კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოკლა ქალმა დედამთილი 700 დოლარისთვის და სად გადამალა მისი გვამი ხევში გადაგდებამდე

63 წლის ნინელი მ-შვილის ცხედარი თანასოფლელებმა  სოფლის ბოლოს, ხევის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ცხედარი ისეთი დასახიჩრებული იყო, რომ მისი ამოცნობა იმათაც კი გაუჭირდათ, ვინც ქალს ათეული წლების განმავლობაში იცნობდა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე გვამის გარეგნული დათვალიერებისა  და ხევის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლის შედეგად დაადგინეს, რომ ქალი, რომელსაც გულ-მკერდის არეში დანით მიყენებული ორი ჭრილობა აღენიშნებოდა, იმ ტერიტორიაზე უკე გარდაცვლილი მიიყვანეს. გარდაცვლილის სახეზე არსებული დაზიანებები, სავარაუდოდ, ცხოველების მიერ იყო მიყენებული.  
მომხდარი ფაქტის შესახებ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. დაიკითხნენ გარდაცვლილი ქალის  ახლობლები და ოჯახის წევრები. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ნინელი მ-შვილი ცხვრებითა და ყველით ვაჭრობდა.  მას ჰყავდა ერთადერთი ინვალიდი შვილი და რძალი – ორი შვილის დედა, 34 წლის მარეხ  მ-ძე, რომელიც გარდაცვლილის შვილმა ცოლად ორი შვილით შეირთო. გარდაცვლილ ქალს შვილთან და რძალთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო.  მეზობლების განცხადებით, ცოლ-ქმარს ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, სოფელში ამბობდნენ, რომ მარეხს  მეგობარი მამაკაციც ჰყავდა. თუმცა, ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკს ყველა ერიდებოდა მისი დედამთილის პატივისცემის გამო. იმას არავინ მალავდა, რომ ახალგაზრდა ქალი ალკოჰოლის აქტიური მომხმარებელი გახლდათ და ქმარი ამის გამო, ხშირად ეკამათებოდა და სასმელის გადაგდებას სთხოვდა.
გამოძიებამ, უპირველესად, გარდაცვლილი ქალის შვილი და რძალი დაკითხა. მათი ჩვენების მიხედვით, ქალი ბოლოს გაუჩინარების დღეს ნახეს. მარეხ  მ-ძის ჩვენების მიხედვით, ის ბავშვს აძინებდა, როცა  დედამთილმა დაუძახა და უთხრა, რომ საქმეებზე გადიოდა. ის ერთ კაცს უნდა შეხვედროდა მეზობელი სოფლიდან, რომელიც საინტერესო წინადადებას სთავაზობდა. ამონაწერი მარეხ მ-ძის ჩვენებიდან: „ნინელი ძალიან აქტიური ქალი იყო. თუ საქმე ჰქონდა, არც დღე იცოდა, არც ღამე. ამიტომ, გვიან მისი სახლიდან გასვლა არ გამკვირვებია. ჩემი ქმარი ნასვამი იყო და ეძინა. ნინელის გვიანობამდე ველოდე. დილამდე  რომ არ დაბრუნდა, შევშინდი. ქმარი გავაღვიძე და ნინელის ძებნა დავიწყეთ, მაგრამ ვერსად მივაგენით. ორდღიანი ძებნის შემდეგ, მისი გვამი მეზობელმა იპოვა ხევში. ჩვენ ამის შემდეგ გავიგეთ ნინელის გარდაცვალების ამბავი.” ვის და რატომ უნდა მოეკლა ცხვრებით მოვაჭრე  ქალი, რომელიც დიდ ოჯახს ძლივს ინახავდა, ვერავის გაეგო.  გამოძიებამ დაკითხა ყველა, ვისაც კი ნინელი მ-შვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.  გამოძიებისთვის საეჭვო ჩვენებას იძლეოდა კიდევ ერთი ქალბატონი, მარეხ მ-ძის დედინაცვალი – ეთერ ს-შვილი, გარდაცვლილი ქალის  შესახებ ნაცნობებში ის უცნაურ ამბებს ყვებოდა, მათ შორის იმასაც, რომ ნინელი  ბოროტი ძალების მსხვერპლი იყო და ჯადოქრობის გამო გარდაიცავალა.   
  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, საამრთალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობასთან სწორედ ამ ქალბატონს ჰქონდა კავშირი. ეთერ ს-შვილი სოფელში ცნობილი მკითხავი გახლდათ და იმასაც ამბობდნენ, რომ მარეხის ოჯახთან და მის დედამთილთან,  ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. თავად ეთერ ს-შვილი კი სიძის  სახლში არ მიდიოდა, თუ ის სახლში იყო. გამოძიებისთვის საკუთარი წყაროებით მოძიებულ ინფორმაციას, მარეხ  მ-ძის სახლის კუთვნილი სარდაფის დათვალიერება მოჰყვა. მარეხ მ-ძე ჯერ ამბობდა, სარდაფის  გასაღები დავკარგეო,  მერე – იქ ვერავის შევუშვებო. თუმცა, როგორც სამართალდამცველები ვარაუდობდნენ, სწორედ იქ იმალებოდა მკვლელობის კვალი და ახალგაზრდა ქალმაც სარდაფი, რომელიც არასდროს იკეტებოდა, სწორედ იმ დღეებში დაკეტა ახლად ნაყიდი კლიტით, როცა მისი დედამთილი  „გაქრა.”  როგორც გამოძიებით დადგინდა, სარდაფის იატაკზე აშკარად ჩანდა სისხლის კვალი, რომელიც ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ გაექროთ.         
სამართალდამცველებმა  დედამთილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მარეხ მ-ძე რამდენჯერმე დაკითხეს. ის თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა შემდეგ იძულებული გახდა, ჩადენილი მკვლელობა ეღიარებინა. მოგვიანებით, მან დაასახელა  დანაშაულის თანამზრახველიც, საკუთარი დედინაცვალი, რომელიც მას  გვამის გადამალვასა და ხევში გადაგდებაში დაეხმარა.  ქალებმა გვამი გვიან ღამით ხელის ურიკით მოიცილეს, რისი თვითმხილველიც თანასოფლელი მამაკაცი გახდა.  სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ქალებმა თავი დამნაშავედ ცნეს. დედამთილის  მკვლელობა აღიარა მარეხ  მ-ძემ. მან განაცხადა, რომ მთვრალი იყო და დედამთილი 700 დოლარის გამო მოკლა. „ფული ძალიან მჭირდებოდა. ბოლო პერიოდში დედამთილი კაპიკს აღარ მაძლევდა, ჩემს ქმარს კი პენსიის გარდა, სხვა არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა. იმ ფულსაც თავის სასმელში ხარჯავდა. ბოლო თვეებში დედამთილმა სულ აიღო ჩვენზე ხელი. რამდენჯერმე წამომაძახა, მეტი საქმე არ მაქვს, მე ვიშრომო და ფული შენს შვილებს მოვახმაროო. ძალიან ვიყავი მასზე გაბრაზებული. იმ ღამეს ნინელიმ ადრე დაიძინა, ფულის მოპარვას სხვანაირად ვერ მოვახერხებდი – თავიდან უნდა მომეცილებინა. მძინარე ქალს დანა ორჯერ ჩავარტყი გულში. დიდი დანა იყო, ნინელიმ  ერთი ამოიხროტინა. საწოლი სისხლით გაივსო. დილამდე, სანამ ბავშვები გაიღვიძებდნენ, ყველა კვალი მოვსპე,  გვამი კი სარდაფში ჩავათრიე, რომელსაც გასაღები მეორე დილითვე ვუყიდე, რომ ბავშვები არ ჩასულიყვნენ რამეზე. დილით ქმართან ერთად დედამთილის ძებნა დავიწყე. 700 დოლარი უკვე აღებული მქონდა იმ ადგილიდან, სადაც ნინელი ფულს მალავდა. მარტო გვამს შორს ვერ წავიღებდი, ამიტომაც ყველაფერი, რაც მოხდა, ჩემს დედინაცვალს ვუამბე, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. მე და ეთერმა ერთად დავგეგმეთ, რომ გვამი ტომარაში ჩაგვედო და გვიან ღამით, ურიკით გაგვეტანა“.
მარეხ მ-ძემ სასამართლო პროცესზე ჩადენილი დანაშაული აღიარა და როგორც ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედამ, სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა. სასამართლომ მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რვა წლით პატიმრობა შეეფარდა ეთერ ს-შვილს, რომელიც  დანაშაულში თავის მონაწილეობას ბოლომდე არ აღიარებდა.

скачать dle 11.3