კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ირაკლი აბუსერიძე საფრანგეთში მეთევზე და ვის „გაურიგდა“ ის

დიდი დრო არ დარჩა მანამდე, სანამ ირაკლი  აბუსერიძე რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ოფიციალურად მოსინჯავს ძალებს. გამოცდილი მორაგბე, რომელიც 13 წელი იცავდა საქართველოს ნაკრების პრესტიჟს, ამ მარათონში თითქმის უკვე ჩაერთო და რა პერიპეტიები ელის მას წინ, მომავალი გვიჩვენებს, ახლა კი ამბობს, რომ ეს პოსტი  ქართული რაგბის დიდი ოჯახის რღვევად არ უღირს.  რა აქვს საერთო რაგბის  პოლიტიკის კულუარებთან, რომელიც ერთი წელია საკრებულოს დეპუტატის რანგში „გამოირა”, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.  

  ირაკლი აბუსერიძე: მე უკვე ხმამაღლა განვაცხადე ჩემი   სურვილის შესახებ, რომ მონაწილეობა მივიღო არჩევნებში რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე; დავაფიქსირე ისიც, რომ,  ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა ორი კვირის წინ, ამ არჩევნებში  ვიღაცეების ჩარევის შესახებ, გაზვიადებული იყო.  რად მინდა ვინმეს ჩარევა, როცა 22 წელი რაგბიში გავატარე, 13 წელი ნაკრებში ვითამაშე და აქედან 7 წელი კაპიტნის სამკლაური მეკეთა?!  ყველა წარმატებას ერთიანობით, გუნდურობით ვაღწევდით და ამ ერთიანობას ახლაც არაფერი ემუქრება. მორაგბეები ერთმანეთს არ დავჭამთ, ამ „სიამოვნებას” ვერავის მივანიჭებთ,  არცერთი პოსტი არ  ღირს ამად.  ჩვენ წლების განმავლობაში ვიყავით ერთი, შეკრული გუნდი, მორაგბეების დიდი ოჯახი, რომლის გახლეჩასაც ვერავინ შეძლებს. ბოლო წლებში ქართული რაგბის განვითარებისთვის ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა პრობლემები კვლავ ბევრია. ის, რაც გაკეთდა, მხოლოდ დღევანდელი პრეზიდენტის დამსახურება არაა, თუმცა, არც მის წვლილს გამოვრიცხავ; ამ წარმატებებს  რაგბისტების დიდი ერთიანობის წყალობით მივაღწიეთ.
– როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა  ყველგან აღწევს, მათ შორის რაგბიშიც; ეს რომ ასეა, ცოტა ხნის წინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების დროსაც ვნახეთ.
– მე არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პოზიციაა, მით უმეტეს, იმისთვის, ვინც მთელი ცხოვრება რაგბისთან არის დაკავშირებული.  ამ საქმეს არც ისე ბევრი ხიბლი  აქვს, როგორც ზოგს ჰგონია; აქ უფრო მეტი სიმძიმეა, ვიდრე ხიბლი. მე ამ დიდი  ოჯახის წევრებთან  ბევრი რამ მაკავშირებს:  იმის მიუხედავად, რომ გარკვეული მიზეზების გამო 2013 წელს თავი დავანებე რაგბის თამაშს, მე დავრჩი რაგბიში – ვარ კავშირის სპორტული დირექტორი, ვკურირებ სანაკრებო ვერტიკალს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ასაკის მორაგბეებს, შვიდკაცა რაგბის, შვიდქალა რაგბის და ეროვნულ ნაკრებს, თუმცა, თამაშთან შელევა ძალიან გამიჭირდა. თან, მაშინ ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი, მაგრამ, იყო რაღაცეები და ღირსებაზე წინ პროფესიას ვერ დავაყენებდი. თამაში ისე მენატრება,  ახლაც,  როცა რაგბის ვუყურებ,  ერთი სული მაქვს ხოლმე, მოედანზე შევვარდე (იცინის).
– რატომ ჩაერთეთ პოლიტიკაში? უკვე ერთი წელია, საკრებულოს დეპუტატის მანდატს ფლობთ, თქვენი აზრით, ჰგავს პოლიტიკა და რაგბი ერთმანეთს და რომელს უფრო მძიმე „კულისები” აქვს?
–  შეიძლება, არ იყო პოლიტიკა ჩემი საქმე და, ვერც იმას გეტყვით, რომ  პოლიტიკა ისე ვიცი, როგორც რაგბი, მაგრამ, პასუხისმგებლობა მაქვს. როცა ადამიანს რამეს შეჰპირდები, ის უნდა გააკეთო. პოლიტიკას უფრო რთული კულისები აქვს, ვიდრე რაგბის,  მაგრამ, თუ შენს საქმეს კეთილსინდისიერად გააკეთებ, რაგბისა და პოლიტიკის წესები ერთმანეთს ემსგავსება  და გარკვეულ შედეგსაც  დებ.  ორივეგან ბრძოლაა – ესაა მთავარი რაგბიშიც და პოლიტიკაშიც, თუმცა, მე პოლიტიკით ჯერ ისე ვერ „მოვიწამლე”, როგორც წლების წინ  რაგბით.
– ჯერ თქვენი პოლიტიკური „ლელოც” არ გვინახავს.
– პოლიტიკაში ლელოს დადება არაა იოლი საქმე, თანაც, ვინაიდან  მე რაგბიში უფრო გაწვრთნილი ვარ, ვიდრე საკრებულოში, ამიტომაც არ ჩანს აქ  ჩემი „ლელო” (იცინის).  რაგბის ბევრად ადრეულ ასაკში დავუკავშირე ცხოვრება: ჯერ ცურვაზე დავდიოდი, შემდეგ ცეკვაზე – დიდხანს ვცეკვავდი სტუდიაში, არტოს ბაღში,  მერე ჩემმა მეგობრებმა რაგბიზე დაიწყეს სიარული და მეც  მათ ჩამითრიეს. ის წლები იყო, როცა რაგბი ჩვენთან ძალიან პოპულარული ხდებოდა, მაშინ15 წლის ვიყავი, ერთ წელიწადში კი ახალგაზრდულ ნაკრებში ამიყვანეს.  ნიჭიც მქონდა და იღბალიც, რაც ამ სპორტშიც მნიშვნელოვანია. მახსოვს, ჩემს ოჯახში ამ ამბავს  საკმაოდ ცუდად შეხვდნენ. სახლში თავგატეხილი რომ ვბრუნდებოდი, ბებიაჩემი წუხდა ხოლმე: ისევ გეცეკვა, შვილო, ამ თავის გატეხვებს ხომ ასცდებოდიო. სხვათა შორის, ცეკვის ცოდნა რაგბიში ძალიან გამომადგა, ცეკვა ძალიან ავითარებს სისხარტეს, მოქნილობას, რაც რაგბისაც ძალიან ადგება. 2000 წლამდე ჩვენთან ვთამაშობდი, მერე კი წავედი საფრანგეთში, სადაც 12 წელი გავატარე სხვადასხვა გუნდში. თავიდან ძალიან გამიჭირდა – არც ენა ვიცოდი, არც არავინ მყავდა.  თან, 9 ნომერი ვიყავი – ეს ისეთი პოზიციაა, შერკინების მოთამაშეებს შენ ხელმძღვანელობ, გადაწყობაა საჭირო, 9 ნომერს მოედანზე  ყველაზე მეტი ლაპარაკი სჭირდება. ჩემი ერთადერთი ნათელი წერტილი და მაშველი რგოლი იყო  პალიკო  ჯიმშელაძე, რომელიც იქ თამაშობდა. მან ძალიან დიდი დახმარება გამიწია პირველი სამი თვის განმავლობაში. სამი დღის ჩასული, პირველივე თამაშში მათამაშეს, რაც ჩემთვის დიდი გამოცდა იყო, თუმცა, პირველივე  თამაშზე  ლელო  გავიტანე და სტრესიც მაშინვე მომეხსნა.   მერე ნელ-ნელა შევეჩვიე იქაურ ცხოვრებას. აქაურობას მთლად მოწყვეტილი არ ვიყავი – სანაკრებე და ამხანაგურ თამაშებზე ჩამოვდიოდი ხოლმე. ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს დავოჯახდი და მერე უკვე ცოლთან ერთად წავედი საფრანგეთში, სადაც ჩემი ოთხი შვილიდან ერთ-ერთი დაიბადა.  
–  მეუღლე, ალბათ, რაგბის კარგი თეორეტიკოსი გყავთ.
– დიახ, კარგად ერკვევა. საერთოდ, ასეა, როცა ადამიანი სპორტში მოღვაწეობს, მისი ოჯახის წევრებიც, უნდათ თუ არ უნდათ, ამ სპორტით „ცხოვრობენ”. ჩემი ოჯახის  ქალებს მაქსიმალურად ვარიდებდი ხოლმე ჩემს თამაშებზე სიარულს, რადგან, ემოციურად აღიქვამდნენ ჩემს ტრავმებს, ტრავმა კი ბევრი მქონდა: შვიდი თვე ფეხი მქონდა მოტეხილი; ტრაპიზონში ორჯერ გამიტყდა თავი და, ამის მიუხედავად,  ჩემს „ბანაკში” იყვნენ დედაც, ბებიაც, მეუღლეც... სხვებიც ბევრი  „ჩავითრიე”  ამ სპორტში – მეგობრების შვილები და, რა ვიცი, ბევრი გაეხვია ამ „შარში”  ჩემი ხათრით. ჩემი შვილიც მათ შორისაა, თუმცა, ვფიქრობ, სულაც არაა საჭირო მორაგბის შვილიც მორაგბე გამოვიდეს; თუ ტალანტი არ აქვს, არჩევანი თავად უნდა გააკეთოს – ამაზე უკვე შევთანხმდით და „გავურიგდით” ერთმანეთს  (იცინის).  
– რაგბის გარდა, თქვენს ცხოვრებაში კადრს მიღმა რა საინტერესო ამბები ხდება?
–  კარგი მონადირე და მეთევზე ვარ (იცინის). მართალია, ისეთი მიღწევებიც არ მაქვს, ლეგენდები მოვყვე, მაგრამ, საფრანგეთში ცხოვრების დროს მეგობრებს ხშირად დავყვებოდი ხოლმე სანადიროდ და სათევზაოდ და აქაც ბევრს ვნადირობ და ვთევზაობ – ეს ჩემთვის განმუხტვის, დასვენების ყველაზე კარგი საშუალებაა.  მაქვს ჩემი სათევზაო  აღჭურვილობაც, თუმცა, არც ისე სოლიდური, როგორიც სხვებს აქვთ.
– „ოქროს თევზი” უკვე „გადაგეყარათ”?
– ჯერ არა, ეს ეტაპი წინ მაქვს. ალბათ, ეგ დროც მოვა, როცა ჩემს ოქროს თევზს „გადავეყრები” (იცინის).

скачать dle 11.3