კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ყოფილ ქმარს ჭკუა უნდა ვასწავლო
გუჯა რომ გავიცანი, გამხდარი გოგო ვიყავი, არც ჩვენი შეყვარებულობის პერიოდში გავსუქებულვარ (ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს), მაგრამ, რომ გავთხოვდი, პირველივე თვეში დავორსულდი, თავიდან საშინელი ტოქსიკოზი მქონდა, მერე კი ტოქსიკოზმა გამიარა და ისეთი მადა გამიჩნდა, შეიძლება ითქვას, ერთ ჯერზე ხარი არ მყოფნიდა. ამ გამგელებას ვერაფერს ვუხერხებდი და ბოლო 5 თვის განმავლლობაში ისე გავსუქდი, თვალები აღარ მიჩანდა და ძლივსღა დავდიოდი. საკეისროთი მამშობიარეს, რადგან მე თვითონ ვერ გავაჩენდი. მერე კი ისე მოხდა, რომ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა დამერღვა და ვერაფრით ვეღარ გავხდი, მიუხედავად იმისა, რომ სულ დიეტაზე ვიყავი. ამის გამო დამეწყო საშინელი დეპრესია, რადგან ვგრძნობდი, რომ ასეთი ქმარს აღარც მოვწონდი და აღარც ვუყვარდი, უფრო სწორად კი საერთოდ აღარ ვარსებობდი მისთვის. მერე ერთმა ჩემმა მეგობარმა ძალიან მაგარ ინფორმაციას მიაგნო ინტერნეტში, სადაც ეწერა, რომ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში არსებობდა კლინიკა, რომელიც ჩემნაირ პაციენტებს მკურნალობდა და, შედეგად, ახდუნებდა. სხვათა შორის, ეს კურსი არც ისე ძვირი ჯდებოდა. ჩვენი ორი მანქანიდან ერთ-ერთი რომ გაგვეყიდა, მთლიანად გვეყოფოდა (საკმაოდ კარგი მანქანები გვყავდა), მაგრამ გუჯამ უარი მითხრა: იმის გამო, რომ შენ ტანი დაიყენო, მანქანას ვერ გავყიდიო, არადა, ორივე მანქანა მამაჩემის ნაყიდი იყო. ამაზე ძალიან სერიოზული სკანდალი მოგვივიდა და გუჯა სახლიდან წავიდა, ოღონდ მამაჩემის ნაჩუქარი მანქანით. გვიან გავიგე, რომ თურმე იმ დროიდან ჰყოლია საყვარელი, ბავშვი რომ გამიჩნდა და გაყრის მიზეზს ეძებდა. მამაჩემს უნდოდა, მანქანა წაერთმია, მაგრამ მე არ მივეცი ნება – ჩემი შვილის მამაა და ასე ნუ დაამცირებ-მეთქი. გუჯას წასვლის შემდეგ ჩემმა მშობლებმა მოახერხეს და წამიყვანეს სამკურნალოდ, რის შემდეგაც ისე დავიკელი, გათხოვებამდე რომ ვიყავი. გახდომის შემდეგ გუჯა რამდენჯერმე შემხვდა ქუჩაში, მაგრამ არანაირი რეაქცია არ ჰქონდა, თუმცა ჩემზე რა რეაქცია უნდა ჰქონოდა, თითქმის სამი წელი ისე გავიდა, შვილი ერთხელაც არ უნახავს.
ერთხელ კი ჩემი დაქალი მეუბნება: გინდა, ქმარი დაგიბრუნდესო? სიმართლე გითხრათ, ნამდვილად აღარ მინდოდა, მაგრამ დავინტერესდი – როგორ-მეთქი. ეგ საქმე მე მომანდეო, – მითხრა და მობილური აიღო, მერე რამდენიმე ნაცნობს დაურეკა (ცხადია, ყველაზე ჭორიკნებს) და უთხრა: გაიგეთ, ელენეს (ანუ მე) ინგლისში მცხოვრებმა ბებიის დამ ანდერძით მილიონის ქონება და უზარმაზარი თანხა რომ დაუტოვაო?
ხომ იცით, რა სისწრაფით ვრცელდება ჩვენს ქალაქში ჭორი, ჰოდა, ზუსტად ორი დღის შემდეგ გუჯამ დამირეკა და შერიგება მთხოვა. მე კატეგორიული უარი ვუთხარი, მაგრამ იმ დღის შემდეგ თვითონ დღეში ასჯერ მირეკავს, დედამისი და მამამისი კი – ყოველ მეორე დღეს და ჩემს მშობლებს არწმუნებენ, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი და რაღაც სისულელის გამო ოჯახი არ უნდა დავანგრიოთ (ეს სამი წელი კი ვითომც არ ყოფილა). ჩემებმა არ იციან, სინამდვილეში რა ხდება და ცოტა გულიც კი მოულბათ. გადაწყვიტეს, გუჯასთვის შანსი მიეცათ და ძველით ახალი წლისთვის მშობლებთან ერთად სახლში დაპატიჟეს. ვინ იცის, რა გეგმებს აწყობს ის უსინდისო სამეული, მაგრამ, არც ის იცის ვინმემ, აქ რომ მოვლენ, რა ელით – სიმართლესაც ავხდი ფარდას და ჩემს შეყვარებულსაც გავაცნობ, რომელსაც უკვე რამდენიმე თვეა ვხვდები, თუმცა, არ ვიცი, დამეთანხმება თუ არა ამაზე.
ელენე, 26 წლის.

скачать dle 11.3