. თუ დავინახე, რომ კაცი თავზე დამაჯდება და მართლა „გულაობს“, ამას როგორ ვაპატიებ? რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს არ ვაკადრებ  ამ ყველაფერს.
– მალევე ნოდიკო ტატიშვილის ინტერვიუ გავრცელდა, რასაც ასევე კრიტიკა მოჰყვა და დაგაწყვილეს კიდეც.
– ცოტა ხნის წინ შემხვდა ნოდიკო და მისგან გავიგე:  დაგვაწყვილეს – შენ ჩემნაირი ქმარი გდომებია, მე – შენნაირი ცოლი და, ხელი ხომ არ გთხოვოო (იცინის).

скачать dle 11.3